4 გამოცანა თქვენი ინტელექტისთვის
12:00 ხუთ. 7 იანვარი

შეამოწმეთ საკუთარი დაკვირვებულობა და ლოგიკის უნარი. შეგახსენებთ, რომ ზოგჯერ ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
1. შვიდი და კოტეჯში
შვიდი და აგარაკზე წავიდა. თითოეულმა გადაწყვიტა, რაღაც საქმით დაკავებულიყო:
პირველმა რომანის კითხვა დაიწყო:
მეორემ - ბლინების ცხობა;
მესამემ - ჭადრაკის თამაში:
მეოთხემ - კროსვორდების ამოხსნა;
მეხუთემ - ჭურჭლის რეცხვა:
მეექვსემ კი - მცენარეების მორწყვა.
შეკითხვა: რას აკეთებდა მეშვიდე და?
2. ფეხსაცმლის ქურდობა
ერთმა ახალგაზრდამ მემკვიდრეობით 2 ქარხანა მიიღო, სადაც ულამაზეს ფეხსაცმელებს კერავდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა მანამ, სანამ კაცმა არ შეამჩნია, რომ თანამშრომლები თავიანთი ცოლებისა და შეყვარებულებისთვის ფეხსაცმელებს იპარავდნენ. ის კი ყველა ქურდის გამოჭერას ვერ ახერხებდა.
შეკითხვა: რა გადაწყვეტილება მიიღო ახალგაზრდამ ქურდობის აღსაკვეთად?
3. რამდენი ბარძაყის ძვალი გაქვთ?
გამოცდაზე პროფესორმა გოგოს ბარძაყის ძვალი მისცა და ჰკითხა:
- რამდენი ბარძაყის ძვალი გაქვთ?
- ხუთი!
- არასწორია! თქვენ მხოლოდ ორი ბარძაყი გაქვთ.
მაგრამ სტუდენტი მართალი იყო.
შეკითხვა: რა შემთხვევაში არის ეს შესაძლებელი?
4. ეს ოთხი წერტილი ერთმანეთს Მხოლოდ 3 ხაზის გამოყენებით დაუკავშირეთ:
ახლა ვნახოთ, რამდენი სწორი პასუხი დააგროვეთ:
1. მეშვიდე და მესამე დას ჭადრაკს ეთამაშება.
2. მეპატრონემ ერთ ქარხანას ფეხსაცმლის წყვილიდან მარჯვენას შეკერვა დაავალა, მეორეს - მარცხენასი.
3. სტუდენტი ორსულად იყო. იგი გულისხმობდა თავის ორ ბარძაყს, შვილის ორ ბარძაყს და ერთს, რომელიც ხელში ეჭირა.
4. ხაზებით სამკუთხედი უნდა შეკრათ.
წყარო: brightside.me