+18

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფაქტი სექსზე

fun time

23:00 ორშ. 26 თებერვალი

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

14
დაკოპირებულია

ალბათ, უამრავი რამ გსმენიათ სექსზე. მათგან ზოგის დღემდე გჯერათ, ზოგზეც გეცინებათ. აბა, თუ გამოიცნობთ, აქ ჩამოთვლილთაგან რომელია სიმართლე და რომელი - მითი? დავიწყოთ...

1. პენისი შესაძლოა, გადატყდეს

სიმართლეა.

პენისის მოტეხილობაში არ იგულისხმება ისეთივე მოტეხილობა, როგორიც ხელის ან ფეხის შემთხვევაში, თუმცა, სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ არის. პენისის მოტეხილობა ხდება ძალიან ინტენსიური სექსის დროს და თუკი ერთხელ მაინც გაიგონებთ სასქესო ორგანოს მოტეხილობის ხმას, არასდროს დაგავიწყდებათ და არც სხვა ხმებში აგერევათ.

თუკი მსგავსი უსიამოვნება შეგემთხვათ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, სანამ დაზიანება უკიდურეს შედეგამდე არ მივა. ძირითადად, ასეთ დროს კაცებს ერიდებათ ექიმთან მისვლა: ერთ-ერთი კვლევის თანახმად, კაცები პენისის მოტეხილობის დროს 6 საათი ითმენენ აუტანელ ტკივილს, სანამ სპეციალისტს მიმართავენ.


2. სასქესო ორგანო შესაძლოა, საშოში გაიჭედოს

სიმართლეა.

ფიქრობთ, რომ ამგვარი სიტუაციები მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმებში ხდება? სამწუხაროდ, არა. Penis captivus - ასე უწოდებენ ექიმები ამ ფაქტს, რომელიც საკმაოდ იშვიათია, თუმცა, არსებობს. როგორც წესი, პენისის საშოში გაჭედვის მიზეზი გამოუცდელი პარტნიორი, ფსიქოლოგიური ტრავმა ქალებში ან ძლიერი შიშია. საშოს კუნთები იმდენად ძლიერად უჭერს პენისს, რომ საშოდან სასქესო ორგანოს გამოღება შეუძლებელია.

ყველაზე რთული კი „სოკოსებრი პენისის“ (დიდი თავით) და „რუმბისებრი პენისის“ (შუა ნაწილში გაბერილი) შემთხვევაა. თუკი ამგვარი რამ მოხდა, მთავარია, არ გაინძრეთ. სიტუაციას თბილი აბაზანა და ქალის წელის ქვეშ დადებული სათბური (გრელკა) გაამარტივებს, თუმცა, საშოში გაჭედილი პენისის შემთხვევაში ამ პროცედურების შესრულება, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენელია.

3. მხოლოდ კაცები ხედავენ „სველ“ სიზმრებს

აი, ეს კი მითია.

ერთი კია - „სველი სიზმრები“, რა დროსაც გაღვიძების სურვილი ყველაზე ნაკლებია, ნამდვილად მამაკაცურ თვისებად განიხილება. თუმცა, ქალების 37%-ს მაინც განუცდია ორგაზმი ძილში.

4. სექსი - ყველაზე უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელია

სიმართლეა.

და არა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი, არამედ საძილე საშუალებაც არის. სიხარულის ჰორმონები, რომელიც სექსუალური აქტის შემდეგ გვეუფლება, აყუჩებს თავის ტკივილს და პრემენსტრუალურ დისკომფორტსაც კი.

5. სექსისგან შესაძლოა, დაბრმავდეთ

სიმართლეა, თუმცა, ნაწილობრივ, რადგან აქ არ იგულისხმება სრული სიბრმავე.

საქმე გვაქვს ე.წ. amaurosis fugax - დროებით ამავროზთან. ძლიერი ორგაზმის დროს, შესაძლოა, იგრძნოთ, რომ ცალ თვალში მხედველობა შეგისუსტდათ. როგორც წესი, ეს შეგრძნება რამდენიმე წუთი გრძელდება.

ექიმები დღემდე ვერ ამბობენ დადასტურებით, რას უკავშირდება ეს დროებითი სიბრმავე, თუმცა, ის, რომ ამ დროს ორგაზმი სისხლძარღვებზე მოქმედებს, უდავოა.

6. წინდები - ძალიან, ძალიან არასექსუალურია

მითია.

უკვე რამდენჯერ მოგვიწოდეს: „გაიხადეთ წინდები, გაიხადეთ წინდები!“, მაგრამ რადგან წინდებს იცვამენ, ე.ი. საჭიროა. სწორედ ამგვარად ფიქრობენ ნიდერლანდელი მეცნიერები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ქალებიცა და კაცებიც, რომლებსაც სექსის დროს წინდები აცვიათ, გაცილებით ძლიერ ორგაზმს განიცდიან, ვიდრე „უწინდო“ პარტნიორები.

თურმე, საქმე ისაა, რომ წინდებში სექსის დროს ფეხები არ იყინება და არ გიწევთ იმაზე ფიქრი, როგორ გაითბოთ გაყინული ფეხუცები.

7. სექსი წონაში კლებას უწყობს ხელს

ჰმ, მითი აღმოჩნდა და ბოდიშს გიხდით, თუკი იმედები გაგიცრუეთ.

საშუალოდ სექსუალური აქტი 6 წუთი გრძელდება, ამ დროში კი მხოლოდ 20 კალორია იწვება. მხოლოდ 14 კალორიით ნაკლებს დაწვავთ, თუკი ტელევიზორთან ისხდებით.

ასე რომ, სექსი ცხოვრების ჯანსაღ წესს ვერ ჩაგინაცვლებთ.

8. სექსი ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს

კი ბატონო, მართალია.

დეჰიდროეპიანდროსტერონი (DHEA)- ეს არის ჰორმონი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება დაბერების პროცესს. ეს ჰორმონი დიდი რაოდენობით აქვთ ადამიანებს, რომლებიც აქტიური სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობენ, თუმცა, ეს ჰორმონი წლებთან ერთად მცირდება.

მეცნიერების მტკიცებით, ამ ჰორმონის დიდი რაოდენობით მიღება საკმაოდ სარისკოა - იწვევს გულის დაავადებებს, მეტაბოლურ სინდრომებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს. მოკლედ, ჰორმონ დეჰიდროეპიანდროსტერონის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ხდება. თუმცა, სასიამოვნო სიახლეც გვაქვს: დჰეა-ს მიღება ბუნებრივი გზითაც შეგიძლიათ, უბრალოდ, ხშირად დაკავდით სექსით.

დჰეა აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას, ხელს უწყობს ტვინში ახალი უჯრედების წარმოქმნას და ბონუსად, დადებით ეფექტს ახდენს იმუნურ სისტემასა და კანის მდგომარეობაზე.

9. რაც უფრო ხშირად მასტურბირებთ, მით უფრო მოსაწყენია სექსი

ნურას უკაცრავად!

მასტურბაცია ავარჯიშებს ტვინს და მას აჩვევს, როგორ უნდა მიიღოს სიამოვნება. მასტურბაცია არც სიგარეტია და არ შოკოლადი, არ ასუქებს და მავნე ჩვევაში არ გადადის. რომელი კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, მას მხოლოდ სარგებლობა მოაქვს!

ესეც საინტერესოა:

15 საუკეთესო ფილმი სექსის თემაზე (+18)

რომელი პოზაა უკეთესი ჩასახვისთვის?

რას გვირჩევს სექსოლოგი, როცა სქესობრივი აქტი 1-2 წუთს არ აღემატება

საინტერესო ფაქტები მასტურბაციის შესახებ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში

მაზოხიზმის ანატომია - რატომ სიამოვნ...

მაზოხიზმის ანატომია