საკნატუნო ამბები

უცნაური ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურად არსებობენ

fun time

14:36 ხუთ. 24 სექტემბერი

ლეოპონი

14
დაკოპირებულია

ჰიბრიდიზაციის პროცესი გენეტიკისა და ბიოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა. ჰიბრიდული ცხოველები ორი განსხვავებული, მაგრამ მონათესავე სახეობის ცხოველის შეჯვარების შედეგად იბადებიან, თუმცა ეს უბრალო „შერევა“ კი არა, უჯრედულ და ქრომოსომულ დონეზე მიმდინარე რთული პროცესია.

რა გველოდება მომავალში გენური ინჟინერიისა და კლონირების განვითარებასთან ერთად, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი გთავაზობთ ეს საოცარი არსებები გაიცნოთ.

ლიგრი (მამალი ლომი + დედალი ვეფხვი)

ის კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ველური ლიგრების არსებობის შესახებ მოარული ჭორების მიუხედავად, ყველამ იცის, რომ ისინი ხელოვნურად გამოიყვანეს და ტყვეობაში ცხოვრობენ. ლიგრები ძალიან სწრაფად იზრდებიან და უზარმაზარ ზომებს აღწევენ. ფოტოზე ჰერკულესია, ყველაზე დიდი ლიგრი დღეს არსებულთა შორის. ის სიმსუქნით არ იტანჯება, უბრალოდ ასეთი დიდი გაიზარდა და მისი წონა 410 კილოგრამს შეადგენს! ჰერკულესი, ისევე როგორც ყველა ჰიბრიდი-ლიგრი, აბსოლუტური იმპოტენტია.

ტიგონი (მამალი ვეფხვი + დედალი ლომი)

თუ ლიგრი ლომის და ძუ ვეფხვის ჰიბრიდია, ტიგონი პირიქით, ვეფხვის და ძუ ლომის შთამომავალ გახლავთ. ლომები აფრიკის სავანაში ბინადრიბენ, ვეფხვები - ინდურ ჯუნგლებში, ამიტომ ბუნებაში ერთმანეთს იშვიათად ხვდებიან, მაგრამ ზოოპარკში ან ცირკში ადგილის სიმცირის გამო, ზოგჯერ ერთ ვოლიერში ათავსებდნენ და აი, შედეგიც.. ტიგონს ლომის ფაფარი და ვეფხვის ზოლები ამშვენებს. მისი წონა დაახლოებით 180 კილოგრამია. მამრი ტიგონები უნაყოფოები არიან, ხოლო მდედრებს შთამომავლობის გაჩენა შეუძლიათ.

ზებროიდი (ზებრა + ვირი)

ზებროიდი არის ჰიბრიდული ცხოველი, რომელიც ზებრისა და ცხენისებრთა ოჯახის ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის (ცხენი, ვირი ან პონი) შეჯვარებით მიიღება. როგორც წესი, ასეთი ნაჯვარის მამა მამალი ზებრაა, ხოლო დედა — სხვა ცხენისებრი. ზებროიდები სხეულის ფორმით უფრო მეტად დედას გვანან, თუმცა მამისგან მემკვიდრეობით ზებრისთვის დამახასიათებელ ზოლებს იღებენ.

იაგლიონი (მამალი იაგუარი + დედალი ლომი)

იაგლიონი (ინგლ. Jaglion) არის უკიდურესად იშვიათი ჰიბრიდი, რომელიც მამალი იაგუარისა და დედალი ლომის (ძუ ლომის) შეჯვარების შედეგად იბადება.

ეს ცხოველები ბუნებაში არ გვხვდებიან, რადგან იაგუარები ამერიკის კონტინენტზე ბინადრობენ, ლომები კი ძირითადად აფრიკაში. იაგლიონის დაბადება მხოლოდ ტყვეობის პირობებშია შესაძლებელი.

იაგლიონს ლომის მძლავრი აღნაგობა და იაგუარისთვის დამახასიათებელი მოხატულობა აქვს. თუ მამა იაგუარი შავია, იაგლიონი შეიძლება სრულიად შავი დაიბადოს, რისი მაგალითიცაა მსოფლიოში ცნობილი მდედრი იაგლიონი ჟაზარა (Jahzara). იაგლიონებს უყვართ წყალი და შესანიშნავი მოცურავეები არიან (იაგუარის თვისება). სხვა მრავალი ჰიბრიდის მსგავსად, მამალი იაგლიონები უნაყოფოები არიან. ყველაზე ცნობილი იაგლიონები და-ძმა ჟაზარა და ცუნამი 2006 წელს, კანადაში, ბერ კრიკის ნაკრძალში (Bear Creek Wildlife Sanctuary), შემთხვევითი შეჯვარების შედეგად დაიბადნენ.

ცხვრისა და თხის ჰიბრიდი — გიპი (Geep: თხა + ცხვარი)

გიპი (Geep) — ასე უწოდებენ ცხვრისა და თხის იშვიათ ჰიბრიდს. მიუხედავად იმისა, რომ ცხვარი და თხა გარეგნულად ერთმანეთს გვანან, ისინი სხვადასხვა ბიოლოგიურ გვარს მიეკუთვნებიან, რის გამოც მათი ბუნებრივად შეჯვარება თითქმის შეუძლებელია. მთავარი ბარიერი გენეტიკაა: თხას აქვს 60 ქრომოსომა, ცხვარს — 54, მათ ჰიბრიდს კი — 57. ქრომოსომული სხვაობის გამო, ცხვრისა და თხის შეჯვარებისას ჩასახული ნაყოფი უმეტესად ორსულობის ადრეულ ეტაპზევე იღუპება ან მკვდარი იბადება. ცოცხალი და ჯანმრთელი გიპის დაბადება მსოფლიოში უიშვიათესი მოვლენაა. ცოცხლად დაბადებული გიპი ორივე მშობლის თვისებებს ითავსებს — მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს თხასავით გრძელი ფეხები და რქები, მაგრამ ცხვრის მსგავსი უხეში მატყლი. ხშირად ქცევით ცხვარს ჰგავს, ხოლო ხმით (კიკინით) — თხას. სხვა ჰიბრიდების მსგავსად, გიპების უმრავლესობა სტერილურია და შთამომავლობის მოცემა არ შეუძლია.

კოივოლკი — კოიოტი + მგელი

კოივოლკი (ინგლ. Coywolf) არის ძაღლისებრთა ოჯახის ჰიბრიდული ცხოველია, რომელიც კოიოტისა და მგლის შეჯვარების შედეგად გაჩნდა. კოივოლკის გენეტიკური კოდი დაახლოებით ასე გადანაწილდა: 60-64% კოიოტი, 26-30% მგელი და დაახლოებით 10% შინაური ძაღლი (მაგალითად, გერმანული ნაგაზი ან დობერმანი). გარეგნულად ის კოიოტზე დიდია, თუმცა მგელზე პატარა, აქვს გრძელი ფეხები, განიერი ყბა, დიდი თავის ქალა და ხშირი, მგლისებრი კუდი. მგლის გენების წყალობით, კოივოლკებს შეუძლიათ ჯგუფურად ნადირობა და ისეთი დიდი ცხოველების დამარცხება, როგორიც ირემია. კოიოტისგან მათ მემკვიდრეობით მახვილი გონება და ურბანულ გარემოში გადარჩენის უნარი მიიღეს. კოივოლკი ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში (კანადასა და აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებში) ბინადრობს, სადაც ტყეების გარდა, ხშირად ქალაქის გარეუბნებშიც გვხვდება.

ბიფალო (Beef — ძროხა და Buffalo — ბიზონი)

ეს ჰიბრიდი 1800-იანი წლებიდან არის ცნობილი. საძოვარზე ყოფნისას ის გარემოს ბევრად ნაკლებ ზიანს აყენებს. ითვლება, რომ სელექციის შედეგად ბუნებაში მხოლოდ 4 წმინდა სისხლის ბიფალო არსებობს.

კამა (ერთკუზიანი აქლემი + ლამა)

კამა ხელოვნურად შექმნილი ჰიბრიდული ცხოველი, რომელიც 1998 წელს, დუბაის Camel Reproduction Centre-ში მამალი ერთკუზიანი აქლემისა (Dromedary camel) და დედალი ლამას (Llama) შეჯვარების შედეგად გამოიყვანეს. ვინაიდან აქლემი ლამაზე ბევრად დიდია, მათი ბუნებრივი შეჯვარება შეუძლებელია, ამიტომ მეცნიერებმა ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართეს. მეცნიერებს სურდათ მიეღოთ ცხოველი, რომელიც ორივე სახეობის საუკეთესო თვისებებს გააერთიანებდა — აქლემისგან დიდი ზომა, ძალა, გამძლეობა და უდაბნოს მკაცრ პირობებთან ადაპტაციის უნარი, ლამასგან რბილი, მაღალი ხარისხის მატყლი და უფრო მშვიდი, დამყოლი ხასიათი. კამას კუზი არ აქვს — ამით ის ლამას ჰგავს, ყურები აქლემის მსგავსად, მოკლე აქვს, ხოლო კუდი გრძელი. აქლემის მსგავსად, მასაც შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში გაძლოს წყლის გარეშე. საინტერესოა, რომ ორივე ცხოველს ქრომოსომების ერთნაირი რაოდენობა (74) აქვს. სულ ასეთი 5 ინდივიდი შეიქმნა.

ძო / ხაინაკი — იაკისა და ძროხის ჰიბრიდი

ძო იაკისა და შინაური ძროხის ჰიბრიდია. ეს ცხოველი განსაკუთრებით გავრცელებულია ჰიმალაის რეგიონში (ტიბეტი, ნეპალი, მონღოლეთი), სადაც მას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ძო ბევრად უფრო ძლიერი და გამძლეა, ვიდრე ჩვეულებრივი ძროხა ან იაკი. მას თავისუფლად შეუძლია მაღალმთიან პირობებში მუშაობა და მძიმე ტვირთის გადაზიდვა. დედალი ძო იაკზე მეტი რაოდენობის და ცხიმიანობის რძეს იძლევა. ამ ჰიბრიდის მამრი წარმომადგენლები ყოველთვის უნაყოფოები არიან, ხოლო დედლებს (ძომოებს) შთამომავლობის მოცემა შეუძლიათ, თუ მათ იაკთან ან ხართან შეაჯვარებენ.

ლეოპონი (მამალი ლეოპარდი + დედალი ლომი)

ლეოპონი ჰიბრიდული ცხოველია, რომელიც მამალი ლეოპარდისა და დედალი ლომის შეჯვარების შედეგად იბადება. ლეოპონს ლომის მსგავსი სხეულის აღნაგობა და თავი აქვს, თუმცა მისი ტანი ლეოპარდისთვის დამახასიათებელი ყავისფერი ხალებით არის დაფარული. ისინი ზომით უფრო დიდები იზრდებიან, ვიდრე ლეოპარდები, მაგრამ ლომებზე ოდნავ პატარები არიან. ლეოპონს როგორც ლომის, ისე ლეოპარდის თვისებები აქვს. მაგალითად, ლეოპარდების მსგავსად, მასაც ძალიან უყვარს წყალი და ხეებზე ცოცვა, რაც ლომებისთვის უჩვეულოა. დღესდღეობით მსოფლიოში მათი გამრავლება ეთიკური მიზეზების გამო აკრძალულია ან მკაცრად იგმობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?