საკნატუნო ამბები

5 ძმის ერთი ცოლი

fun time

14:00 პარ. 22 ოქტომბერი, 2021 წელი

მრავალქმრიანობის
თანამედროვე მაგალითი

14
დაკოპირებულია

თქვენ წინაშეა რაჯო ვარმა - ქალბატონი ინდოეთიდან, რომელიც, ძველი ინდური ტრადიციის დაცვით, 5 ძმის ცოლი გახდა და თითოეულთან რიგრიგობით იყოფს სარეცელს...

„თავიდან ეს ყველაფერი საშინლად მეჩვენებოდა, - ჰყვება 21 წლის რაჯო ინტერვიუში. - მაგრამ მე არ მყავს რჩეული, ისინი ჩემთვის თანასწორები არიან“. თავის პირველ ქმართან, გუდუსთან, ინდური ტრადიციების დაცვით, ქორწილი 4 წლის წინათ გადაიხადა, შემდეგ კი მათ ბაიჯუ, ცანტ რამი, გოპალი და დინეში შეუერთდნენ. ქმართაგან ყველაზე უფროსი 32 წლისაა, ყველაზე პატარა - 19-ის.

რაჯო ძველ ინდურ სწავლებას მისდევს მრავალქმრიანობის, იგივე პოლიანდრიის შესახებ, რომელიც ძველად ინდოეთში იშვიათობა არ ყოფილა, განსაკუთრებით ვედურ პერიოდში.

არსებობს ორი სახის პოლიანდრია: ერთი ნათესაური პოლიანდრიაა (ქმრად ძმები) და მეორე, როცა მამაკაცები სრულიად უცხონი არიან. ქალს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, ვის აირჩევს ქმრად და რამდენს.

ახლა ინდუიზმის სკოლების უმეტესობა ქორწინების ასეთ ფორმას ეწინააღმდეგება.

რაჯო ვარმა ამბობს, რომ მაგალითი დედისგან აიღო, რომელიც, ასევე, 3 ძმაზე იყო გათხოვილი. რაჯო მიიჩნევს, რომ ასე ის მეტ სიყვარულს იღებს, ვიდრე ნებისმიერი ქალი. უბრალოდ, მის ქორწინებას ერთი უხერხულობა ახლავს - ბავშვის მამის ვინაობის დადგენას ვერ ახერხებს...


წყარო: stories.coverasiapress.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები