ურთიერთობა

სად გაქრა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბიჭი, რომელსაც აინშტაინსა და ჰოკინგზე მაღალი IQ აქვს

fun time

16:24 შაბ. 30 ოქტომბერი, 2021 წელი

აინან კოული

14
დაკოპირებულია

აინან კოული (ainan cawley) მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბიჭია, რომლის ინტელექტის კოეფიციენტია (IQ) - მთელი 263 ქულა, მაშინ როცა აინშტაინის IQ  190 იყო და ჰოკინგის - 160. აინანი მხოლოდ 9 წლის იყო, როდესაც მსოფლიომ მისი სახელი გაიგო, მაგრამ შემდეგ მედიის რადარებიდან გაქრა. 

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბიჭი მეცნიერი ან გამომგონებელი არ გამხდარა.

პატარა გენიოსის ბავშვობა

აინან კოული 1999 წლის 23 ნოემბერს სინგაპურში დაიბადა. ის სხვა ბავშვებისგან დაბადებიდანვე განსხვავდებოდა:

  • ექვსი თვისა უკვე ალაპარაკდა;
  • ექვსი წლის ასაკში ქიმიით სერიოზულად დაინტერესდა;
  • რვა წლისა სინგაპურის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტის მესამე კურსზე ჩაირიცხა;
  • ცხრა წლის ასაკში ბიჭს შეეძლო რიცხვ Pi-ის ათასობითი ციფრის დამახსოვრება!

მშობლები ვერ ხვდებოდნენ, ბავშვს ქიმიის მიმართ ასეთი ინტერესი საიდან გაუჩნდა - ბიჭი მსახიობთა გარემოცვაში გაიზარდა, რომლებსაც სახლში სამეცნიერო ლიტერატურა არასოდეს ჰქონიათ. იმ დროს კოულის სახლში ინტერნეტიც ჯკი არ იყო შეყვანილი, მაგრამ პატარა გენიოსმა როგორღაც მენდლეევის მთელი ტაბულას დაზეპირება მოახერხა!

აინან კოულის აბსოლუტური სიზუსტით შეეძლო დაემახსოვრებინა მოძრავი სხეულის ტრაექტორია - მაგალითად, კალათბურთის თამაშის დროს მოძრავი ბურთისა, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია.

აინენს ინტელექტის კოეფიციენტის გაზომვის ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალი IQ - 263 ქულა აქვს. პატარა გენიოსმა ამ შეჯიბრში ალბერტ აინშტაინს 73 ქულით გაუსწრო, ხოლო სტივენ ჰოკინგს 103 ქულით!

როგორ მოხდა, რომ ასეთი ვუნდერკინდი 2009 წლის შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა?

საქმე ისაა, რომ აინან კოული ძალიან თავმდაბალი ადამიანია და არ უყვარს, როდესაც საზოგადოების ყურადღებას იქცევს. ჟურნალისტებს მისი მოძიება და შემდგომი ბედის გარკვევა ძალიან გაუჭირდათ, თუმცა, რაღაც მაინც გაირკვა..

ახლა აინან კოულის 20 წლისაა და, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, არც დიდი მეცნიერი და არც ცნობილი გამომგონებელი არ გამხდარა. როგორც ჩანს, ინტელექტის კოეფიციენტზე ძლიერი მშობლების გენი აღმოჩნდა და აინანი შემოქმედებას გაჰყვა. ის ახლა ახალგაზრდა რეჟისორი და კომპოზიტორია.

აინანმა თავისი პირველი ფილმი 12 წლის ასაკში გადაიღო, რომლის პრეზენტაცია ვილნიუსის კინოფესტივალზე შედგა. თავისი ფილმებისთვის მუსიკას აინანი თავად წერს.

მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან ბიჭს ქიმიაც არ დავიწყებია - ამ მიმართულებით განვითარებას აგრძელებს და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს სწავლობს.

ფილმების გადაღებისა და მუსიკის წერის პარალელურად, აინანი სკოლაში ქიმიას ასწავლის. ახალგაზრდა მასწავლებელს რთული საგნების მარტივი ენით ახსნას შეუძლია. ბავშვები აღფრთოვანებულნი უყურებენ, როდესაც აინანი დაფაზე ერთდროულად ორივე ხელით ხატავს.

ასე რომ, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანმა ბიჭმა დანარჩენი გენიოსებისგან განსხვავებული განვითარების გზა აირჩია და შემოქმედებაში თავით გადაეშვა.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ აინან კოული უახლოეს მომავალში ორი წიგნის გამოცემას გეგმავს, თუმცა რა თემაზე, ეს ჯერჯერობით უცნობია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად