რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვატივს, გარდა უშუალო დანიშნულებისა
23:00 ორშ. 31 ივლისი, 2023 წელი
ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირში პრეზერვატივების წარმოება პარტიული ლიდერისა და სტალინთან დაახლოებული პირის, ლავრენტი ბერიას ინიციატივით დაიწყო და მალე, 1930-იანი წლების ბოლოს ბაქოს რეზინის ქარხანაც ამუშავდა.
ომის დროს ქარხანა სამხედრო დანიშნულების საქონლის წარმოებაზე გადავიდა, პრეზერვატივების წარმოებას კი 1950-იანი წლების შუა ხანებში დაუბრუნდა.
ძველი პრეზერვატივი თანამედროვესგან ძალიან განსხვავდებოდა და თითქმის ორჯერ სქელი იყო.
ხრუშჩოვის დროს სამი ზომის პრეზერვატივების წარმოება დაიწყო. აფთიაქებში საჭირო ზომის დასახელება აუცილებელი იყო, რაც უხერხულ სიტუაციებს იწვევდა.
მომხმარებელი პრეზერვატივის ხარისხით უკმაყოფილო იყო - ადვილად იხეოდა და სისქის და სიხისტის გამო დისკომფორტს იწვევდა.
80-იანი წლებში ბაქოს ქარხანაში ლატექსის პრეზერვატივების წარმოება დაიწყო, რომელსაც ელექტრობით ამოწმებდნენ, თუმცა საბჭოთა მოქალაქეების ნაწილი შავ ბაზარზე უკეთესი ხარისხის პრეზერვატივების შეძენას მანამდეც ახერხებდა.
ფოტოზე: ბაქოს პრეზერვატივების ქარხანა
***
პრეზერვატივის გამოყენება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან იცავდა, თუმცა მას ბევრი სხვა დანიშნულებაც ჰქონდა.
კერძოდ კი:
◾ პრეზერვატივი მსუბუქი და ჰერმეტული კონტეინერი იყო, სადაც გეოლოგები და მეთევზეები ნიადაგის ნიმუშებს, სიგარეტს, ასანთს და მარილს ინახავდნენ.
◾ ბაქოს ქარხნის მიერ წარმოებული პრეზერვატივი ლიტრანახევარ წყალს უძლებდა.
◾ პრეზერვატივებს აქტიურად იყენებდნენ ქილების თავსახურებად;
◾ პრეზერვატივი მოსახერხებელი იყო ზამთარში ძაღლებისთვის ფეხებზე წამოსაცმელად, როდესაც ქუჩებში მარილს ყრიდნენ.
***
1991 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ბაზარი იაფფასიანი ინდური და ჩინური პრეზერვატივებით გაივსო, რომლებსაც კაშკაშა შეფუთვა და დაბალი ფასები ჰქონდათ.
მოგვიანებით ბაქოს ქარხანა პრეზერვატივების წარმოებიდან ბუშტების წარმოებაზე გადავიდა, მაგრამ ამან არ უშველა - 2019 წელს ქარხანა გაკოტრებულად გამოცხადდა და 2020 წლის მარტში დაიხურა.
მთავარ ფოტოზე ბაქოს პრეზერვატივების ქარხანა.
ესეც საინტერესოა:
პრეზერვატივის ზომა: როგორ შევარჩიოთ იდეალური კონდომი
„ჭკვიანი პრეზერვატივი“, რომელიც სექსის ხარისხს შეგიფასებთ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან