ურთიერთობა

„დაიწვი ქმართან ერთად“ - საშინელი რიტუალი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია

fun time

16:00 ორშ. 8 მაისი, 2023 წელი

კადრი ფილმიდან „Sati“

14
დაკოპირებულია

აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობაში დაქვრივებულ ქალს ადამიანად აღარ მიიჩნევენ. ის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იძულებულია დარჩენილი ცხოვრება მის ნათესავებთან გაატაროს და მუდმივ დამცირებას გაუძლოს. იქ ქვრივად დარჩენილ ქალს დისკრიმინაცია, სიღარიბე, შიმშილი, ძალადობა და სიკვდილიც კი ემუქრება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მცხოვრები ქვრივები არიან, სადაც სასტიკი რიტუალი - სატი - ამ დრომდე შემორჩა.

 

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ინდოელი ქალის ცხოვრებაში ორი დამამცირებელი წესი ჩნდებოდა. პირველი, შედარებით ლოიალური წესი (თეთრი ქვრივობა) მარტო დარჩენილ ქალს დიდსულოვნად, სიცოცხლის უფლებას უბოძებდა. თუმცა, „თეთრი ქვრივობა“ უფრო არსებობა იყო, ვიდრე სრულფასოვანი ცხოვრება. ქალი ვალდებული იყო, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ თმა მოკლედ შეეჭრა და აღარასოდეს გაეზარდა, გათხოვებაზე და ინტიმურ ცხოვრებაზე სამუდამოდ უარი ეთქვა და დარჩენილი ცხოვრება ახლობლებისგან მოშორებით, ლოცვებსა და სინანულში გაეტარებინა.

ინდოელი ქვრივების ცხოვრებასთან დაკავშირებული მეორე წესი 21-ე საუკუნისთვის იმდენად შოკის მომგვრელია, რომ ვიღაცის ბოროტი წარმოსახვის ნაყოფს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. ეს არის სატის რიტუალი, რომელიც გარდაცვლილი ქმრის ნეშტთან ერთად ცეცხლზე ქვრივის თვითდაწვას გულისხმობს.

ეს შიშის მომგვრელი რიტუალი როგორც ინდოეთის შიგნით, ისე მის საზღვრებს მიღმა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. სიტყვა „სატი“ სანსკრიტიდან (ლიტერატურული ძველინდური ენა) ითარგმნება, როგორც „ნამდვილი“ ან „ჭეშმარიტი“.

ტრადიციის თანახმად, რიტუალი მამაკაცის გარდაცვალების მეორე დღეს იმართებოდა. გარდაცვლილის ცოლი დასაწვავად გამზადებული ხის გროვაზე ადიოდა და ქმრის ცხედრის გვერდით ჯდებოდა. დაკრძალვის რიტუალის შესრულების შემდეგ ცერემონიის მონაწილეები შეშას ცეცხლს უკიდებდნენ და ქალი ქმართან ერთად იწვებოდა.

არსებობს სატის განსხვავებული ვარიანტები, როდესაც ქვრივი აგიზგიზებულ ცეცხლში თავად ხტებოდა.

ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ ქვრივი სიკვდილზე საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე მიდიოდა, თუმცა ბევრ თემში ქალებს სატის შესრულებას აიძულებდნენ.

თუ ქალი სატის შესრულებაზე უარს იტყოდა, მას სოფლიდან და თემიდან განდევნა ელოდა. ხშირად სატიზე უარის მთქმელ ქალს გარდაცვლილი ქმრის ნათესავები კლავდნენ. რიტუალის აღსრულებისთვის, ისინი ქვრივს ხელ-ფეხს უკრავდნენ და ცეცხლში აგდებდნენ.

ძველი ინდური ნახატები და ლიტერატურული წყაროები ადასტურებენ, რომ ქვრივების მკვლელობა ბოლო 10 საუკუნის განმავლობაში ხშირად ხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ რიტუალურ მკვლელობას ინდოეთის ხელისუფლებაც ებრძოდა და ქვეყნის დასავლელი დამპყრობლებიც, ტრადიციის გავლენა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა.

მე-18 საუკუნეში ინდოეთის უმეტესი ნაწილი დასავლური სახელმწიფოებისა და მათი სავაჭრო კომპანიების გავლენის ქვეშ მოექცა. ევროპელებმა, განსაკუთრებით კი ბრიტანელებმა, სატის რიტუალს დაუნდობელი ომი გამოუცხადეს. 1798 წელს რიტუალი რამდენიმე დიდ ქალაქში აიკრძალა, ხოლო 1829 წელს აკრძალვა მთელ ქვეყანაში გავრცელდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, სატის აკრძალვას ინდოეთში პროტესტის მძლავრი ტალღა მოჰყვა. 1832 წელს კოლონიური ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო - სატიში მონაწილეობის უფლება სრულწლოვან გოგოებს მიეცათ, თანაც მათი თანხმობის შემთხვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ სატიმ მე-20 საუკუნეში პოპულარობა დაკარგა, რიტუალური თვითდაწვა ინდუსების ცხოვრებიდან არ გამქრალა. 1943 წლიდან 1987 წლამდე ინდოეთში 30 რიტუალური თვითდაწვა დაფიქსირდა. 1987 წელს სატი რაჯასტანის შტატში მცხოვრებმა, 18 წლის უშვილო ქვრივმა რუპკანვარმა აღასრულა. ამ ბოლო შემთხვევის შემდეგ ინდოეთის ხელისუფლებამ რიტუალური თვითდაწვის მკაცრი აკრძალვა შემოიღო.

სატის უკანასკნელი შემთხვევა 2008 წელს დაფიქსირდა.

p.s. მთავარ ფოტოზე კადრი 1989 წლის ფილმიდან Sati, მთავარ როლში ბოლივუდის ვარსკვლავი შაბანა აზმი.

ასევე საინტერესოა:

მკერდის „დაუთოება“ - როგორ იცავენ აფრიკელი დედები ქალიშვილებს სექსუალური ძალადობისგან?

უცნაური ტრადიცია, რომელმაც ტაილანდის ახალგაზრდა დედოფალი მოკლა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!