სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი ალუბლის ტოტიდან ფრინდება“?
23:00 ოთხ. 25 იანვარი, 2023 წელი
ინტერნეტში ქალებისთვის უამრავი კურსია ღრმა მინეტის, ტაილანდური მასაჟისა და ინტიმური კუნთების გაძლიერების შესასწავლად... ეს სექსუალური რევოლუციის შედეგია. მაგრამ თუ ხვდებით, რომ სექსუალური რევოლუციით ქალი მოტყუებული დარჩა?! და, აი რატომ...
დიახ, დღეს ქორწინებამდე სექსის გამო ქალს ტალახს არავინ ესვრის და საზოგადოებაც მიხვდა, რომ სექსმა არა მხოლოდ კაცს, არამედ ქალსაც უნდა მიანიჭოს სიამოვნება.
თუმცა, ამ უფლებებისთვის ქალებს იმხელა მოთხოვნები წაუყენეს, რომ ზოგჯერ ვფიქრობ: ღირდა კი სექსი ამისთვის?
აი, მაგალითად:
👉 სექსუალური ურთიერთობის დასაწყებად დროის გაწელვა უკვე მიუღებელია. ორი-სამი შეხვედრა საკმარისი უნდა იყოს, რომ მიხვდე, ღირს თუ არა მასთან ღამის გატარება.
თუკი ქალი მეორე კვირის ბოლოსაც არ თანხმდება სექსს, კაცს უკვე ეჭვი უჩნდება, რომ მისი რჩეულის მიზანი მხოლოდ უფასო ვახშმები და საჩუქრებია.
👉 ქალი გახსნილი უნდა იყოს ექსპერიმენტებისთვის, ენთუზიაზმით სცადოს ანალური სექსი, როლური თამაშები, არ უნდა შეუშინდეს ეგზოტიკურ პოზებს პორნოფილმებიდან, სიხარულით უნდა მიიღოს სექსში მესამე მონაწილე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაკომპლექსებულ რეტროგრადად შეაფასებენ.
👉 ქალმა უნდა აითვისოს სხვადასხვა სექსტექნიკა. უნდა იცოდეს მინეტის ვირტუოზულად კეთება, უნდა შეძლოს ინტიმური კუნთების მართვა და უკვე გახდის სტადიაზე ეროტიკულად და აღმგზნებად გამოიყურებოდეს. თუკი ეს ყველაფერი არ იცის, ნიშნავს, რომ საწოლში ნამდვილი კუნძია.
👉 ქალმა უნდა გადალახოს საკუთარი ფიზიოლოგია: არანაირი გულისრევის შეგრძნება მინეტის კეთების დროს, არანაირი ტკივილი ანალური სექსის დროს, არანაირი ამოვარდნილობა, როდესაც შეეცდება, განასახიეროს პოზა „მერცხალი ალუბლის ტოტიდან ფრინდება“.
👉 ქალმა უნდა მიაღწიოს ორგაზმს. თუკი ქალის ორგაზმი არ მოხდება - რა კაცის პრობლემაა?! უბრალოდ, ქალია ფრიგიდული, მას სასწრაფოდ სჭირდება სექსოლოგი ან ტრენინგი ქალის სექსუალური ცხოვრების განვითარებასთან დაკავშირებით.
👉 ქალმა არ უნდა მიიჩნიოს, რომ სექსი რაღაც უფრო საინტერესოს დაწყების მიზეზია, არ უნდა დაელოდოს ზარს ან მეორე პაემანს - რაღა დროს ეგეთებია.
👉 სექსუალური რევოლუცია ქალებისთვის არა ახალი შესაძლებლობები, არამედ ახალი ვალდებულებები აღმოჩნდა - ყოველთვის მზად უნდა იყო, საკუთარი ვნებით გააოგნო პარტნიორი.
ჰოდა, ამიტომ დღეს ახალი სექსუალური რევოლუცია გვჭირდება - ისეთი, სადაც სექსს აზრი მიეცემა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ქალს მოუტანს სიამოვნებას!
ახალა კი რამდენიმე რჩევა. დაიმახსოვრეთ:
სანამ კაცთან ვალსს იცეკვებთ, პირველი რამდენიმე ნაბიჯის აწყობაა საჭირო. ასევეა სექსში, ფოიერვერკის მოლოდინი პირველივე სექსის დროს ნუ გექნებათ.
სექსს საფუძვლად უნდა დაედოს ქალის სურვილების მიმართ პატივისცემა და არ შეიძლება მინეტის გაკეთება იმიტომ, რომ „ამას გარყვნილი გოგოები აკეთებენ".
სექსი არ არის ის, რასაც პორნოფილმებში ვუყურებთ. ეს ფილმში შეუძლია ბეტმენს მესამე სართულიდან გადმოხტომა, თქვენ რომ სცადოთ, მინიმუმ ხერხემალში გადატყდებით. თუკი მსახიობი აღგზნების დროს იღიმება, ეს არ ნიშნავს, რომ მას ეს მოსწონს - ამას პორნოინდუსტრიის ნებისმიერი მსახიობი აღიარებს.
სექსი ვალდებულებების გარეშე არ არსებობს და ერთი ღამით სექსის დროსაც უნდა გაუფრთხილდე ურთიერთობას - დაწყებული თავდაცვიდან, დასრულებული იმაზე ზრუნვით, რომ მას არც სიტყვით ატკინოთ გული და არც მოქმედებით. იმ შემთხვევაშიც თუკი ფიქრობთ, რომ ამ ადამიანს აღარასდროს შეხვდებით, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა მისი გრძნობები და სურვილები დააიგნოროთ.
კარგი საყვარელი ის კაცი კი არ არის, ვისაც ასი ქალი ჰყავდა, არამედ ის, რომელმაც ერთ ქალს ასჯერ განაცდევინა ორგაზმი.
ქორწინებაში სექსთან დაკავშირებულ პრობლემებზე მხოლოდ ქალი არ უნდა ფიქრობდეს. ამ საკითხზე წყვილმა ერთმანეთში გულწრფელად უნდა ისაუბროს და დასახმარებლად სპეციალისტებს მიმართოს.
სხვათა შორის, სპეციალისტებსაც არ აწყენდათ საკუთარი რევოლუცია - სანამ ამ წყვილის დასახმარებლად ერთადერთ გზად მხოლოდ პორნოფილმების ყურებას მიიჩნევენ.
და აი, როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, სექსში ქალები ნამდვილად აღმოჩნდებიან თანასწორ მდგომარეობაში კაცებთან!
მაგრამ მანამდე, იმის გათვალისწინებით, როგორი პოპულარულია ტრენინგები თემაზე „გახდი დაუვიწყარი საყვარელი ათ დღეში“, აშკარაა, რომ ამ აზროვნებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ.
ასევე წაიკითხეთ:
რა არ უნდა გააკეთოთ საწოლში ახალ პარტნიორთან
არ მინდა და მორჩა! - 10 არგუმენტი ორალურ სექსზე უარის სათქმელად
5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან