საკნატუნო ამბები

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ იქორწინეს

fun time

21:04 კვი. 7 აპრილი

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

14
დაკოპირებულია

ეს უცნაური ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, როდესაც აღმოსავლეთ ჩინეთში, ჩეძიანის პროვინციაში მცხოვრები მამაკაცი ცოლს გასცილდა, რათა სხვა ქალზე ექორწინა, შემდეგ მეორე ცოლი ახალი საცოლის გამო მიატოვა, ახალი საცოლე კი ბიძაშვილმა ჩაანაცვლა... რას იტყვთ? 

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ძველი ცოლებიც და ახლებიც ერთ ოჯახში ცხოვრობენ - პანის ოჯახის 11 წევრი, ერთმანეთის გარდა, არავისზე ქორწინდება. სულ რაღაც ,ორ კვირაში ამ ადამიანებმა ერთმანეთთან 23-ჯერ განქორწინება და დაქორწინება მოახერხეს.

რა ხდება?

პანის ოჯახში საქორწინო ორომტრიალს წინ უძღოდა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება უძღოდა, რომელმაც ქალაქ ლიშუის აღდგენის და მოსახლეობის ძველიდან ახალ სახლებში გადაყვანის შესახებ განაცხადა. მერიის გადაწყვეტილებით, თითო ოჯახზე 40 კვ. მ. ბინა გაიცემოდა, მაგრამ განაცხადის შეტანის ვადა შეზღუდული იყო - ოჯახებს საბუთების მოგროვება და მერიაში შეტანა 10 აპრილამდე უნდა მოესწროთ.

ხელისუფლება ფიქრობდა, რომ განაცხადის შეზღუდული დრო თაღლითობის მცდელობებს აღკვეთდა, მაგრამ ლიშუის მცხოვრებლები უფრო ეშმაკები და მოხერხებულები აღმოჩნდნენ.

რთული სქემა

მეტი ახალი ბინის მისაღებად პანის დიდ ოჯახში სასწრაფოდ ახალი, პატარა ოჯახების შექმნის პროცესი დაიწყო. ოჯახის წევრები ერთმანეთზე ქორწინდებოდნენ, ქალაქის მცხოვრებლებად რეგისტრირდებოდნენ, ერთმანეთს სცილდებოდნენ და ისევ ქორწინდებოდნენ.

ყველა, ვისაც დაქორწინების ასაკი ჰქონდა, დაქორწინდა: ძმები ბიძაშვილებზე, ქმრები ცოლის დებზე და ა.შ. ნამდვილი კრიმინალური გაერთიანებაა!

ისინი სიხარბემ დაღუპა

ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის რეკონსტრუქციის პროექტზე პასუხისმგებელმა უწყებამ აღმოაჩინა, რომ მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართი არ ჰყოფნიდა, არადა რეკონსტრუქციის დაწყებამდე წინასწარ გამოთვალა, რამდენი ოჯახისთვის მოუწევდა სახლის გადაცემა.

საბუთების შესწავლის დროს პროექტის ხელმძღვანელმა შენიშნა, რომ ერთ-ერთი მამაკაცი ერთდროულად რამდენიმე ოჯახის წევრი იყო და მაშინვე პოლიციას დაუკავშირდა.

კუთვნილზე 2-3 ბინით მეტს რომ დასჯერებოდა და ერთბაშად 20 ბინის ხელში ჩაგდება არ მოენდომებინა, პანის ოჯახს ყველაფერი შერჩებოდა, მაგრამ თაღლითობის გამოაშკარავების შემდეგ პოლიციამ ამ საქმის 11-ვე მონაწილე დააკავა. საბოლოოდ, გისოსებს მიღმა თაღლითური ოპერაციის 4 ყველაზე აქტიური მონაწილე გამოკეტეს, დანარჩენები კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სასამართლოზე ოჯახის უფროსმა განაცხადა, რომ არ ეგონა, თუ უკანონობას ჩადიოდა.

„ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდა. ყველას უნდა, რომ მეტი კომპენსაცია მიიღოს, ეს უკანონოა?“ - თქვა მამაკაცმა, რითაც დამსწრე საზოგადოება გაამხიარულა.

ამბობენ, რომ პანების ოჯახის 23-ჯერ დაქორწინებულმა წევრებმა სასამართლო თავიანთ პირდაპირობით ისე მოხიბლეს, რომ სავარაუდოდ, ოჯახის 4 დაკავებული წევრი საპატიმროს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ესეც დაგაინტერესებთ:

მსოფლიოში ერთადერთი ქალი, რომელსაც ორი პრეზიდენტი ქმარი ჰყავდა!

„დაიწვი ქმართან ერთად“ - საშინელი რიტუალი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც ცოლად ოთხი და ჰყავს?

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რით გარდაიცვალა „მსოფლიოში ყველაზე...

რით გარდაიცვალა
„მსოფლიოში ყველაზე
ჭუჭყიანი ადამიანი“

70 ცოლი და 210 შვილი - ვინ იყო კაცი...

სვაზილენდის სამეფოს
ისტორია

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია