როგორია ქალის სასქესო ორგანოს იდეალური ზომა - საინტერესო სტატისტიკა
23:00 ოთხ. 10 მარტი, 2021 წელი
შვეიცარიელმა გინეკოლოგებმა 657 ქალის სასქესო ორგანო გაზომეს და შედეგები გაგვზიარეს.
კვლევის დროს, რომელიც 2 წლის განმავლობაში ლუცერნის (ქალაქი ჩრდილო-ცენტრალურ შვეიცარიაში) გინეკოლოგიურ კაბინეტებში ჩატარდა, ექიმებმა 15-დან 84 წლამდე ქალების კლიტორისა და დიდი და მცირე სასქესო ბაგეების (რომლებიც ვულვის შემადგენელი ნაწილია) ზომები დაადგინეს და შედეგები გააანალიზეს.
შედეგები ასეთია:
ქალის მცირე სასქესო ბაგეების საშუალო ზომა 4.3 სმ-ია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სიგრძე 5 მმ-დან 10 სმ-მდე მერყეობს, ნებისმიერი ზომა შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს!
დიდი სასქესო ბაგეების სიგრძე 8 სმ-ია, დიაპაზონი - 1,2-დან 18 სმ-მდე.
კლიტორის ხილული ნაწილის საშუალო სიგრძეა 7 მმ, დიაპაზონი - 0,5 მმ-დან 3,4 სმ-მდე.
შვეიცარიელი გინეკოლოგების თქმით, სასქესო ორგანოების ზომა სრულიად ნორმალურია, თუ ის ტკივილს და დისკომფორტს არ იწვევს.
კვლევის ყველა მონაწილემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ისინი ჯანმრთელები აღმოჩნდნენ.
როგორც მეცნიერები იმედოვნებენ, ამ შედეგებმა ქალები უნდა დაარწმუნოს, რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ და კონცეფცია „დიდი ვულვა vs პატარა ვულვა“ საფუძველს მოკლებულია.
ესეც საინტერესოა 🔰
ქალის ორგაზმი - 2 რჩევა მათ, ვისაც ეს არასდროს განუცდია
პორნოფილები საზიანოა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან