საკნატუნო ამბები

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 27 ქალზე დაქორწინდა?

fun time

13:47 შაბ. 7 ნოემბერი

ფელა ანიკულაპო კუტი

14
დაკოპირებულია

ლეგენდარული ნიგერიელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პოლიტიკური აქტივისტი ფელა ანიკულაპო კუტი (Fela Aníkúlápó Kuti, 1938–1997)  მუსიკალური ჟანრის – აფრობიტის შემქმნელად და პიონერად არის აღიარებული. თუმცა ნიგერიელი მუსიკოსი მხოლოდ თავისი მუსიკით კი არა, პირადი ცხოვრებითაც იყო ცნობილი — მასშტაბური ცერემონიის დროს, რომელიც 1978 წლის 20 თებერვალს, ლაგოსში გაიმართა, კუტი ერთდროულად 27 ქალზე დაქორწინდა.

ბედნიერი ნეფის ყველა პატარძალი მისივე მუსიკალური კოლექტივის წევრი იყო — მშვენიერ ბექ-ვოკალისტებს, მოცეკვავეებს და კომპოზიტორებს ხშირად „აფრობიტის დედოფლებს“ უწოდებდნენ.

მთავარი ფაქტები უცნაური ქორწილის შესახებ:

ქორწინებამდე ერთი წლით ადრე, 1977 წელს, ნიგერიელმა სამხედროებმა ფელა კუტის მიერ ლაგოსში შექმნილ დამოუკიდებელ კომუნასა და საცხოვრებელ კომუნაში „კალაკუტას რესპუბლიკა“ სასტიკი რეიდი მოაწყვეს. კომუნა არსებობდა როგორც თვითკმარი სივრცე, სადაც კუტის ოჯახის წევრები, მუსიკალური ჯგუფი და მხარდამჭერები ცხოვრობდნენ. კომპლექსში ასევე იყო ხმის ჩამწერი სტუდია და უფასო სამედიცინო კლინიკა, რომელსაც მუსიკოსის დედა, ცნობილი უფლებადამცველი ფუნმილაიო რანსომ-კუტი ხელმძღვანელობდა.

ფელა კუტიმ კომუნა ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლად ნიგერიის სამხედრო ხუნტის მიერ მართული სახელმწიფოსგან. მისი მუსიკა და ალბომები (მაგ. Zombie) მკაცრად აკრიტიკებდა ქვეყნის სამხედრო რეჟიმს.

1977 წლის 18 თებერვალს ათასობით შეიარაღებულმა ნიგერიელმა ჯარისკაცმა კომუნაზე შტურმი მიიტანა, მიწასთან გაასწორა და გადაწვა. დარბევის დროს ფელას მოხუცი დედა ფანჯრიდან გადმოაგდეს, რის შემდეგაც ის მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა, მუსიკოსები კი თავშესაფრის გარეშე დარჩნენ..

თავის მოცეკვავეებსა და მომღერლებზე ქორწინებით, ფელა კუტმა ისინი ოფიციალურად თავისი ოჯახის წევრებად აქცია და პოლიციის თავდასხმებისგან დაიცვა, რომლებიც ქალებს რეგულარულად აკავებდნენ და პროსტიტუციასა და მაწანწალობაში ბრალს სდებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მუსიკოსის კომუნაში ცხოვრობდნენ.

ფელა კუტმა გოგონებს ფურცლები დაურიგა შეკითხვით, თუ ვინ იყო მზად, საკუთარი ნებით, ცოლად გაჰყოლოდა — 27-ვემ თანხმობა განაცხადა. ქორწილი ლაგოსის სასტუმრო Parisona-ში გაიმართა. ქორწილის შემდეგ, თაფლობის თვეში მუსიკოსი თავის ამალასთან ერთად განადასაკენ გასტროლებზე გაემგზავრა.

ასეთ უზარმაზარ ოჯახში რომ წესრიგი დაეცვა, ფელა კუტმა როტაციის სისტემა დანერგა: მასთან ერთად, მის სახლში ერთდროულად 12 ცოლი ცხოვრობდა, რომლებიც ერთმანეთს პერიოდულად ენაცვლებოდნენ.

8 წლის შემდეგ, 1986 წელს, ციხიდან მორიგი გათავისუფლების შემდეგ, ფელა კუტი 27-ვე ცოლს გასცილდა და ეს იმით ახსნა, რომ თავად ქორწინების ინსტიტუტი „ეგოიზმს, საკუთრების გრძნობას და ეჭვიანობას ბადებს“. მიუხედავად ამისა, განქორწინება მშვიდობიანი იყო — ქალებიდან ბევრმა წასვლაზე უარი განაცხადა და მის სახლში ცხოვრებას, ტურნეებსა და ყოფილ ქმართან ერთად გამოსვლებს მუსიკოსის გარდაცვალებამდე, 1997 წლამდე აგრძელებდა.

***

70 ცოლი და 210 შვილი - ვინ იყო კაცი, რომელიც სვაზილენდს 82 წელი მართავდა?

5 ძმის ერთი ცოლი

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ იქორწინეს


    სიახლეები ამავე კატეგორიიდან

    რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

    ჭაობები საქართველოში

    რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

    რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

    რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

    რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

    კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

    კარნი-მატას ტაძარი

    ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

    ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

    როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

    ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

    რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

    რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

    ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

    ფუტკრის ცხოვრება

    მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

    მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება