სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინააღმდეგ - პოპულარული საუზმის შექმნის ისტორია
23:00 შაბ. 20 მაისი, 2023 წელი
სამზარეულო საინტერესო ისტორიებით სავსეა და სიმინდის ბურბუშელას შექმნის ამბავიც ასეთი ისტორია გახლავთ. ყველაფერი მე-19 საუკუნეში დაიწყო.
მიჩიგანის შტატის ქალაქ ბატლ -კრიკში მდებარე სანატორიუმის მფლობელები, დოქტორი კელოგი და მისი ძმა უილ კიტ კელოგი სიმინდის ფქვილისგან რაღაც კერძს ამზადებდნენ, როდესაც სასწრაფო საქმის გამო ქალაქიდან გამგზავრება მოუწიათ. სახლში დაბრუნების შემდეგ ძმებმა აღმოაჩინეს, რომ მათ არყოფნაში სიმინდის ფქვილი გაფუჭდა. შეზღუდული ბიუჯეტის გამო ძმებმა გადაწყვიტეს, ფქვილისგან ცომი მაინც მოემზადებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ცომი არაერთგვაროვანი და ბუშტებით სავსე იყო, ძმებმა ის მაინც შეწვეს და ჰაეროვანი, ხრაშუნა ბურბუშელები მიიღეს.
ძმებმა უცნაური ბურბუშელა სანატორიუმის სტუმრებს ახალი კერძის სახით, რძესთან და კეფირთან ერთად შესთავაზეს და ის მალე ძალიან პოპულარული გახდა.
თავად დოქტორი ჯონ ჰარვი კელოგი ძალიან საინტერესო პიროვნება გახლდათ. სანატორიუმ „Battle Creek“ -ის დამფუძნებელი ამერიკელი ექიმი იყო, რომელიც სიმინდის ბურბუშელების გამოგონებამდე სექსოლოგიის სფეროში მოღვაწეობით იყო ცნობილი. კელოგი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი იყო, ვეგეტარიანობის პროპაგანდას ეწეოდა და მასტურბაციას ებრძოდა.
ფოტოზე: დოქტორი ჯონ ჰარვი კელოგი
თავის ერთ-ერთ ნაშრომში კელოგმა მასტურბაციით გამოწვეული 39 დაავადება ჩამოთვალა. მათ შორის სახსრების გაძვალება, ზოგადი დაღლილობა და ეპილეფსიაც შედის.
გასულ საუკუნეში ამერიკაში სექსის მიმართ დამოკიდებულება დღევანდლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რაც კელიოგის საქმიანობაზეც აისახა. კელოგი სექსის და მასტურბაციის სასტიკი მოწინააღმდეგე გახდა!
მასტრუბაციასთან საბრძოლველად, კელოგმა სპეციალური ვეგეტარიანული დიეტა შეიმუშავა. კელოგი დარწმუნებული იყო, რომ ხორცის მიღება სექსუალურ სურვილებს აღვიძებს, ამიტომ მისი დიეტა საუზმეზე ბურბუშელას მიღებას ითვალისწინებდა და ხორცის მოხმარებას კრძალავდა.
ექიმი დარწმუნებული იყო, რომ სექსი როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანოა. სხვათა შორის, მან 91 წელი იცოცხლა და ამ დროის განმავლობაში ცოლთან სექსი არასოდეს ჰქონია. მისი 49-ვე შვილი ნაშვილები გახლდათ, რაც კელოგს ძალიან ეამაყებოდა.
კელოგს სწამდა, რომ სიმინდის ბურბუშელით საუზმობა სექსუალური ლტოლვის შემცირებას იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, კელოგმა სიმინდის ბურბუშელა მასტურბაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიგონა.
1895 წელს ამერიკელმა ექიმმა ჯონ ჰარვი კელოგმა სიმინდის ბურბუშელების წარმოება დააპატენტა. 1906 წელს კელოგებმა კომპანია Kellogg's დააფუძნეს და სიმინდის ბურბუშელას მასიური გამოშვება დაიწყეს, რომელიც მშრალი საუზმის წარმოებაში დღემდე უდავო ლიდერია.
***
საინტერესო ფაქტები მასტურბაციის შესახებ
როგორ გავაუმჯობესოთ მასტურბაციის ხარისხი? - სექსოლოგის 4 რჩევა
ეძებეთ სწორად! - ეროგენული ზონები მამაკაცის სხეულზე
სამი მიზეზი, რის გამოც ღრმა მინეტი არ გამოდის
წყარო: www.mentalfloss.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან