საკნატუნო ამბები

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:49 შაბ. 25 ივლისი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სანამ საყვარელ ადამიანზე გაბრაზდებით, ეცადეთ, მისი საქციელისა თუ სიტყვების ნამდვილი მიზეზი გაარკვიოთ. ამ დღის ასტროლოგიური პროგნოზი საპასუხისმგებლო წამოწყებებისთვის არახელსაყრელია. წინ საკმაოდ დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღე გელით, ასე რომ, მოთმინების გამოჩენა და თავშეკავება დაგჭირდებათ.

იურიდიული თუ საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება უმჯობესია, სხვა დროისთვის გადადოთ — მარსის გაზრდილმა აქტიურობამ შესაძლოა გარკვეული დაბრკოლებები შეგიქმნათ.

ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურობა შენარჩუნდება. ფულის გონივრულად ხარჯვა გეხერხებათ და პრაქტიკულობაც არ გაკლიათ, თუმცა ზოგჯერ თავს ფუფუნების უფლებასაც აძლევთ. შეგიძლიათ, ეს დღე სულიერ გაწმენდას და დაფარული ცოდნის შეძენას დაუთმოთ.

კურო

შესანიშნავი გემოვნება გაქვთ, ზუსტად იცით, როგორ აუმაღლოთ განწყობა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საყვარელ ადამიანსაც. მეორე ნახევართან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა გელით. განსაკუთრებული სიფრთხილე საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან უნდა გამოიჩინოთ — უსიამოვნებები სწორედ მათგან არის მოსალოდნელი.

ვარსკვლავები მიგვითითებენ, რომ ბოლო დროს სირთულეებისთვის თვალის არიდება ჩვევად გექცათ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი მიდგომა პრობლემებს ვერ მოგიგვარებთ. თუ აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება გაქვთ, ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ — დღეს იღბალი ზურგს გაქცევთ.

ახლა უმჯობესია, ყურადღება მიმდინარე, გადაუდებელ საქმეებზე გადაიტანოთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ დღეს ნებისმიერი კულინარიული ცდუნება თქვენს აღნაგობაზე უარყოფითად აისახება.

ტყუპები

დროა, საკუთარ გარეგნობას ყურადღება მიაქციოთ და მოჭარბებულ ენერგიას სწორი მიმართულება მისცეთ — იზრუნეთ ოჯახურ ურთიერთობებზე, ფიზიკურ დატვირთვას მოუმატეთ ან მივიწყებულ ჰობის დაუბრუნდით.

სამსახურში დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება აღიარებას მოგიტანთ. საკუთარი გამოცდილების შედარებით გამოუცდელი კოლეგებისთვის გაზიარებას ნუ მოერიდებით. დღეს გუნდთან აქტიური ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — ისინი შესაძლოა, წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს. ერიდეთ ალკოჰოლს და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას ნუ გადაამეტებთ, რადგან შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

კირჩხიბი

კოლეგასთან ურთიერთობებში შექმნილ პრობლემებს მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. ეცადეთ, უთანხმოება დროულად მოაგვაროთ, სანამ „ცივ ომში“ გადაზრდილა. დაოჯახებული კირჩხიბების ნაწილს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საზრუნავი გაუჩნდება, ნაწილი კი უეცრად, გარშემო მყოფებისთვის საკუთარი სიმართლის მტკიცებას დაიწყებს.

მნიშვნელოვანი დაბრკოლებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სამუშაო პროცესში ზოგი საკითხის მოგვარება დამატებით დროს მოითხოვს. ბიზნესის წარმომადგენლებისთვის იურიდიული შეცდომებისა და გაუგებრობების ალბათობა იმატებს — ფრთხილად იყავით, რომ ფინანსურ მახეში არ გაებათ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რომ ვირუსული ინფექციები არ შეგეყაროთ.

ლომი

კარგი იქნება, რომ საყვარელ ადამიანთან საერთო ხარჯებსა და შემოსავლებსა დაილაპარაკოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უახლოეს მომავალში უსიამოვნო ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ.

თუ ახლობლებთან კამათს მოერიდებით, დღე მშვიდად და წარმატებულად ჩაივლის. დაუთმეთ დრო საოჯახო საქმეებს ან იმის კეთებაც, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე დარეგისტრირდეთ — ეს კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

მალე თქვენი ფინანსური მდგომარეობა მოწესრიგდება, თუმცა ჯერჯერობით გონივრული ეკონომია მაინც საჭიროა. ჯანმრთელობის თვალსაზრისით შესანიშნავი დღეა — თავს მხნედ გრძნობთ და შეუძლოდ ყოფნა არ გემუქრებათ.

ქალწული

ძველი წყენისა და უსიამოვნო მოგონებების მიუხედავად, ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი თავს მაინც შესანიშნავად იგრძნობს. იზრდება თავდაჯერება, მომხიბვლელობა და მიზიდულობა.

პროფესიულ საქმიანობაში უფრო მეტად საკუთარ ინტუიციას ენდეთ და ნაკლებად — კოლეგების რჩევებს. სრულიად შესაძლებელია, ვინმე თქვენთვის ხაფანგის დაგებას და ხელმძღვანელობის თვალში თქვენი ავტორიტეტის შელახვას ცდილობს.

სატურნი მერკურის ენერგეტიკას ბლოკავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას უნდა მოერიდოთ! საღამოს საათები საოჯახო საქმეებს დაუთმეთ — ყოველდღიური საზრუნავი ხომ ფულისგან განსხვავებით, არასდროს ილევა.

მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად გამოიყურებით, სეზონური დაავადებების პროფილაქტიკა მაინც არ გაწყენდათ.

სასწორი

ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის გაღებული ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის. პარტნიორი თქვენს ამაგს აუცილებლად დააფასებს და იმავეთი გიპასუხებთ. შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და დაწყებული პროექტების დასასრულებლად.

დღევანდელი დღე შეგიძლიათ გუნდურ მუშაობასა და ინფორმაციის მოძიებას დაუთმოთ. იდეალური დროა ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად — სწავლა ადვილი არ არის, თუმცა შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ.

თუ ბოლო დროს ფული თქვენთვის პრობლემების წყაროდ იქცა, უახლოეს მომავალში ვარსკვლავები გაგახარებენ — ფინანსურ მოგებას უნდა ელოდოთ!

ზოგი სასწორი თავს შეუძლოდ იგრძნობს, ამიტომ მძიმე ფიზიკურ შრომას უნდა მოერიდოთ. საღამოს თავდაჯერებულად და კომფორტულად თავს მხოლოდ თანამოაზრეებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში იგრძნობთ.

მორიელი

ადამიანს, რომლის მიმართ გულგრილი არ ხართ, ფაქტობრივად, ყოველ ნაბიჯზე ხვდებით, თუმცა თქვენი გაუბედაობის გამო საქმე პაემნამდე მაინც ვერ მივა.

საქმიანი მივლინებები ღირებულ გამოცდილებას მოგიტანთ და თანამოაზრეების პოვნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენი ემოციები არავის აჩვენოთ — ეს გარშემომყოფთა ნამდვილი მოტივებისა და მიზნების დანახვაში დაგეხმარებათ.

იზრდება თქვენი ინტუიცია და სამეწარმეო ალღო. გახსოვდეთ, რომ პრობლემები თავისით არ მოგვარდება, საოჯახო საქმეები კი თქვენს ჩართულობას მოითხოვს.

დღეს შესაძლოა ძველმა დაავადებებმა თავი იჩინონ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით და ყავისა და ალკოჰოლის მოხმარება შეამცირეთ.

მშვილდოსანი

ახლახან დაწყებული რომანი მალე დასრულდება — ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრა ჯერ კიდევ წინ გელით. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, მოთმინება და გონიერება გამოიჩინოთ. გარშემომყოფთა რჩევების უარყოფას ნუ იჩქარებთ.

დადგა დრო, გამოცდილება ახალგაზრდა კოლეგებს გაუზიაროთ. ისინი მადლიერნი დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში მხარში დაგიდგებიან.

შესაძლოა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულმა მცირე პრობლემებმა შეგაწუხოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას - ხილი და ბოსტნეული ენერგიით აგავსებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა

ასტროლოგიური პროგნოზი მიუთითებს, რომ შესაძლოა, თქვენს ურთიერთობებში ბზარი გაჩნდეს. ახლა საუკეთესო გამოსავალი დასვენებაა. კამათში ნუ ჩაებმებით — მშვიდად აკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ.

ხელსაყრელი დღეა ოდესღაც გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. დაივიწყეთ რუტინა და ყოველდღიური საზრუნავი, მოუწყვეთ საკუთარ თავს პატარა დღესასწაული და მყუდრო გარემოში დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

დიახ, დაკისრებულ მოვალეობებს თავს შესანიშნავად ართმევთ, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის და პროფესიული უნარების დახვეწა უნდა განაგრძოთ!

ენერგიის ნაკლებობაზე წუწუნის სანაცვლოდ, ეცადეთ რაღაც შეცვალოთ — კვების მენიუ ვიტამინებით გაამდიდრეთ, სირბილი დაიწყეთ ან ფიტნესზე ჩაეწერეთ.

მერწყული

დღეს შეძლებთ მეორე ნახევარს თქვენი საუკეთესო თვისებები: სიკეთე, დიდსულოვნება და გულღიაობა დაანახვოთ. ამისთვის რომანტიკულ გარემოში ჯილდო გელით! ასტროლოგები გირჩევენ, ახლობლებთან მეტი დრო გაატაროთ, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად სამსახურში ან მეგობრებთან ერთად იყოთ.

თუ წინ გავლენიან პირებთან კამათი გელით, ძლიერი მოკავშირეების მხარდაჭერა უნდა მოიპოვოთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე და თვითგანვითარებით დაკავდით. მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერას და დიდი პროექტების დაწყებას მოერიდეთ — დღეს იღბალი თქვენს მხარეს არ არის.

ქრონიკულ დაღლილობასა და უძილობას ენერგეტიკული სასმელებით ნუ ებრძვით. უმჯობესია, სამსახურიდან ადრე გამოხვიდეთ და დროულად დაიძინოთ.

თევზები

სასიყვარულო ურთიერთობა ნელა, თუმცა სტაბილურად განვითარდება. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და საკუთარ თავზე გაზრდილ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ.

მიზანდასახულ და ენერგიულ ადამიანებს შეუძლიათ ახალი საქმის დაწყებაზე იფიქრონ. თუ საქმიან ალღოსა და ნიჭს გამოავლენთ, ყურადღებას არა მხოლოდ კოლეგები, არამედ ხელმძღვანელობაც მიაქცევს.

მერკურისა და იუპიტერის განლაგების გამო, ეს დღე გარიგებების დასადებად არ გამოდგება — ფინანსური წარმატება მოსალოდნელი არ არის. დღეს ჯანმრთელობაზე დარდი არ მოგიწევთ, გარშემომყოფები კი განწყობასა და საბრძოლო სულისკვეთებას აგიმაღლებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი