ზანონი - ორგიის კუნძული ბნელი წარსულით
23:00 სამ. 13 ივლისი, 2021 წელი
გამჭვირვალე მწვანე წყლები, თავბრუდამხვევი ლურჯი ცა და მთიანი პეიზაჟი - მინიატურული კუნძული ზანონი, რომელიც ტირენიის ზღვაში, იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ერთი შეხედვით, საუკეთესოა სიმშვიდისა და განმარტოებისთვის, თუმცა, ამ კუნძულს სულ სხვა რეპუტაცია ჰქონდა. მას სექსუალურ ორგიებს უკავშირებენ.
კუნძულზე თეთრ ვილაში სადაც მარკიზი კაზატი სტამპა ცხოვრობდა და თავის ულამაზეს მეუღლე ანნა ფალარინოსთან ერთად, სექსუალურ წვეულებებს მართავდა.
მარკიზის მეუღლე უცნობ ჭაბუკებთან ძალიან ვნებიანი იყო და ამას არც მალავდა. ერთ მშვენიერ მზიან დღეს, 1970 წელს, მარკისმა მოულოდნელად ცოლი მორიგ საყვარელთან ერთად მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
ახლა კუნძულზე ვერაფერს ნახავთ, გარდა ვილის ნარჩენებისა, რომელიც საზარელ მკვლელობას მოგაგონებთ.
1960-იან წლებში კი ამ ადგილას ისმოდა მუსიკა. ნაპირთან ნავებს სტუმრები მოჰყავდა, სვამდნენ ღვინოს და სიყვარულის მორევში ეშვებოდნენ.
მარკიზი ყოველთვის გამოირჩეოდა ქორწინებისადმი თავისუფალი დამოკიდებულებით და უყვარდა თვალთვალი - ხშირად უყურებდა და უღებდა ფოტოებს თავის მეუღლე ანნას სხვა კაცთან სექსუალური კავშირის დროს. როგორც ჩანს, ეჭვიანობა არ იყო მარკიზის ნაკლი.
კუნძულზე ხშირად იმართებოდა კარნავალები, რომლებიც ორგიით სრულდებოდა. კუნძულზე იყო ისეთი ოთახებიც, რომლებიც მთლიანად სარკეებისგან შედგებოდა, არა მხოლოდ მონაწილეებისთვის, არამედ იმიტომ, რომ მაყურებლებსაც კარგად დაენახათ სანახაობა.
ორგიების ფაქტი სულ რამდენიმე ხნის წინ, რემონტის დროს დადასტურდა. შენობაში ათასობით ცარიელი ბოთლი და შიშველი ანნას 1500-მდე ფოტო აღმოაჩინეს, რომელიც, სხვათა შორის, იტალიაში პირველი ქალი იყო, ვინც 1970 წელს ოპერაციით მკერდი გაიდიდა.
უსასრულო „მხიარულება“ 1970 წლის აგვისტოში ტრაგიკულად დასრულდა. ანნას თავისი ერთ-ერთი საყვარელი შეუყვარდა, როდესაც მარკიზი სახლში დაბრუნდა და ცოლი საყვარელთან ერთად საწოლში ნახა, როგორც ჩანს, ეს ქცევა ცოლ-ქმრის წესებს არ ექვემდებარებოდა და ორივე საწოლში დახვრიტა, თვითონ კი თავი მოიკლა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან