იცით თუ არა

როგორ ვასწავლოთ ბავშვს გამრავლება თითების დახმარებით?

fun time

12:30 ოთხ. 9 აგვისტო, 2023 წელი

თითებით გამრავლება

14
დაკოპირებულია

გონებაში ანგარიში ადვილი არ გახლავთ, მით უმეტეს, ბავშვებისთვის და თუ მათ დაზეპირებას ვაიძულებთ. თუმცა არსებობს ხრიკები, რომლებიც უინტერესო გამრავლების ტაბულას საინტერესო თამაშად აქცევს. მაგალითად, 9-ზე გამრავლება შეიძლება თითების დახმარებით, მარტივად აითვისოთ. 

დაალაგეთ ხელები ხელისგულებით ქვემოთ.

წარმოიდგინეთ, რომ მარცხნიდან მარჯვნივ თითოეულ თითს გარკვეული ნომერი შეესაბამება:

მარცხენა ხელის

  • ნეკა იქნება 1
  • არათითი - 2
  • შუათითი - 3
  • საჩვენებელი - 4
  • ცერა - 5

მარჯვენა ხელის

  • ცერა - 6
  • საჩვენებელი - 7
  • შუათითი - 8
  • არათითი - 9
  • ნეკა - 10

ახლა დავუშვათ, გსურთ, რომ 9 გაამრავლოთ 7-ზე:

ამისათვის მეშვიდე ნომერი თითი უნდა მოხაროთ.

ახლა გადათვალეთ თითები მოხრილიდან მარცხნივ - ეს ათეულებია, ჩვენს შემთხვევაში კი ექვსი ათეული გამოდის.

ახლა გადათვალეთ თითები მოხრილიდან მარჯვნივ - ეს ერთეულებია, ჩვენს შემთხვევაში, სამი ერთეული გამოდის.

ანუ 6 ათეულს + 3 ერთეული = 63.

ახლა 5 გავამრავლოთ 9-ზე:

მოვხაროთ მეხუთე თითი - ანუ მარცხენა ხელის ცერა.

გადავთვალოთ თითები - მარცხნივ ოთხია (ათეული) ანუ 40, მარჯვნივ 5.

ანუ 40+5 = 45.

ახლა 3 გავამრავლოთ 9-ზე:

მოვხაროთ მესამე თითი - ანუ მარცხენა ხელის შუა თითი.

გადავთვალოთ თითები - მარცხნივ ორია (ათეული) ანუ 20 და მარჯვნივ შვიდი.

ანუ 20+7=27.

წყარო: thescienceexplorer.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით