+18

რას გვირჩევს სექსოლოგი, როცა სქესობრივი აქტი 1-2 წუთს არ აღემატება

fun time

23:00 ოთხ. 21 ივლისი, 2021 წელი

ნაადრევი ეაკულაცია

14
დაკოპირებულია

რა შეიძლება იყოს ნაადრევი ეაკულაციის რეალური მიზეზი და ექვემდებარება თუ არა ის მკურნალობას?! ექიმი სექსოლოგი არკადი მოროზოვი გიპასუხებთ:

 

რა არის ნაადრევი ეაკულაცია?

ნაადრევი ეაკულაცია სქესობრივი დისფუნქციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მამაკაცთა უმეტესობას მისი ერთი შემთხვევა მაინც ჰქონია ცხოვრებაში.

თუმცა, ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოზის დასმა ერთი ან რამდენიმე შემთხვევიდან გამომდინარე არ ხდება და საჭიროა, სქესობრივი ცხოვრების ანამნეზში შემთხვევათა 50% მაინც ფიქსირდებოდეს.

ნაადრევი ეაკულაციის კლინიკური გამოვლინება

ნაადრევი ეაკულაციის წამყვანი სიმპტომი - სასურველ მომენტამდე ეაკულაციაა, ანუ მამაკაცს სპერმა გამოეყოფა სქესობრივი აქტის დასაწყისშივე, ან პირველი ორი წუთის განმავლობაში, პარტნიორის ორგაზმის დადგომამდე.

რამდენი წუთი უნდა გრძელდებოდეს ნორმალური სქესობრივი აქტი და როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ნაადრევ ეაკულაციაზე?

ნორმალური სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა, შესაძლოა, 3-7 წუთიდან 10-30 წუთამდე მერყეობდეს.

რაც შეეხება ნაადრევ ეაკულაციას, მასზე საუბარია იმ შემთხვევაში, როცა სასქესო ასოდან თესლის გადმონთხევა ხდება სქესობრივი აქტის დაწყებისთანავე, ან საშოში სასქესო ასოს დაყოვნების ხანგრძლივობა მხოლოდ 1-2 წუთს შეადგენს.

ნაადრევი ეაკულაციის გამომწვევი მიზეზები

  • მამაკაცის გამოუცდელობა (ასეთ შემთხვევაში, ასაკის მატებასა და სქესობრივი გამოცდილების შეძენასთან ერთად ეს პრობლემა ქრება);
  • ფსიქოლოგიური სტრესი (მაგ: საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა, მოუსვენრობა, დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია და ა.შ.);
  • ჰიპერსენსიტიური ასოს თავი (რაც შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან ჩამოყალიბდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და გამოწვეული იყოს ბალანოპოსტიტით (ასოს თავის ანთება), მოკლე ლაგამით და ა.შ.;
  • გადაჭარბებული აგზნება;
  • ჰორმონული პრობლემები;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • პარტნიორებს შორის ურთიერთობის ნაკლებობა და ა.შ.

გარდა ამისა, ნაადრევი ეაკულაცია შესაძლოა, განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორით. ზოგიერთი მეცნიერი ამ პრობლემას მიღებულ საკვებში მაგნიუმის ნაკლებობასაც უკავშირებს.

ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა:

  • სამედიცინო და სქესობრივი ცხოვრების ანამნეზის შეკრება;
  • პაციენტის სქესობრივი პარტნიორის გამოკითხვა;

გარდა ამისა, აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარება ერექციულ დისფუნქციასთან (იმპოტენციასთან), რადგან ეს ორი პრობლემა გარკვეულწილად მსგავს სიმპტომატიკას მოიცავს.

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის არაერთი მეთოდი არსებობს, მათი შერჩევა კი დამოკიდებულია პრობლემის ხანგრძლივობასა და გამომწვევ მიზეზებზე.

✔️ზოგ შემთხვევაში ნაადრევი ეაკულაცია გარკვეული ხნის შემდეგ თავისით გაივლის და მკურნალობას არ საჭიროებს - ასეთ დროს საკმარისია ალკოჰოლის, თამბაქოსა და გარკვეული პრეპარატების შეზღუდვა, პრეზერვატივის გამოყენება (პრეზერვატივის გამოყენება ქმნის მექანიკურ ბარიერს, შესაბამისად, ამცირებს პენისის მგრძნობელობას და ეაკულაციის მომენტი შედარებით გვიან დგება), გარკვეული პოზების შერჩევა (მაგ: ზურგზე წოლითი პოზა) და ა.შ.

ჩვეულებრივ კი ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ გამოიყენება:

  • ფსიქოთერაპია - სქესობრივი ურთიერთობისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გაუმჯობესება, მუდმივი
  • ტრენირება, სქესობრივი სტიმულაციის მართვის უნარის გამომუშავება და ა.შ.;
  • მედიკამენტური მკურნალობა - საანესთეზიო მალამოები (თუმცა ეს საშუალებები იწვევს პარტნიორის
  • მგრძნობელობის დაქვეითებასაც, რის გამოც მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის), ანტიდეპრესანტები,
  • სერატონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი და ა.შ.);
  • ქირურგიული მკურნალობა - დენერვაცია (პენისის ნერვული გზების გადაკვეთა). პენისის დენარვაციის უპირატესობა გახლავთ ეფექტის სწრაფად მიღწევა და გვერდითი მოვლენების არარსებობა.

ნაადრევი ეაკულაციის შეჩერების მეთოდები

დაწყება-შეჩერების მეთოდი - (მამაკაცი ფრიქციების პროცესში, როდესაც ორგაზმის მოახლოებას იგრძნობს, რამდენიმე წამით (საშუალოდ, ამისთვის 10 წამია საკმარისი) ჩერდება, შემდგომ განაგრძობს სექსს და ორგაზმის მოახლოებასთან ერთად ისევ ჩერდება და ა.შ.

ხელის მოჭერის მეთოდი - როდესაც მამაკაცი გრძნობს, რომ ორგაზმი უნდა დადგეს, ხელს ძლიერად უჭერს პენისის ფუძეს, ეს კი შარდსადენის მექანიკურ დახშობას და ორგაზმის ტალღის ჩაცხრობას ახდენს (ეს მეთოდი უნდა გამოიყენოთ ეაკულაციის დაწყებამდე, რადგან, თუ ეაკულაცია უკვე დაწყებულია და ამ დროს მოხდება შარდსადენის მექანიკური დახშობა, ეაკულაცია შეიძლება შარდის ბუშტში მოხდეს❗).

ვარჯიშები ეაკულაციის პროცესის გადასავადებლად

წარმოგიდგენთ კეგელის ვარჯიშს, რომელიც პუბოკოგციგეალური კუნთის (მენჯის კუნთის) გავარჯიშებით (მისი სწრაფად შეკუმშვა-მოდუნებით) ეაკულაციის პროცესის გადავადების საშუალებას იძლევა:

👉მამაკაცმა უნდა წარმოიდგინოს ის განცდა, რაც შარდის შეკავების მომენტში აქვს და მას შემდეგ, რაც პუბოკოგციგეალურ კუნთს იპოვის (შეიგრძნობს), ზუსტად ისე გააკეთოს, თითქოს შარდის ნაკადს აკავებს.

ეს მოქმედება უნდა შესრულდეს მრავალჯერ - მამაკაცმა უნდა მოადუნოს, დაძაბოს და შეკუმშოს პუბოკოგციგეალური კუნთი. ამის შემდეგ რამდენიმე - 95-100 წამში, ადამიანი კარგავს კუნთზე კონტროლს და კუნთი უნებლიეთ დუნდება.

სრული ეფექტის მისაღწევად, სასურველია, ამ ვარჯიშის გაკეთება დღეში რამდენჯერმე, კუნთის დაძაბვა (შეკუმშვა) მამაკაცმა უნდა მოახდინოს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეძლებს (დაახლოებით, 10 წმ.), ხოლო თავად ვარჯიში, დაახლოებით, ერთი წუთი (შეიძლება მეტიც) უნდა გაგრძელდეს.

ეს ვარჯიში მამაკაცს ეაკულაციის კონტროლშიც ეხმარება - სქესობრივი აქტის პროცესში, როცა მამაკაცი იგრძნობს, რომ ეაკულაცია უნდა დადგეს, დაძაბავს პუბოკოგციგეალურ კუნთს და ამის შედეგად ეაკულაცია არ მოხდება. როდესაც ეაკულაციის ტალღა გადაივლის, შესაძლებელია კუნთის კვლავ მოდუნება და პროცესის გაგრძელება სასურველ ხანგრძლივობამდე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში