საკნატუნო ამბები

6 ყველაზე პატარა კუნძული, სადაც ხალხი ცხოვრობს

fun time

10:38 ხუთ. 24 თებერვალი, 2022 წელი

წმინდა გიორგის კუნძული

14
დაკოპირებულია

ადამიანთა უმეტესობა საცხოვრებელ კორპუსებში ან კერძო სახლებში ცხოვრობს, რომლის მახლობლად განთავსებულია სკოლები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები და სხვა ობიექტები. თუ დაფიქრებულხართ, როგორია ცხოვრება ნამდვილ კუნძულზე, ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების გარეშე, როცა გარშემო მხოლოდ წყალი და უსასრულო ზღვის ხედებია? 

ბიარნარეი

ეს ნამცეცა კუნძული ისლანდიის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. კუნძული, რომლის დათვალიერებას ერთ დღეში შეძლებთ, მდიდარი ცხოვრებით ვერ დაიკვეხნის. ამ ადგილზე ცხოველებიც კი არ ბინადრობენ. კუნძულს დაუსახლებლად აღიარებდნენ, რომ არა ლეგენდებით მოცული პატარა ქოხი.

შენობის ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა უცნობია, ადრე კი ის მეზღვაურებისთვის სასტუმროს ფუნქციას ასრულებდა.

მონ სენ მიშელი

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძული წყალში აგებულ ციხესიმაგრეს წარმოადგენს. პაწაწინა მიწის ნაკვეთი შემოღობილია და გამაგრებულია, მის შუაგულში კი სახლები და სხვადასხვა ნაგებობები მდებარეობს.

კუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობას ბენედიქტინების სააბატო წარმოადგენს. სულიერი და ისტორიული მნიშვნელობის გარდა, მონასტერი არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია. მზის ჩასვლისას კუნძული საოცრად ლამაზია სააბატოს განათების წყალობით.

ლორეტო

ეს არის ულამაზესი, განმარტოებული ადგილი მნახველებს საუკუნეების მანძილზე იზიდავდა. ლორეტო პატარა კერძო კუნძულია, რომელიც მოიცავს ციხესიმაგრეს ისეოს ტბაზე. რამდენიმე საუკუნის მანძილზე, კუნძულზე არსებობდა მოქმედი მონასტერი, თუმცა მოგვიანებით, სასულიერო პირებმა აქაურობა მიატოვეს.

1580 წელს, კუნძულზე კარდინალ კარლო ბორომეოს ვიზიტის დროს, აქ ცხოვრობდა განდეგილი, სახელად პეტრე. დღეს კი ეს კერძო საკუთრებაა, რომელიც ისეოს ტბის მარგალიტად იქცა.

დანბარი

ბიარნარეის მსგავსად, ამ კუნძულზეც ერთადერთი შენობა დგას. ეს არის მდიდრული კერძო ვილა, რომელიც პაწაწინა კუნძულის თითქმის მთელ ტერიტორიას იკავებს.

როგორც ჩანს, ბინის მფლობელმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ექვსი საძინებელი ძალიან ბევრი იყო და სასტუმროს მოწყობა და ოთახების გაქირავება დაიწყო. სასტუმრო ტურისტებსა და უბრალო დამსვენებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს და ყოველთვის სავსეა.

გოსპა ოდ შკრპელა

ჩერნოგორიის კუნძულის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს, რომელიც 1630 წელს აშენდა და მეზღვაურების მფარველად ითვლებოდა. 47 წლის შემდეგ ეკლესია მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა და 1722 წელს აღადგინეს.

მონასტერი ერთადერთი ნაგებობაა კუნძულზე, რადგან ამმიწის პატარა ნაკვეთზე კიდევ სხვა შენობის განთავსება საკმაოდ რთულია.

წმინდა გიორგის კუნძული

გოსპადან წმინდა გიორგის კუნძული იმდენად ახლოსაა, რომ ნავის გარეშეც შეგიძლიათ მიცურდეთ. აქ კიდევ ერთი ბენედიქტელთა სააბატო მდებარეობს.

პატარა ტყით დაფარული კუნძულიდან თვალწარმტაცი პეიზაჟი იშლება. თუმცა, ამ ხედით შორიდან ტკბობა მოგიწევთ, რადგან კუნძული ვიზიტორებისთვის დახურულია.

***

კუნძული, სადაც ქალებს ფეხის დადგმა ეკრძალებათ

ფრინველის სკინტლით გამდიდრებული კუნძულის სევდიანი ამბავი

ზანონი - ორგიის კუნძული ბნელი წარსულით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში