ურთიერთობა

მსოფლიოში ერთადერთი ქალი, რომელსაც ორი პრეზიდენტი ქმარი ჰყავდა!

fun time

16:00 ხუთ. 13 მაისი, 2021 წელი

გრასა მაშელი

14
დაკოპირებულია

თითქოს არაფერია უჩვეულო იმაში, რომ ერთი და იგივე ქალბატონი ქვეყნის პირველი ლედის სტატუსით ორჯერ მოგვევლინოს, მაგრამ, როცა საუბარია ორი სხვადასხვა ქვეყნის ორ სხვადასხვა ლიდერზე, ფაქტი ნამდვილად აღნიშვნას იმსახურებს. აფრიკელი ქალბატონი გრასა მაშელი მსოფლიოში ერთადერთი ქალია, რომელიც ორი სხვადასხვა ქვეყნის პირველი ლედი იყო.

გრასას პირველი ქმარი 11 წლის განმავლობაში მოზამბიკის პირველი პრეზიდენტი სამორ მოიზეს მაშელი იყო. იგი 1986 წელს, გაურკვეველ ვითარებაში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა - მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავი ჩამოვარდა მოზამბიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვართან.

ნელსონ მანდელა მაშინ პატიმრობაში იმყოფებოდა და გრასას სამძიმრის და თანაგრძნობის წერილი ციხიდან გაუგზავნა. მაშინ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მანდელა მოზამბიკში ჩავიდა, სადაც ისე უკვე სახალხო გმირი იყო. და სწორედ მაშინ გაიცნეს „შეყვარებულებმა“ ერთმანეთი.

წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობდა.

მხოლოდ პირველი ქმრის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, 52 წლის გრასა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის ნელსონ მანდელას მეუღლე გახდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც პირველ, ისე მეორე მეუღლესთან გრასა მაშელი საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდა.


გრასამ ლისაბონის უნივერსიტეტი დაამთავრა; სტუდენტობის შემდეგ მოზამბიკის განმათავისუფლებელი ფრონტის წევრი იყო და კულტურისა და განათლების მინისტრის პოსტები ეკავა (ვიდრე პრეზიდენტის ცოლი გახდებოდა).
უცხოური ენების ცოდნამ მისი საერთაშორისო კავშირები უფრო გააღრმავა და გააფართოვა. იგი. პორტუგალიურის გარდა, კარგად საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ ენებზე.
გრასა თანამშრომლობდა სხვადასხვა ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ქალთა და ბავშვთა უფლებების აქტიური დამცველი იყო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად