იცით თუ არა

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

fun time

15:31

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

14
დაკოპირებულია

ადამიანთა უმეტესობისთვის ფრაზა „აკუნა მატატა“ (Hakuna Matata) უოლტ დისნეის სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმთან „მეფე ლომთან“ იგივდება. ფილმში მოქმედება აფრიკაში, ლომების სამეფოში მიმდინარეობს, სადაც ტიმონისა და პუმბას მხიარული სიმღერა და უდარდელობა  აჩენს შეგრძნებას, რომ ამქვეყნად არანაირი პრობლემა არ არსებობს.

ფრედი მერკურის სამშობლოში, ზანზიბარში „აკუნა მატატა“ ადგილობრივებისთვის ცხოვრების ნამდვილი სტილია. ტროპიკულ არქიპელაგზე ამ ფრაზას ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაიგებთ — ქუჩებში, პლაჟებზე, ბაზრებში, რესტორნებში, მეთევზეებისგან, გამყიდველებისგან და უბრალო გამვლელებისგან. ხანდახან ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს „აკუნა მატატა“ კუნძულის ოფიციალური საუნდტრეკია.

სუაჰილის ენიდან „აკუნა მატატა“ ითარგმნება, როგორც No Problems (No trouble, No Worries) და ზედმიწევნით ასახავს ამ საოცარ კუნძულზე არსებულ ატმოსფეროს.

ადგილობრივები ამ სიტყვებს იმდენად ხშირად იყენებენ, რომ თავდაპირველად ეს ცოტათი გაღიზიანებთ კიდეც. გეჩვენებათ, რომ ტურისტებს „სამოთხის კუნძულის“ ლამაზ სურათებს უხატავენ, თუმცა, რაც უფრო დიდხანს რჩები ზანზიბარზე, მით უკეთ ხვდები, რომ ამ სიტყვების მიღმა გაცილებით მეტი რამ იმალება.

საქმე ისაა, რომ „აკუნა მატატა“ პრობლემების არარსებობას კი არა, მათ მიმართ დამოკიდებულებას ნიშნავს!

ეს არის უნარი, წვრილმანებზე არ ინერვიულო, არ გაბრაზდე, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ ხდება

და არ ეცადო, ცხოვრება იდეალური გახადო, უბრალოდ აწმყოთი იცხოვრო და ყველაფერი ისე მიიღო, როგორცაა.

ალბათ სწორედ ამიტომ ხიბლავს ზანზიბარი ადამიანებს ასე ძლიერად. ის იდეალური არ არის, პირიქით, ხანდახან ქაოსური და ხმაურიანია, მაგრამ მისი ნამდვილი ხიბლი და ატმოსფერო სწორედ ამ უდარდელობაში იმალება.

და ბოლოს, გიამბობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ზანზიბარის შესახებ:

დროის ათვლა 6:00 საათიდან იწყება ზანზიბარელები იყენებენ „სუაჰილურ დროს“. ვინაიდან კუნძული ეკვატორთან ძალიან ახლოსაა, მზე მთელი წლის განმავლობაში ზუსტად დილის 6:00 საათზე ამოდის და 18:00 საათზე ჩადის. ამიტომ, დილის 07:00 საათი მათთვის დღის პირველი საათია (13:00), ხოლო საღამოს 19:00 საათი — ღამის პირველი საათი.

მცურავი რესტორანიშუა ოკეანეში კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი რესტორანი The Rock. ის აშენებულია პირდაპირ ოკეანეში მდგარ კლდეზე. მიქცევის დროს მასთან მივლა ფეხით შეგიძლიათ, ხოლო მოქცევისას რესტორნის სტუმრები ნავებით გადაჰყავთ.

ჩაის და ყავას სანელებლებით სვამენ აქ ჩვეულებრივ შავ ყავას ან ჩაის იშვიათად წააწყდებით — სასმელებში ილს (კარდამონს), დარიჩინს, ჯანჯაფილს ან მიხაკს ამატებენ, რაც განსხვავებულ არომატს აძლევს.

მიქცევა-მოქცევა — ზანზიბარზე ოკეანის მიქცევა-მოქცევა იმდენად მკვეთრია, რომ დღის განმავლობაში ოკეანემ შეიძლება 2-3 კილომეტრით უკან დაიხიოს. ამ დროს ადგილობრივი ქალები წყალმცენარეების ფერმებში მიდიან სამუშაოდ, ხოლო ტურისტებს ოკეანის ფსკერზე სეირნობა შეუძლიათ.

***

6 ყველაზე პატარა კუნძული, სადაც ხალხი ცხოვრობს

დახურული კუნძული - რა არის ცნობილი დედამიწის ყველაზე ძვირად ღირებული მისამართის შესახებ

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ აქვთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი