ურთიერთობა

როცა ჩურჩულით ნათქვამი არ ესმით (თანამედროვე იგავი)

fun time

16:53 ოთხ. 17 იანვარი

თანამედროვე იგავი

14
დაკოპირებულია

გაზაფხულის მზიან დღეს სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი  ახალთახალი „იაგუარის“ საჭესთან იჯდა და მშვენიერ განწყობაზე მყოფი რაღაც მელოდიას ღიღინებდა. სანამ სახლისკენ შეუხვევდა, მამაკაცმა გზის პირას მჯდომი ბავშვები შენიშნა და მოძრაობა შეანელა. 

ბავშვებს რომ გასცდა, ახალგაზრდამ სიჩქარის მომატება დააპირა, მაგრამ უცებ გაიგო, რომ მის მანქანას ქვა მოხვდა და მკვეთრად დაამუხრუჭა.

ახალგაზრდა მანქანიდან გადმოვიდა, ბავშვებთან მივიდა, ერთ-ერთს საყელოში ხელი ჩაავლო და ძლიერად შეაჯანჯღარა.

- რატომ ესროლე ჩემს მანქანას ქვა? იცი რა ღირს ეს მანქანა?! - ყვიროდა ახალგაზრდა.

- მაპატიეთ, ბატონო, მანქანის დაზიანება არ მსურდა, უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა. ჩემი ინვალიდი ძმა ეტლიდან გადმოვარდა. დახმარების გარეშე მისი ეტლში ჩასმა ვერ შევძელი, რადგან ჩემთვის ძალიან მძიმეა. რამდენიმე საათია დახმარებას ვითხოვთ, მაგრამ მანქანა არავინ გაგვიჩერა. ქვის სროლის გარდა, აღარაფერი დამრჩენოდა, რადგან თქვენც აუცილებლად გვერდით ჩაგვივლიდით, - თქვა ჩურჩულით ბიჭმა.

***

ახალგაზრდა მამაკაცმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი ეტლში ჩასვა. ის გრძნობდა, როგორ უჭირდა ყელში მოწოლილი ცრემლების შეკავება. ამიტომ მანქანისკენ უხმოდ წავიდა და ახალთახალ კარზე ჩაღრმავება დაათვალიერა, რომელიც ნასროლმა ქვამ დატოვა.

ახალგაზრდა მამაკაცი ამ მანქანას კიდევ ბევრი წელი მართავდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ხელოსანი დაზიანებული კარის შეკეთებას სთავაზობდა, უარს ეუბნებოდა.

კარზე ჩაღრმავება მისთვის შეხსენებად იქცა, რომ როცა ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას არ უსმენ, შეიძლება ქვა მოგვხვდეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად