იგავი იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ჭკვიანი ადამიანი სულელისგან
19:25 ხუთ. 28 დეკემბერი, 2023 წელი
ერთმა ახალგაზრდამ ერთ ბრძენს ასეთი კითხვა დაუსვა: მასწავლებელო, რით განსხვავდება ჭკვიანი ადამიანი სულელისგან?
ლამაზი, მზიანი დილა იყო. ბრძენი თავისი სახლის ეზოში იჯდა და მარადისობის არსზე ფიქრობდა.
ახალგაზრდის კითხვა რომ მოისმინა, ფეხზე წამოდგა, ახალგაზრდა გორაკთან მიიყვანა, სადაც ცოტა ხნის ფერდობი ჩამოშლილიყო და გორაკის ძირში სხვადასხვა ზომის ლოდები ჩაეტანა.
მასწავლებელმა ახალგაზრდას დაავალა, რომ ნაშალი ქვა უკან, გორაკის წვერზე აეზიდა. ქვა ბევრი იყო, ამიტომ ახალგაზრდა დავალების შესრულებას მთელ დღეს მოუნდა.
მზის ჩასვლისას ახალგაზრდამ, როგორც იქნა, მთის წვერზე ბოლო ქვა აიტანა და ვალმოხდილმა მასწავლებელს ჰკითხა:
- მასწავლებელო, ახლა შემიძლია მივიღო ჩემს კითხვაზე პასუხი?
- არა, - თავი გააქნია მასწავლებელმა - ჯერ მზად არ ხარ;
- მაშ, რა საჭირო იყო ამდენი ქვის ზიდვა? - აწუწუნდა ახალგაზრდა.
- აი, ამ კითხვას ჭკვიანი ადამიანი მანამდე დასვამდა, სანამ საქმეს შეუდგებოდა, - მიუგო ბრძენმა მასწავლებელმა.
ესეც დაგაინტერესებთ:
სად გაქრა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბიჭი, რომელსაც აინშტაინსა და ჰოკინგზე მაღალი IQ აქვს
ოთხი ნიშანი იმისა, რომ ბევრ ადამიანზე ჭკვიანი ხართ
4 გამოცანა თქვენი ინტელექტისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან