საკნატუნო ამბები

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უახლოეს მომავალში შეეცდებით ისეთი რამ გააკეთოთ, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ. ნუ დაიბნევით, თამამად იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ. მომდევნო რამდენიმე დღე ხელსაყრელია რთულ პროექტებზე სამუშაოდ. იუპიტერის სასიკეთო გავლენა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. დროა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ან ავტომობილის შეცვლაზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ მალე საკრედიტო შეთავაზებას მიიღებთ, რომელზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმიდან მომავალ სიგნალებს. მოერიდეთ შემწვარ საკვებსა და სპირტიან სასმელებს და ჩივილის მიზეზიც არ გექნებათ.

კურო

თუ ეჭვები გტანჯავთ, პარტნიორთან ღიად და გულწრფელად ისაუბრეთ. გაურკვევლობა ურთიერთობას საფუძველს ურყევს და კავშირის შემდგომ განვითარებას შეუძლებელს ხდის. დღევანდელი დღე თქვენი მომავალი წარმატების საწინდარია, თუმცა ბევრ აღმავლობასა და დაცემას გპირდებათ. წარუმატებლობის გამო ნუ დაღონდებით — არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. არჩეული მიმართულებით სვლა განაგრძეთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ არაფერი გამოგდით. დასახულ მიზნამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი გრჩებათ! დასვენებას ნუ დაივიწყებთ — გადაღლილობამ შეიძლება ემოციურ გადაწვამდე მიგიყვანოთ.

ტყუპები

ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი გარშემომყოფების მიმართ. ისინი კრიტიკულ დამოკიდებულებას პროტესტით შეხვდებიან, რაც თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. „ზედმეტი ფული“ გამოგიჩნდათ? გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც უანგაროდ გეხმარებოდათ — ვალების დაბრუნების დროა. ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ — ვიღაც ეცდება, თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გადამეტებულად ნუ შეაფასებთ. ამ დღეს ხალხური საშუალებებით მკურნალობა არ ღირს. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

კირჩხიბი

ინიციატივის გამოჩენა ნუ მოგერიდებათ! შესაძლოა, თქვენმა წინადადებებმა საყვარელი ადამიანთან ურთიერთობას კაშკაშა ფერები შემატოს. თუ პარტნიორი თქვენი ინტერესების შეზღუდვას იწყებს, ღია კონფლიქტში ნუ შეხვალთ — უბრალოდ სთხოვეთ, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა შემოგთავაზოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე შეფერხებები — მსუბუქი დაღლილობა და შეუძლოდ ყოფნა. ამ დღეს ფულის ფანტვისკენ ხართ მიდრეკილი და თუ დროულად არ შეჩერდით, შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. საღამოს იპოვეთ ვინმე, ვისაც გულს გადაუხსნით და ემოციურ დაძაბულობას მოიხსნით — საუკეთესო ვარიანტი ახლო მეგობარი ან ნათესავი იქნება.

ლომი

რა არის ის, რისი სწავლაც პარტნიორისგან გსურთ? იქნებ ეს ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება ან ადამიანებთან დაახლოების უნარია? ოჯახურ ცხოვრებას მრავალფეროვნება სჭირდება, თორემ ყოველდღიური ყოფა გრძნობებზე დამღუპველად იმოქმედებს. მშვენიერი დღეა ხელშეკრულების დადებისა და საქმიანობის სფეროს შესაცვლელად. მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისას დიპლომატიის ხელოვნებას ნუ დაივიწყებთ. არახელსაყრელი პერიოდია გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის — ახლა ჯობს, არსებული სახსრები შეინარჩუნოთ. მალე ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესანიშნავი შესაძლებლობები მოგეცემათ, მანამდე კი გადამეტებულ დატვირთვას მოერიდეთ.

ქალწული

პერსპექტიული დღეა პირადი ურთიერთობების დასაწყებად — პლანეტების განლაგება სიყვარულის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. შესაძლებელია, ნათესავს, მეგობარს ან ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. დისციპლინა და ორგანიზებულობა დღეს სამსახურებრივ საქმეებში წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც მცირე შეფერხებებია გამორიცხული. ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ დროებით სირთულეებს შეეგუეთ და მოვლენების დაჩქარებას ნუ შეეცდებით — მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გადაღლილობა იგრძნოთ. ნუ იტანჯებით — სჯობს პატარა შესვენება მოაწყოთ.

სასწორი

თუ თქვენი მიზანი სუფთა და უანგაროა, ის აუცილებლად ნახავს გამოძახილს ადამიანის გულში, რომელიც მოგწონთ! დღეს სახლში ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ — ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ მოსალოდნელია კომუნალური გაუმართაობა. ხელმძღვანელი საპასუხისმგებლო დავალებას დაგაკისრებთ, რომლის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან პრემიას მოგიტანთ! თქვენი მთავარი თვისება დღეს ყაირათიანობა და მომჭირნეობა უნდა გახდეს. ამ დღეს შეგიძლიათ თავი საყვარელი კერძებით გაინებივროთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ ზომიერება ყველაფერში საჭიროა — პირველ რიგში ეს ალკოჰოლსა და ცომეულს ეხება.

მორიელი

ურთიერთობაში გაჩენილი სიცივე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შორის ყველაფერი დასრულდა. უბრალოდ საჭიროა ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ, რათა მონატრება იგრძნოთ. ხელსაყრელი დროა საქმიანი კავშირების გასაფართოებლად. ურთიერთობებში ემოციებს ნუ აჰყვებით. საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი დღის უარყოფით შთაბეჭდილებებს გაანელებს. დროსა და ფულს უსარგებლო წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ. არსებობს ფიზიკური ტრავმების რისკიც — ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, რომ ხალხმრავალ შეკრებებსა და დიდ ნადიმებს მოერიდოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო საქმეებისა და ურთიერთობებისთვის. გირჩევთ, გულწრფელობა გამოიჩინოთ, თუმცა დაპირისპირებას მოერიდოთ. ნუ გაბრაზდებით ახლობლებზე იმის გამო, რომ თქვენი მოლოდინის შესაბამისად არ იქცევიან. სიფრთხილე გამოიჩინეთ, არსებობს ალბათობა, რომ ვიღაც თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს! კოლეგებზე დაკვირვება არაკეთილმოსურნეს გამოვლენაში დაგეხმარებათ. გეჩვენებათ, რომ ახლა ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეგიძლიათ, თუმცა არსებობენ გარემოებები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი იცით. თუ შესაძლებელია, ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა

ამ დღეს შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, გარშემომყოფებთან ურთიერთობა კი უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ვენერასა და მარსის სექსტილი რომანტიკული პაემნებისთვის მშვენიერ დღეს გპირდებათ. საკუთარ გეგმებზე არავითარ შემთხვევაში უარი არ თქვათ. თუ ტემპს დააგდებთ, უბრალოდ მასის ნაწილი გახდებით, ხოლო თუ გეგმას მიჰყვებით, ბრწყინვალე პერსპექტივები გაგეხსნებათ. ფინანსების მიზეზით მოსალოდნელია უთანხმოება პარტნიორებთან რის გამოც შესაძლოა, ზარალიც განიცადოთ.

მერწყული

იწყება საინტერესო ადამიანთან რომანტიკული შეხვედრებით სავსე ჯადოსნური პერიოდი. მარტოხელებო, ეს თქვენი შანსია! სასურველი შედეგის მისაღწევად გარშემომყოფების კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ეს დღე წარმატებას მოუტანს მას, ვინც მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს. არჩევანის გაკეთების ნუ შეგეშინდებათ. შემოსავალი სტაბილური იქნება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საყიდლები საკუთარი ბიუჯეტის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოთ. დროა ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იფიქროთ: სუნთქვითი ვარჯიშებითა და მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდით.

თევზები

საყვარელ ადამიანს ნუ შეზღუდავთ — ეჭვიანობა და კონტროლი თქვენს ურთიერთობას მხოლოდ ავნებს. ახლობლებთან ურთიერთობა დაიძაბა? ეს იმას ნიშნავს, რომ წვრილმანების გამო არ უნდა გაღიზიანდეთ და საერთო ენა გამონახოთ. ხელსაყრელი დღეა სამსახურებრივი საკითხების მოსაგვარებლად. არსებობს მატერიალური მდგომარეობის მცირედით გაუმჯობესების შანსიც. თქვენი წარმატების საწინდარი გუნდური მუშაობაა. სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა, თუმცა გადამეტებულ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. მოიშორეთ ბნელი ფიქრები და იმ სასიამოვნო მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული