ურთიერთობა

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვავის შესახებ

fun time

18:55 ხუთ. 30 მაისი

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

14
დაკოპირებულია

ერთ მშვენიერ დღეს  შავი ყვავი რესტორანში შევიდა და დარბაზის კუთხეში მჯდარი  თეთრი ყვავი დაინახა. 

შავი ყვავი ბართან მივიდა, საფულე ამოიღო და მიმტანს ხმამაღლა მიმართა: „მინდა, თქვენი რესტორნის სტუმრებს გავუმასპინძლდე. მიართვით თქვენი მენიუს ყველაზე გემრიელი კერძი ყველა სტუმარს, თეთრი ყვავის გარდა“.

მიმტანმა ფული აიღო და შავი ყვავის შეკვეთა შეასრულა.

იმის ნაცვლად, რომ თავი უხერხულად ეგრძნო, თეთრმა ყვავმა გაიღიმა და შავ ყვავს გასძახა: „გმადლობთ!“
ამან შავი ყვავი ძალიან გააბრაზა.

მან ისევ საფულე ამოიღოო და მიმტანს გასძახა:
„ამჯერად ყველას შამპანურით ვუმასპინძლდები, თეთრი ყვავის გარდა!”

მიმტანმა ეს შეკვეთაც უსიტყოდ შეასრულა, მაგრამ გაბრაზების ნაცვლად, თეთრმა ყვავა შავს ისევ მადლობა გადაუხადა.

თეთრი ყვავის რეაქციით გაოცებულმა და გაღიზიანებულმა შავმა ყვავმა მიმტანს ჰკითხა - რა სჭირს ამ თეთრ ყვავს? შეურაცხყოფას ვაყენებ და ის მადლობას მიხდის, გიჟია??

მიმტანმა ჩაიცინა და უპასუხა: „არა ბატონო, ის ამ რესტორნის მფლობელია“.

***

განსხვავებულების შეურაცხყოფა შავი ყვავების საყვარელი გართობაა.

თავის მხრივ, თეთრი ყვავი როგორც არ უნდა შეურაცხყო, მისი „გაშავება“ შეუძლებელია.

თეთრ ყვავად ყოფნა რთულია - ის შავ ფონზე თვალშისაცემია და ხშირად თავდასხმის ობიექტი ხდება, თუმცა ის ყვავების გუნდში ნებისმიერ ლიდერზე უფრო მნიშვნელოვანია. გუნდი, რომელშიც თეთრი ყვავია, ყველასგან გამოირჩევა და რამდენიმე თავით მაღლა დგას.

ესეც საინტერესოა:

იგავი იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ჭკვიანი ადამიანი სულელისგან

სოკრატე და იგავი სამ საცერზე

როცა ჩურჩულით ნათქვამი არ ესმით (თანამედროვე იგავი)


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?