საკნატუნო ამბები

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელში მუშახელს ეძებენ

fun time

15:23 პარ. 18 სექტემბერი

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

14
დაკოპირებულია

გუმას პრეფექტურის დაბა ნანმოკუ (იაპონ. 南牧村) უნიკალური დემოგრაფიული მდგომარეობის გამო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. საქმე ის გახლავთ, რომ ნანმოკუ მწვავე დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის და უკანასკნელ წლებში იაპონიის მოსახლეობის დაბერებისა და შემცირების სიმბოლოდ იქცა.

როგორც ირკვევა, ადგილობრივი 1 337 მცხოვრებიდან ორი მესამედი 65 წელს გადაცილებულია, ამიტომ ქალაქში სამუშაო ხელის მწვავე დეფიციტია — სოციალური მუშაკები სანთლით საძებნელია, ავტობუსის მძღოლები კი 70 წელს გადაცილებული პენსიონერები არიან. ჩინოვნიკები ნანმოკუში მუშაობის მსურველ ახალგაზრდებს ეძებენ და მიტოვებული სახლების უფასოდ გადაცემას ჰპირდებიან, თუმცა ჩამოსულთა რაოდენობა არ იზრდება.

„თუ არაფერი შეიცვლება, ხუთ წელიწადში თემს დასაქმებული ადამიანი არ ეყოლება“ — აღიარებს ქალაქის მერი საიძო ჰასეგავა.

საბოლოოდ, ნანმოკუელებმა გამოსავალი სხვა კონტინენტზე იპოვეს. ამაში გადამწყვეტი როლი იაპონური წარმოშობის პერუელმა, 35 წლის ავტოდილერმა მასაო აიზავამ ითამაშა. მან ნანმოკუს გასაჭირის შესახებ შეიტყო და იაპონურ მხარესა და პერუს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბელენს შორის მოლაპარაკება დაგეგმა. ქალაქ ბელენში 80 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდაა. ამასთან, პერუს ხელისუფლება იაპონიასთან პარტნიორობაზე დიდი ხანია, ოცნებობდა.

უკვე ამ შემოდგომაზე ახალგაზრდა პერუელების ჯგუფი ნანმოკუში 10-დღიან სტაჟირებაზე ჩავა, რათა იაპონური პროვინციის ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას გაეცნოს.

იაპონურ მხარეს იმედი აქვს, რომ სტუმრებს დარჩენის სურვილი გაუჩნდებათ. მათ იაპონური ენის კურსებისა და მომვლელ-ექთნის სპეციალობის დაფინანსებას ჰპირდებიან.

„მცირე ჯგუფიც რომ დასახლდეს, ქალაქის შენარჩუნებას შევძლებთ“, — ამბობს ჰასეგავა. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი დეპუტატების ნაწილი უსაფრთხოებაზე ნერვიულობს, სავიზო კანონმდებლობა კი დამატებით სირთულეებს ქმნის, მერი ოპტიმიზმს არ კარგავს: „ათი ახალგაზრდა პერუელი ქალაქისთვის მომავლის შანსია“ — აღნიშნავს ჰასეგავა.

ცნობისათვის — ნანმოკუ მთიან რეგიონში მდებარეობს და პოპულარულია ბუნების მოყვარულებში. მის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა სემისა და სენგატაკის ჩანჩქერები, კუროტაკისან ფუდო-ჯის ტაძარი და ჰოშიოს თერმული წყაროები.

***

ნანმოკუს მსგავსი პრობლემები: მოსახლეობის დაბერება, შობადობის დაბალი დონე და სამუშაო ხელის დეფიციტი მსოფლიოს უამრავ ქვეყანას აწუხებს. ამ მოვლენას დემოგრაფიაშისუპერ-დაბერებულ საზოგადოებებსუწოდებენ (როდესაც მოსახლეობის 20%-ზე მეტი 65 წელს გადაცილებულია).

ამ მხრივ, იაპონია უდავო ლიდერია, თუმცა ეს პრობლემა ბევრ სხვა ქვეყანასაც უდგას:

იაპონია

ნანმოკუს გარდა, იაპონიაში ასობით ასეთიმკვდარი ქალაქია“. მაგალითად, იუბარიზე (ჰოკაიდოს კუნძულ) მცხოვრებთა ნახევარზე მეტი პენსიონერია. მსხვილ ქალაქებს შორის კი საპოროში, ნიიგატასა და კუმამოტოში 65 წელს გადაცილებულთა წილი 30-32%- აღწევს.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეას მსოფლიოში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ქალაქ უსანში პენსიონერთა წილი რეკორდულად იზრდება, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში მოსწავლეთა სიმცირის გამო სკოლები იხურება.

იტალია

იტალია ევროპაში ყველაზე დაბერებული ქვეყანაა. ლიგურიის რეგიონში მდებარე ქალაქი გენუა ევროპის ყველაზეხანდაზმულდიდ ქალაქად ითვლება (მოსახლეობის 28%-ზე მეტი პენსიონერია). იტალიის ბევრ რეგიონში (მაგ. სარდინიაში ან სიცილიაში) სახლებს 1 ევროდ ყიდიან, რომ ახალგაზრდები მიიზიდონ.

გერმანია

რურის რეგიონის და აღმოსავლეთ გერმანიის მცირე ქალაქებში ხანდაზმულთა წილი 22-25%- აჭარბებს.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით