პრეზერვატივის ზომა: როგორ შევარჩიოთ იდეალური კონდომი
23:00 შაბ. 27 თებერვალი, 2021 წელი
არასწორად არჩეულმა პრეზერვატივმა შესაძლოა, არასასურველი ფეხმძიმობა და სექსუალურად გადამდები დაავადებები გამოიწვიოს. მისი არჩევა კი მარტივი საქმე არაა. პრეზერვატივი სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) და ამერიკის ტესტირებისა და მასალების საზოგადოების ( ASTM) მიერ რეგულირებულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ISO ამოწმებს, თუ რამდენად მყარია პრეზერვატივი და აქვს თუ არა „ხვრელები“. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდა, გამოიკვეთა, რომ პრეზერვატივების უმეტესობა ძალიან მჭიდროა, ზედმეტად გრძელია ან ზედმეტად მოკლე. ასევე, პრობლემურია „სრიალა პრეზერვატივები“. მამაკაცების უმრავლესობის თქმით, ისინი უჩივიან ერექციის შენარჩუნებას და სექსის დროს პრეზერვატივების გამოშრობას.
პრეზერვატივის ზომა
საშუალოდ, პრეზერვატივის ზომა 12,7-17,8 სმ-ის შუალედშია. გარშემოწერილობა 3,5–დან 6 დიუმამდეა, თუმცა პენისის ზომა განსხვავებულია.
ISO და ASTM-ის სტანდარტების მიხედვით, პრეზერვატივის იდეალურ ზომად 15 სანტიმეტრია მიჩნეული. 18 სმ-იან პრეზერვატივებს „წყალსაცავისთვის“ წვერში სივრცე რჩება. თუ ეს ადგილი არ რჩება, CDC გირჩევთ, ამ მიზნით გამოიყენოთ პრეზერვატივის წვერის 1,5 სმ.
პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანიათა უმეტესობა სხვადასხვა ზომის პროდუქტს უშვებს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ საკუთარ თავზე (?) სხვადასხვა ზომის პრეზერვატივი დატესტოთ და ეფექტიანობა შეაფასოთ.
ესეც საინტერესოა 🔰:
როგორია ქალის სასქესო ორგანოს იდეალური ზომა
ქალის ეროგენული ზომები ზოდიაქოს მიხედვით
სიახლეები ამავე კატეგორიიდან