როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი? - სტერეოტიპები vs სიმართლე
23:00 პარ. 27 ოქტომბერი, 2023 წელი
ქალის ინტიმური მოთხოვნილებების შესახებ მრავალი მოსაზრება და სტერეოტიპი არსებობს. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რომელია მათ შორის სიმართლე და რომელი არა?
მოსაზრება 1:
მამაკაცებს სექსი ფიზიოლოგიურად სჭირდებათ, ქალებს კი სექსის გარეშეც შეუძლიათ გაძლონ.
მართალია, მაგრამ ნაწილობრივ.
დიახ, მამაკაცებს სექსი უფრო ხშირად სჭირდებათ, რადგან სპერმის დაგროვებისას სექსუალური აგზნება იზრდება. ქალებში სექსუალური ლტოლვა სამ ფაქტორზეა დამოკიდებული 1. ჰორმონალური ფონი (მენსტრუაციის დროს სექსუალური ლტოლვა ძლიერდება), 2. ასაკი, 3. ემოციური მდგომარეობა.
მოსაზრება 2:
ქალებს სექსი არ სჭირდებათ. ისინი ინტიმურ ურთიერთობაზე მამაკაცის ყურადღებაზე „მადლიერების ნიშნად“ თანხმდებიან.
არასწორია!
ფსიქიკურად და სქესობრივად ჯანმრთელი ადამიანები (სქესის მიუხედავად) სექსზე უმიზეზოდ უარს არ ამბობენ. სექსუალობა ადამიანის ფსიქიკის განუყოფელი ნაწილია, სექსი კი მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია.
მოსაზრება 3:
ქალს შეუძლია მამაკაცთან ყოველგვარი ინტიმური ურთიერთობის გარეშე ცხოვრება.
არასწორია!
სექსის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა და მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მიზეზი გვესმოდეს. სექსს ხომ ბევრი დანიშნულება აქვს: სიამოვნების მინიჭება, ურთიერთობა, თავდაჯერება, გამრავლება, რომანტიკა და რაც მთავარია, სექსი სიყვარულის გამოხატულებაა.
ქალისთვის, მისი ემოციური მდგომარეობისა და თავმოყვარეობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ იყოს სასურველი.
მოსაზრება 4:
რეგულარული სექსი არა მხოლოდ მამაკაცის, ქალის ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია.
მართალია.
სრულფასოვანი სექსი და მისი ბუნებრივი კულმინაცია - ორგაზმი გინეკოლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას წარმოადგენს და ქალის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემთხვევითი არაა, რომ გინეკოლოგები და ონკოლოგები ქალს, პირველ რიგში, რეგულარული სექსის შესახებ ეკითხებიან.
მოსაზრება 5:
რაც უფრო ასაკოვანია ქალი, მით უფრო ვნებიანია.
მართალია.
ასაკი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ქალებში სექსის სურვილი 30-35 წლის ასაკში ყველაზე მაღალია, მენოპაუზის დროს კი შეიძლება კიდევ უფრო გააქტიურდეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან