საკნატუნო ამბები

70 ცოლი და 210 შვილი - ვინ იყო კაცი, რომელიც სვაზილენდს 82 წელი მართავდა?

fun time

14:30 სამ. 21 მაისი, 2024 წელი

სვაზილენდის სამეფოს
ისტორია

14
დაკოპირებულია

ის სამხრეთ აფრიკაში მდებარე დამოუკიდებელი სვაზილენდის სამეფოს პირველი მონარქი იყო და ქვეყანას 82 წლის განმავლობაში მართავდა. 

სობჰუზა II 1899 წელს, სვაზილენდის იმდროინდელი მეფის, ნგვან V-ისა და დედოფალ ინხოსიკატას ოჯახში დაიბადა. სობჰუზა ოთხი თვის იყო, როდესაც მამამისი გარდაიცვალა - ვარაუდობდნენ, რომ 23 წლის მეფე მეფე ნგვან V რომელიღაც მტერმა ან საკუთარმა ცოლმა მოწამლა.

მამის სიკვდილის შემდეგ 4 თვის სობჰუზა მეფედ ოფიციალურად აკურთხეს, ხოლო რეგენტად ბებია დაუნიშნეს.

იმ დროს სამხრეთ აფრიკა და მის შემადგენლობაში მყოფი სვაზილენდი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ფაქტობრივად, სობჰუზა II სიმბოლურ როლს ასრულებდა, რეალური ძალაუფლება კი ბრიტანელების ხელში იყო.

***

სობჰუზას მეფობა 1921 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ბებიამ ძალაუფლება ოფიციალურად გადასცა.

მეფე სობჰუზა შორსმხედველი ლიდერი იყო, რომელიც თავისი 1907 წელს, ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებისთვის იბრძოდა და ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას ცდილობდა. ის ლონდონში გაემგზავრა, რომ ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ისთვის სვაზილენდელებისთვის მიწების დაბრუნება ეთხოვა.

1960-იანი წლების ბოლოს ბრიტანელები სვაზილენდში საპარლამენტო სისტემისა და კონსტიტუციური მონარქიის ჩამოყალიბებას გეგმავდნენ. 1964 წელს გაიმართა კიდეც პირველი ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ მეფე სობჰუზა II ამ იდეას დაუპირისპირდა. მეფის მზარდი პოპულარობისა და პროგრესული ანტიკოლონიური რიტორიკის დამსახურებით, 1968 წლის 6 სექტემბერს სვაზილენდი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ხოლო სობჰუზა II-მ მეფობა გააგრძელა.

მომდევნო წლებში სობჰუზამ პირადი არმია შექმნა და არმიის დახმარებით 1973 წელს კონსტიტუცია გააუქმა, პოლიტიკური პარტიები აკრძალა, პარლამენტი დაითხოვა და სვაზილენდში თავისი აბსოლუტური ძალაუფლება დაამყარა.

***

სობჰუზა II მრავალცოლიანობის მომხრე იყო, რადგან მიაჩნდა, რომ რაც უფრო მეტი გავლენიანი ქალი გაუჩნდა შვილს, მით უფრო გაძლიერდებოდა მისი სამეფო ძალაუფლება.

უფრო მეტიც, ამბობდა, რომ მისი გენები ქვეყნის ყველა გავლენიან ოჯახში უნდა დომინირებდეს, რათა გადატრიალების შემთხვევაში მისი მემკვიდრეობა გადარჩეს.

მას შემდეგ, რაც აბსოლუტური ძალაუფლება მოიპოვა, სობჰუზამ სვაზილენდის 70 ყველაზე გამორჩეული ოჯახის ქალიშვილზე იქორწინა და, გავრცელებული ინფორმაციით, 500 შვილი ეყოლა. გარდაცვალების დროს მას 1000-ზე მეტი შვილიშვილი ჰყავდა.

***

დღეისთვის სობჰუზა II-ის კლანი სვაზილენდის მოსახლეობის ( დაახლ. 1,200,000 ) თითქმის მეოთხედს შეადგენს.

სობჰუზა II-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი 18 წლის ვაჟი მსვატი III გამეფდა. იგი სვაზილენდს (2018 წლიდან - ესვატინი) 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავს.

დღეს 50 წლის მსვატი III-ეს 15 ცოლი და 23 შვილი ჰყავს. მას ხშირად მფლანგველობასა და მექალთანეობაში, ასევე ქალების გატაცებაშიც კი ადანაშაულებენ, მაგრამ მეფეს აბსოლუტური ძალაუფლება აქვს - სვაზილენდში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება მეფის ხელშია, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლებაც გააჩნია. ამიტომ მეფეს ვერავინ დასჯის.

***

1990-იან წლებში ქვეყანაში განვითარდა მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის და დაიწყო მუშაობა კონსტიტუციის გადასინჯვის კომისიამ. 2006 წლის თებერვალში მსვატი III-მ ხელი მოაწერა ახალ ფუნდამენტურ კანონს, რომელმაც დააფიქსირა მონარქის ფართო უფლებამოსილებები და შქმნა ორპალატიანი პარლამენტი მრავალსაფეხურიანი საარჩევნო სისტემით არაპარტიულ საფუძველზე. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, ფაქტობრივად, არაფორმალურია..

რეჟიმის დემოკრატიზაციისა და პოლიტიკური პარტიების ლეგალიზაციის მოთხოვნით ანტისამთავრობო პროტესტი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტად რჩება.

2008 წელს მეფემ მიიღო კანონი „ტერორიზმის აღკვეთის შესახებ“, რომელსაც ხელისუფლება იყენებს საპროტესტო გამოსვლების საწინააღმდეგოდ. კანონს აკრიტიკებენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

ესეც დაგაინტერესებთ:

შენც, ბრუტუს? - მონარქების, პოლიტიკოსების და ხელოვანების უკანასკნელი სიტყვები

„თეთრი გოგო და აფრიკელი ბიჭი“ - სიყვარული, რომელსაც მთელი სამყარო დაუპირისპირდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში

ნამიბიის ვარდისფერი მაცივარი - უდაბ...

ნამიბიის ვარდისფერი
მაცივარი

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია