ურთიერთობა

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

fun time

15:44 ოთხ. 29 იანვარი

ანრი დიუნანი

14
დაკოპირებულია

როდესაც შვეიცარიელმა მეწარმემ, საზოგადო მოღვაწემ და წითელი ჯვრის მამად წოდებულმა ანრი დიუნანმა მშვიდობის დარგში პირველი ნობელის პრემია მიიღო, ქ. ჰეიდენის (აშშ) ღარიბულ თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო მოხვდა.

ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი 1828 წელს, ჟენევის საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. გარშემომყოფებს ის როგორც მხიარული და ძალიან მგრძნობიარე ბიჭი დაამახსოვრდათ.

დიუნანი 25 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, ძალები მეწარმეობაში მოესინჯა და მიწის ნაკვეთი იქირავა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი კომპანია მილიონიანი კაპიტალის მქონე სააქციო საზოგადოებად იქცა.

1859 წელს, ჩრდილოეთ იტალიაში საქმიანი მოგზაურობისას, ანრი დიუნანი სოფელ სოლფერინოსთან გამართული ბრძოლის შედეგების თვითმხილველი გახდა (ბრძოლა მიმდინარეობდა ფრანგ, იტალიელ და ავსტრიელ სამხედრო ძალებს შორის). ამ ამბავმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

***

ბოროდინოსა და ვატერლოოს ბრძოლების შემდეგ ევროპას ასეთი სისხლიანი ბრძოლა არ უნახავს. ათასობით დაჭრილი შველას ითხოვდა და არ არსებობდა ექიმი, წამალი ან ადამიანი, რომელიც მათ ჭრილობას მობანდა, სახვევს დადებდა და ტანჯვას შეუმსუბუქებდა.

ნანახით შეძრულმა მეწარმემ დაწერა წიგნი „სოლფერინოს მოგონებები“, რომელიც 1862 წელს გამოიცა. წიგნში მან დაჭრილებისთვის დახმარების გაწევის სხვადასხვა ვარიანტები განიხილა და საზოგადოება ომის მსხვერპლთა დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა შესთავაზა.

საბოლოოდ, ორგანიზაცია მართლაც შეიქმნა და მას „წითელი ჯვარი“ ეწოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰუმანიტარული საქმიანობით გატაცებულმა დიუნანმა თავის ბიზნესს ყურადღება მოაკლო და მალე გაკოტრდა. მალე მას ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ ზურგი აქცია. სიღარიბეში გატარებული 10 წლის შემდეგ 1887 წელს, ანრი დიუნანი ჰაიდენში დასახლდა. 1892 წელს ის ავად გახდა და ადგილობრივ თავშესაფარში გადაიყვანეს.

სამი წლის შემდეგ ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა სტატია ყველასგან მივიწყებული დიუნანის შესახებ, რომელიც მსოფლიოს მრავალმა გაზეთმა გამოაქვეყნა.

დიუნანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებაში დიდი ხმაური მოჰყვა. უბრალო ადამიანებმა მისთვის საკვებისა და ტანსაცმლის მოგროვება დაიწყეს. მსოფლიოს ბევრი ქვეყნის „წითელი ჯვრის“ საზოგადოებებმა მას საპატიო წევრის წოდება მიანიჭეს, რასაც 1901 წელს ნობელის პრემიაც მოჰყვა.

მოხუც მეწარმეს მგზავრობა არ შეეძლო, ამიტომ პრიზი და შემდგომში მედალი შვეიცარიაში გაუგზავნეს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან კი შემდეგი წერილი მიიღო:

„არ არსებობს კაცი, რომელიც უფრო მეტად იმსახურებს ამ პატივს, ვიდრე თქვენ, ვინც 40 წლის წინ ფეხზე დააყენა საერთაშორისო ორგანიზაცია ბრძოლის ველზე დაჭრილთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად. თქვენ გარეშე „წითელი ჯვარი“ - მე-19 საუკუნის უზენაესი ჰუმანიტარული მიღწევა დიდი ალბათობით არ იარსებებდა.“

ანრი დიუნანი 1910 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, მშვიდად, გამოსამშვიდობებელი ცერემონიის გარეშე დაკრძალეს.

ესეც საინტერესოა:

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მონტალჩინი: ისწავლეთ ცხოვრება საკვების გარეშე

მსოფლიოს 5 უდიდესი მწერალი, ვინც „ნობელის პრემიის“ მიღებაზე უარი თქვა

ნობელიანტი მკვლელები - მეცნიერები, რომელთა გამოგონებას მსოფლიო ნანობს

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად