საკნატუნო ამბები

ორსული დედოფლისა და მისი შვილის დახრჩობას ტაილანდელები მშვიდად უყურებდნენ!

fun time

18:00 სამ. 28 სექტემბერი, 2021 წელი

ტრადიციას შეწირული
დედოფალი

14
დაკოპირებულია

პლანეტის ამ ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანაში ტრადიციებისა და სამეფო ოჯახის პატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა. წარმოუდგენელია, მაგრამ სწორედ ასეთ პატივისცემას ემსხვერპლნენ ტაილანდის ახალგაზრდა, ორსული დედოფალი და მისი შვილი...

1880 წელს, როცა ტრაგედია მოხდა, ტაილანდის დედოფალი სუნანდა კუმარირატანა 20 წლის გახლდათ.

ორსული დედოფალი, პატარა შვილთან და მსახურებთან ერთად, ნავით საზაფხულო რეზიდენციისკენ მიცურავდა.
მოულოდნელად, ნავმა ჩაძირვა დაიწყო. დედოფალმა ცურვა არ იცოდა, ამიტომ საშველად მსახურებს უხმო.

მიუხედავად იმისა, რომ ნავის ჩაძირვას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, სასიკვდილოდ განწირული დედოფლის გადარჩენა ვერავინ გაბედა, რადგან სამეფო ოჯახის წევრ ქალბატონთან მიკარება სასიკვდილო ცოდვად მიიჩნეოდა და სიკვდილით ისჯებოდა.

ადამიანები შორიდან უყურებდნენ, როგორ იხრჩობოდა ორსული დედოფალი შვილთან ერთად და ბოლო წუთამდე დახმარებას ითხოვდა.

მწუხარებისგან განადგურებულმა მეფემ რამა V-მ ცოლ-შვილის სიკვდილის ყველა მოწმე დილეგში ჩაყარა და სასწრაფოდ შეცვალა კანონი, რომელიც სამეფო ოჯახის წევრების გადარჩენას კრძალავდა.

ბანგ პა-ინის საზაფხულო სასახლეში მეფემ, დაღუპული ცოლ-შვილის პატივსაცემად, ქანდაკება აღმართა.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით