იცით თუ არა

შვედური ღუმელი - ევროპა ტრადიციებს უბრუნდება

fun time

20:19 პარ. 13 იანვარი, 2023 წელი

შვედური ღუმელი

14
დაკოპირებულია

კაფელით ან კერამიკით მოპირკეთებული შვედური ღუმელი უკვე ეგზოტიკად ითვლება. მას, ბუხრისგან განსხვავებით, სითბოს დაგროვება და რამდენიმე ოთახის ერთდროულად გათბობა შეუძლია. 

შვედეთში შუა საუყკუნეებში, კერძოდ მე-13 საუკუნის ბოლოდან პოპულარული გახდა გერმანული ბუხარი - Kachelofen. მათ შვედეთის ბევრ ქალაქში ნახავდით, რომელსაც გერმანიის ქალაქებთან სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც წესი, ასეთი ბუხრები ყავისფერი, მწვანე ან შავი ფერის იყო.

თუმცა მე-18 საუკუნეში შვედეთში შეშის დეფიციტი შეიქმნა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ლითონის წარმოებაში ხის საწვავის გამოყენება გახდა. გარდა ამისა, სახლების გასათბობად დიდი რაოდენობით შეშა იყო საჭირო - მოგეხსენებათ, შჭვედეთში ცივი და ნესტიანი კლიმატია. ბუხარი ძალიან დიდი რაოდენობის შეშას მოიხმარდა, თუმცა სითბოს 90% მილიდან გადიოდა და იკარგებოდა. ამგვარად, სახლის გასათბობად ბუხარი ძალიან არაეფექტური საშუალება გხდა.

შვედეთის პარლამენტის (რიგსტაგი), 1767 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, არქიტექტორ კარლ იოჰან კრონშტედტს ენერგოეფექტური გათბობის მოწყობილობების დაპროექტება დაევალა.

საბოლოოდ, XVIII-XIX საუკუნის შვედეთში გათბობის მთავარი წყარო კაფელით მოპირკეთებული, ახალი ტიპის ბუხარი გახდა.

XIX საუკუნეში შვედეთში კერამიკის ბევრი ქარხანა აშენდა. ამ სფეროს პიონერი 1726 წელს როსტრანდაში აგებული ფაიფურის ქარხანა იყო.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალური გათბობის სისტემის შექმნამ ბუხრების წარმოება საგრძნობლად შეამცირა, თუმცა დღეს შვედეთი და ევროპის სხვა ქვეყნები კერამიკის ბუხრებს უბრუნდებიან. ეს ნაწილობრივ ბუნებრივ აირზე ფასის ზრდითაა გამოწვეული. ასევე, ადამიანებს კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების სურვილი გაუჩნდთ.

ბოლო დროს შვედეთში კერამიკული ბუხრების ბევრი მწარმოებელი გამოჩნდა. მათ შორის ძველი მწარმოებლებიც არიან (Röstrand, Norrköping) და მე-20 საუკუნეში შექმნილი კომპანიებიც (Lindholm, Kakelugnmakeri, Kronspisen და სხვა). აქტიურად მიმდინარეობს ძველი ბუხრების აღდგენა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?