+18

ეძებეთ სწორად! - ეროგენული ზონები მამაკაცის სხეულზე

fun time

23:13 შაბ. 7 აგვისტო, 2021 წელი

კაცის ეროგენული ზონები

14
დაკოპირებულია

გავრცელებული ვერსიით, კაცს მხოლოდ ერთი ეროგენული ზონა აქვს და ბევრი ფიქრობს, რომ ეს პენისია. საბედნიეროდ, ეს მცდარი აზრია. მოდით, ერთად „მოვიაროთ“ კაცის სხეული.

თავი

თავი - ეს არის ეროგენული ზონა, ამ სიტყვის სრული გაგებით. კაცი რეაგირებს ყურებზე და ყურის გარშემო ზონებზე. და კიდევ კეფაზე. მოეფერეთ ამ ადგილებში ფრჩხილებით, ნაზად, ამგვარად კაცს სექსუალურ ტრანსში შეიყვანთ.

მკერდი

კაცის მკერდზე ნერვული დაბოლოებები არაზომიერად არის განლაგებული. მკერდის თავებთან ნერვული დაბოლოებების „ბუდეა", სადაც შეგიძლიათ, „აიწყვიტოთ“: უკბინეთ, აკოცეთ, მოეფერეთ ხელით, ენით და ტუჩებით.

ზურგი, მუცელი და თეძოები

ზურგი ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა სახის მოფერების მიმართ. აქ ნებისმიერი ხერხი გამოგადგებათ: მოფერება ტუჩებით, ენით, ხელით...

ამ ეროგენულ ზონაზე განსაკუთრებით წარმატებულია მასაჟი. ეს არა მხოლოდ აღაგზნებს პარტნიორს, არამედ შესანიშნავი გაგრძელებისკენ მიანიშნებს.

ნუ დაივიწყებთ თეძოებს. თუმცა, თუ გსურთ, რომ მან არა მხოლოდ შეგიგრძნოთ, არამედ დაგათვალიეროთ კიდეც, მოეფერეთ მუცელზე, ხანგრძლივად და ვნებიანად, ისე, რომ მის სასქესო ორგანოებს არ შეეხოთ (ყოველ შემთხვევაში, სანამ ის აშკარად და ძალიან შესამჩნევად არ აღიგზნება).

სასქესო ორგანოები

პენისი და ანუსი - კაცის სხეულზე ყველაზე აღმგზნები ზონებია. აქ მხოლოდ ფანტაზიის ჩართვა გჭირდებათ. შემდეგ ყველაფერი თავისით მიდის. მოეფერეთ პენისის გარშემო, თეძოებზე. თუკი ამ დროს თქვენს პარტნიორს წამით შეავლებთ თვალს, მიხვდებით, რამხელა სიამოვნებას განიცდის.

ანუსიც ძლიერ ეროგენულ ზონად მიიჩნევა, მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო: ყველა კაცი არ არის ფსიქოლოგიურად მზად ამისთვის.

ფეხები და ქუსლები

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თეძოების ზედა ნაწილს, კუნთებსა და ფეხის თითებს.

კაცის ტერფი განსაკუთრებული ზონაა. საქმე ისაა, რომ მესამე და მეოთხე თითს შორის მდებარეობს სასქესო ორგანოს პროექცია. სწორედ ამიტომ, არ ღირს მოფერების დაწყება ამ საიდუმლო წერტილიდან.

დაუმასაჟეთ მთლიანი ტერფები, მოეფერეთ (ისარგებლეთ მასაჟის ზეთით ან ლუბრიკანტით). შემდეგ კი შეუმჩნევლად გადადით თითების ზონის სტიმულაციაზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში