იცით თუ არა

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

fun time

17:56

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

14
დაკოპირებულია

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და ძირითადად კლიმატს, ტრადიციებსა და საგანმანათლებლო სისტემას ეფუძნება.

მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სწავლა სექტემბერში იწყება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი გაზაფხულზე (თებერვალ-მარტი), რადგან იქ ზაფხული დეკემბერ-თებერვალშია.

ცხელ ქვეყნებში სასწავლო წელს ისე გეგმავენ, რომ ბავშვები ყველაზე ცხელ თვეებში მერხებთან ჯდომას აარიდონ. მაგალითად, ინდოეთში სწავლა ხშირად ივნისში, მუსონების დაწყებამდე იწყება.

ბევრ ქვეყანაში საზაფხულო არდადეგები მოსავლის აღების პერიოდს ემთხვეოდა. ბავშვები მშობლებს ყანებში ეხმარებოდნენ, რამაც შემოდგომაზე სწავლის დაწყების ტრადიცია დაამკვიდრა.

ვნახოთ, როდის ამჯობინებს სწავლის დაწყებას მსოფლიოს ესა თუ ის ქვეყანა.

იაპონია

იაპონიაში სასწავლო წელი 1 აპრილს იწყება. ამასთან, სასწავლო წლის წინ არსებული არდადეგები ძალიან ხანმოკლეა — სულ რაღაც 2 კვირა, ხოლო ყველაზე ხანგრძლივი ზაფხულის არდადეგებია — 6 კვირა. იაპონიაში სწავლის დაწყება ულამაზეს ბუნებრივ მოვლენას — საკურას ყვავილობას ემთხვევა.

ჩინეთი

ჩინეთში, ისევე როგორც აზიის ბევრ სხვა ქვეყანაში, სწავლა 1 სექტემბერს იწყება და ივლისის დასაწყისში მთავრდება. ზამთრის არდადეგები გაცილებით ხანგრძლივია, რაც დიდ დღესასწაულს — ჩინურ ახალ წელს უკავშირდება. მას ხშირად „გაზაფხულის დღესასწაულსაც“ უწოდებენ. ჩინეთში ზამთრის არდადეგები დეკემბრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე გრძელდება.

აშშ და კანადა

როგორც წესი, აშშ-ში სასწავლო წელი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ სამშაბათს იწყება. სწავლის დაწყების თარიღს თითოეული შტატის ხელისუფლება თავად ადგენს. ყველაზე ხშირად ეს შრომის დღის მომდევნო დღეა, რომელსაც სექტემბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ. სექტემბრის პირველ სამშაბათს მიდიან სკოლაში კანადელი მოსწავლეებიც. ესეც იმავე დღესასწაულს — შრომის დღეს უკავშირდება, რომელიც აშშ-ის პარალელურად აღინიშნება.

საფრანგეთი

საფრანგეთში სწავლა შემოდგომით, კერძოდ 4 სექტემბერს იწყება. ამასთან, 4 სექტემბერი არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ პოლიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვისა და სტუდენტებისთვისაც „წლის დასაწყისია“. ფრანგებს „სამუშაო რიტმში დაბრუნების“ აღსანიშნავად სპეციალური ტერმინიც კი აქვთ — „la rentrée“.

ბრაზილია

ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე სასწავლო წელი სექტემბერში იწყება, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთით, რომელიც ტროპიკულ ზონაში მდებარეობს, სწავლა თებერვლის დასაწყისში იწყება.

ახალი ზელანდია და ავსტრალია

ეს ქვეყნები დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, სწორედ ამიტომ სწავლა იანვარ-თებერვალში იწყება. ახალ ზელანდიაში ბავშვები სკოლაში თებერვლის პირველ სამშაბათს მიდიან, ხოლო ავსტრალიაში — იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში.

აფრიკის ქვეყნები

აფრიკის ქვეყნების უმეტესობაში, მაგალითად, სომალიში, ეთიოპიასა და ნიგერიაში ბავშვები სკოლაში 1 სექტემბერს მიდიან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი სასწავლო წელი იანვრის შუა რიცხვებში იწყება.

ახლო აღმოსავლეთი

ისრაელში სწავლა ტრადიციულად 1 სექტემბერს იწყება. ირანში ბავშვები სკოლაში სპარსული კალენდრით შემოდგომის დადგომისას — 22 ან 23 სექტემბერს მიდიან, ეგვიპტეში კი სექტემბრის შუა ან ბოლო რიცხვებში.

გერმანია

გერმანიაში სწავლის დაწყების თარიღი დამოკიდებულია სასწავლო დაწესებულების ტიპზე: უნივერსიტეტებში სასწავლო წელი ორ სემესტრად იყოფა და სწავლა ოქტომბერში (ზამთრის სემესტრი) ან აპრილში (ზაფხულის სემესტრი) იწყება, ხოლო სკოლებში სწავლის დაწყების თარიღი განსხვავებულია ფედერალური მიწების მიხედვით და აგვისტოს დასაწყისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე მერყეობს. გერმანიაში პირველკლასელებისთვის სკოლის პირველი დღე ნამდვილი დღესასწაულია. ბავშვებს სკოლაში დიდი, ფერადი კონუსის ფორმის ქაღალდის ძაბრი მიაქვთ, რომელსაც მშობლები ტკბილეულით, საკანცელარიო ნივთებითა და პატარა საჩუქრებით ავსებენ. ძაბრის გახსნა მხოლოდ გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეიძლება.

ინდოეთი

ინდოეთის შტატების უმეტესობაში სასწავლო წელი ივნისში იწყება, რაც მუსონების (ძლიერი წვიმების სეზონის) დასაწყისს ემთხვევა. მოსწავლეებისთვის სკოლის პირველი დღის უცვლელი ატრიბუტი ახალ ფორმასთან ერთად ახალი ქოლგა ან საწვიმარია.

იტალია

იტალიაში სწავლის დაწყების კონკრეტული თარიღი არ არსებობს. რეგიონები თავად წყვეტენ, როდის დაიწყონ გაკვეთილები და ჩვეულებრივ, ეს სექტემბრის შუა რიცხვებია. გადაწყვეტილება ხშირად ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული — თუ ზაფხულის სიცხეები გრძელდება, სწავლის დაწყებამ შესაძლოა რამდენიმე დღით გადაიწიოს.

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში სასწავლო წელი მარტის დასაწყისში იწყება. მოსწავლეები ახალ კლასსა და მასწავლებლებს გაზაფხულის დადგომასთან ერთად ეცნობიან. სასწავლო წელი ორ სემესტრად იყოფა და მომდევნო წლის თებერვალში სრულდება.

ჰოლანდიური სისტემა

ნიდერლანდებში ბავშვები სკოლაში მიდიან არა კონკრეტულ დღეს (მაგალითად, 1 სექტემბერს), არამედ იმ დღეს, როდესაც 4 წელი უსრულდებათ. შესაბამისად, პირველკლასელები ჯგუფს მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ემატებიან.

საქართველო

საქართველოში განათლების სისტემასა და სასკოლო ცხოვრებას თავისი უნიკალური რიტმი და ტრადიციები აქვს. ჩვენთან სწავლა წლების განმავლობაში 1 სექტემბერს იწყებოდა, თუმცა დღესდღეობით ოფიციალურ თარიღად 15 სექტემბერია დადგენილი. თუ ეს დღე უქმეებს ემთხვევა, სწავლა მომდევნო ორშაბათს იწყება.

***

აბრაამ ლინკოლნი — წერილი შვილის მასწავლებელს

როგორ ვასწავლოთ ბავშვს გამრავლება თითების დახმარებით?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?