+18

პორნოგრაფია: საზიანოა თუ სასარგებელო?

fun time

23:00 სამ. 9 თებერვალი, 2021 წელი

რა იწვევს
პორნოდამოკიდებულებას

14
დაკოპირებულია

ფსიქოლოგები და სექსოლოგები დღემდე კამათობენ, არსებობს თუ არა პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება და შეუძლია თუ არა მას ზიანი მიაყენოს ადამიანის სექსუალურ ცხოვრებას?

ინტერნეტსივრცეში ვებგვერდების 12% პორნოგრაფიას ეთმობა. პორნოგრაფიულ ვებგვერდებს ყოველ წამს თითქმის 30,000 ინტერნეტმომხმარებელი სტუმრობს მთელი მსოფლიოდან. პორნო ჟანრის მზარდი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ინტიმური ურთიერთობების პრობლემებია, მაგრამ კვლევა, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დაადგენს, ჯერ არ ჩატარებულა.

რატომ უყურებენ ადამიანები პორნოგრაფიას?


სექსოლოგები სამ მთავარ მიზეზს ასახელებენ:

  1. საკუთარი ფანტაზიების რეალურად ნახვის სურვილი;
  2. ინტიმური ურთიერთობების არარსებობა;
  3. მასტურბაციაზე წახალისება.

„მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც გვსურს, შევინარჩუნოთ ურთიერთობა პარტნიორთან, რომელიც ჩვენს სურვილებს არ იზიარებს” - განმარტავენ სექსოლოგები. მაგალითად, როცა პარტნიორებს შორის ერთს არ მოსწონს ორალური სექსი, მეორე პარტნიორი სიამოვნებას ორალური სექსის ეკრანზე ყურებით იღებს და წარმოიდგენს, რომ ეს მის თავს ხდება. ამ შემთხვევაში, სექსოლოგთა აზრით, პორნოგრაფია არსებულ სიცარიელეს ავსებს და შეიძლება, სავსებით ჯანმრთელი ურთიერთობის ნაწილად ჩაითვალოს.

ზოგი ადამიანი აღიარებს, რომ პორნოგრაფიას რეგულარული და სრულიად დამაკმაყოფილებელი სექსის დროსაც უყურებს „მრავალფეროვნებისა და ავტონომიურობისთვის“, მაგრამ ვისაც პარტნიორისთვის საკუთარი სურვილების ახსნა ერიდება, ამ სურვილებს საიდუმლოდ აქცევს და მასზე საუბარი უფრო და უფრო უჭირს. იმის შეგრძნებამ, რომ რაღაცის დამალვა გიწევს, შეიძლება დანაშაულის გრძნობა და პარტნიორებს შორის გაუცხოვება გამოიწვიოს.

პორნოგრაფია, პირველ რიგში, აკმაყოფილებს არა სექსუალურ, არამედ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს, - ასე განმარტავენ ფსიქოლოგები.

ფსიქოლოგი პატრიკ კარნსი (Patrick Carnes), რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო სექსუალური დამოკიდებულების შესწავლა, პორნოგრაფიაზე დამოკიდებულებისთვის დამახასიათებელი ოთხი ძირითადი ნიშანი დაასახელა. როგორც წესი, ეს ადამიანები პრობლემური ოჯახებიდან არიან და ფიზიკურ ან ემოციურ ძალადობას განიცდიდნენ.

ისინი საკუთარ თავს, დაახლოებით, ასე აღწერენ: ცუდი ვარ, არაფრად ვღირვარ, ასეთს არავინ შემიყვარებს, თუ ვინმეზე დამოკიდებული გავხდები, ჩემი სურვილები არასდროს დაკმაყოფილდება, სექსი ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა და ა.შ.

ამ შემთხვევაში პორნოგრაფია, პირველ რიგში, არა სექსუალურ, არამედ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს: სექსი თავის მოვლასთან იგივდება და სტრესის მოხსნის ერთ-ერთი გზა ხდება - მათ შორის, არასექსუალური ხასიათის.

რას ნიშნავს პორნოდამოკიდებულება?


სექსუალური ურთიერთობების მკვლევარი ერიკ იანსენი (Erick Janssen) დარწმუნებულია, რომ ტერმინი „დამოკიდებულება“ პორნოგრაფიის გადაჭარბებულ გამოყენებაზე არ ვრცელდება და მსგავსი ინტერპრეტაცია ადამიანს პორნოსგან „თავის დაღწევაში“ არ ეხმარება, თუმცა ამ მოსაზრებას ფსიქოთერაპევტი მერი ენ ლეიდენი (Mary Anne Layden) არ იზიარებს.

ის მიიჩნევს, რომ პორნო დამოკიდებულებაზე საუბრის რეალური მიზეზები არსებობს: „დამოკიდებულების ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისებაა ტოლერანტული დამოკიდებულების განვითარება იმ ნივთიერების მიმართ, რომელიც მას იწვევს. ნარკოტიკებზე დამოკიდებულება დოზების გაზრდას იწვევს. ასევეა პორნოგრაფიის შემთხვევაშიც. იმავე დონის აღგზნების მისაღწევად, პორნოგრაფიაზე დამოკიდებულმა მომხმარებლებმა სულ უფრო და უფრო უხეშ და ექსტრემალურ ვიდეოებს უნდა უყურონ.”

ისინი, ვისაც პორნოგრაფია დამოკიდებულების ფორმად მიაჩნია, ფიქრობენ, რომ ონლაინ პორნოგრაფია უფრო საშიშია მისი მეტი ხელმისაწვდომობის გამო. პორნო საიტების ანონიმურად მონახულების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს პირადი პასუხისმგებლობის გრძნობას.

პორნო თავდაჯერების საშუალებაა?


32 წლის ქალმა, კომპიუტერში ბრაუზერის ისტორიის თვალიერებისას, აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი პორნო საიტების ხშირი სტუმარია: „გაოგნებული დავრჩი, როდესაც მივხვდი, რომ ამას დიდი ხნის განმავლობაში და გამუდმებით აკეთებდა. გამოდის, რომ მე მისთვის საკმარისი არ ვარ? "

ფსიქოთერაპევტის განმარტებით, ხშირად პორნო საიტებისადმი ინტერესს დაუკმაყოფილებლობასთან საერთო არაფერი აქვს: ერთხელ ფსიქოთერაპევტმა მილტონ ერიქსონმა თქვა: თქვენ შეგიძლიათ საკუთარ პენისს უბრძანოთ „დაწექი“, მაგრამ უბრძანო „ადექი“ შეუძლებელია.

სექსზე ფიქრი ბევრ მამაკაცს აშფოთებს, რადგან უჩნდებათ კითხვა: გამომივა? პორნოების ყურება აღგზნებას იწვევს და მოაქვს თავდაჯერება, რომ სხეული წესრიგშია და ყველაფერი გამართულად მუშაობს. გარდა ამისა, მხედველობაში მისაღებია ის სოციალური ზეწოლა, რომელსაც მამაკაცები განიცდიან: საზოგადოება მათგან მუდმივად სექსუალურ აქტივობას ან სექსისთვის მზადყოფნას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „რა კაცი ხარ“.

პორნოგრაფია მამაკაცის სექსუალურ ფანტაზიას აღვიძებს და ეხმარება, ჰქონდეს განცდა, რომ „მაჩოს“ საზოგადო იმიჯს შეესაბამება, მაშინაც კი, როდესაც პარტნიორი არ ჰყავთ. ამ გზით კაცი საკუთარ თავს სექსუალურ და სოციალურ თავდაჯერებას მატებენ.

და ქალები და პორნოგრაფია?


დიახ, პორნოს ქალებიც უყურებენ და არა მხოლოდ პარტნიორებთან ერთად. „როდესაც მამაკაცი მყავს, ის როგორც წესი, მყოფნის, მაგრამ თუ რომანებს შორის პაუზა გაგრძელდა, ყოველთვის პორნოფილმს ვუყურებ. ეს სექსის მიმართ ინტერესს მიბრუნებს და თავს იმ ქალად მაგრძნობინებს, რომელსაც სექსის სურვილი აქვს“, - ამბობს 43 წლის, მარტოხელა ქალი.

როგორც გაირკვა, პორნოს მიმართ ინტერესს ყველა ასეთივე სიმშვიდით არ ეკიდება. მაგალითად, ერთ-ერთ რესპონდენტს, 19 წლის გოგოს საკუთარ თავში ეჭვი შეეპარა: „ინტერნეტში პორნოებს დიდხანს ვუყურებდი და ვმასტურბირებდი. შემდეგ დავფიქრდი, იქნებ რაღაც მჭირს, რადგან ასე მაინტერესებს? შეჩერება ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. საბოლოოდ, ამ ჩვევის მოსაშორებლად ფსიქოთერაპევტს მივმართე. ჩემდა გასაკვირად, მან ნება დამრთო, რომ სურვილის შემთხვევაში, პორნოების ყურება გამეგრძელებინა. მალე მასსტრუბირების სურვილი მნიშვნელოვნად შემცირდა.“

დიდი ხნის განმავლობაში სექსისადმი ინტერესი მისაღები მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქალებისთვის: „ბევრ ქალს, ახლო მეგობრების წინაშეც კი რცხვენია აღიაროს თავისი სექსუალური ცნობისმოყვარეობა. და თუ ასეთი ცნობისმოყვარეობა გაუჩნდა, ეს ძალიან ეუხერხულება და ამცირებს მის თვითშეფასებას. ამ შემთხვევაში რეალური პრობლემა პორნო და სექსი კი არა, თვითგვემაა“, - ამბობენ ფსიქოლოგები.

პორნოგრაფია შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს, როდესაც ის რეალურ პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობებისკენ არ გიბიძგებს და პირიქით, რეალურ სექსს მთლიანად განდევნის და მის ადგილას სიცარიელისა და უკმაყოფილების განცდას ტოვებს.

ის, რაც რეალური საფრთხეა


იტალიელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ პორნოგრაფიის ხშირი ყურება მოზარდი ბიჭისთვის რეალურად შეიძლება ლიბიდოს შემცირების მიზეზი გახდეს. კვლევაში 28 ათასი მამაკაცი მონაწილეობდა. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდოკრინოლოგ კარლო ფორესტას (Carlo Foresta) თქმით, ბოლო წლებში ონლაინ პორნოგრაფიის მასშტაბური გავრცელების პირობებში პორნოფილმების რეგულარული მომხმარებლები გახდნენ 14 წლის მოზარდები. პორნოგრაფიის სისტემატური ყურების შედეგად 25 წლის ასაკისთვის ახალგაზრდები უკვე გულგრილები ხდებიან „ყველაზე ცხელი“ სცენების მიმართაც კი. ამის მიუხედავად, როგორც კი უარს ამბობენ პორნოგრაფიის ყურებაზე, რამდენიმე თვეში ლიბიდოც და პოტენციაც ნორმალურ მაჩვენებლებს უბრუნდება, - ამბობს პროფესორი ფორესტა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში