+18

საინტერესო ფაქტები მასტურბაციის შესახებ

fun time

23:49 ოთხ. 12 იანვარი, 2022 წელი

ფაქტები მასტურბაციის
შესახებ

14
დაკოპირებულია

ადრე მიიჩნევდნენ, რომ მასტურბაცია, თვითდაკმაყოფილება, როგორც კაცის, ისე ქალის შემთხვევაში ჯანმრთელობას ვნებს. ეს მითი ექიმებმა კარგა ხანია უარყვეს, უბრალოდ, კარგი იქნება, თუკი ამ პროცესის შესახებ მეტი ინფორმაცია გექნებათ...

ადრე მიიჩნეოდა, რომ მასტურბაცია სერიოზული დაავადებაა

1838 წელს ფრანგმა ფსიქიატრმა ჟან-ელიენ დომინიკ ესკიროლმა განაცხადა, რომ მასტურბაცია ფსიქიკური დაავადების სიმპტომია. ხოლო ამ პერიოდში სხვა ექიმებმა სპეციალური დიეტები შეიმუშავეს „ავადმყოფებისთვის“, მათ ელექტრულ თერაპიას სთავაზობდნენ და სასქესო ორგანოების ოპერაციასაც უტარებდნენ.

კარგია, რომ ეს დრო წარსულს ჩაბარდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი დღემდე დარწმუნებულია, რომ მასტურბაცია ჯანმრთელობას ვნებს და, მათი აზრით, მოზარდები გარყვნილები გაიზრდებიან, თუკი ისინი დროულად არ გაჩერდებიან.

ახლა კი დაზუსტებულია, რომ მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის. სექსოლოგები დაჟინებით გვირჩევენ, რომ ქალებმა საკუთარი თავი თვითონ მიიყვანონ ორგაზმამდე სექსუალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და პარტნიორთან ურთიერთობის გასამყარებლად.

მასტურბაცია აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის მენსტრუაციულ ტკივილს და ასევე, ამცირებს პროსტატის კიბოს წარმოქმნის რისკს. მასტურბაცია და იმუნიტეტიც კი კავშირშია ერთმანეთთან.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ!

დიახ, ადამიანი ყველა ასაკში მასტურბირებს. კვლევის თანახმად, 60-დან 69 წლის ქალების 30%-იც ხშირად მიმართავს მასტურბაციას. ხოლო 70 წელს გადაცილებული ქალები, რომლებსაც მუდმივი პარტნიორი არ ჰყავთ, ასევე, არ ამბობენ უარს სიამოვნების მიღებაზე.

ადრე მიიჩნეოდა, რომ მასტურბაცია ხელს უშლის სექსს

ნუ დაიჯერებთ! უამრავმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ქალებს, რომლებიც რეგულარულად კავდებიან სოლო სექსით, უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო სექსუალური ცხოვრება აქვთ. ჯერ ერთი, ამ დროს შეგიძლია, „პარტნიორს“ უთხრა, რაც გინდა. მეორე, ამ დროს ქალი შეისწავლის საკუთარ სხეულს და მესამე, ქალის ტვინი იმახსოვრებს გამოცდილებას, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს უკავშირდება, ამიტომ ცდილობს, კვლავ მოიძიოს გზა მსგავსი შეგრძნების გასამეორებლად.

ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდებს მასტურბირებისკენ მოუწოდებენ

დიდ ბრიტანეთში (და ევროპის სხვა ქვეყნებშიც) 2009 წელს ახალგაზრდებს მასტურბირებისკენ მოუწოდეს, რადგან ეს პროცესი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის კარგი, არამედ ამცირებს ნაადრევი ორსულობის რისკს და იმ დაავადებების წარმოქმნას, რომლებიც სასქესო გზით გადადის.

დაბოლოს - რჩევა: არასდროს გამოიყენოთ ნერწყვი სასქესო ორგანოს დასასველებლად

ადამიანის ნერწყვში უამრავი ბაქტერიაა, რომლებიც უსაფრთხოდ მხოლოდ პირში ცხოვრობს. სასქესო ორგანოში ბაქტერიებთან კონტაქტი ინფექციების წარმოქმნის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ასევე, საინტერესო თემებია:

თვითდაკმაყოფილება - სექსოლოგის 4 რჩევა, თუ როგორ გავაუმჯობესოთ მასტურბაციის ხარისხი?

ნაადრევი ეაკულაცია - რას გვირჩევს სექსოლოგი, როცა სქესობრივი აქტი 1-2 წუთს არ აღემატება

რას ნიშნავს პრელუდია

როგორ განვიცადოთ ორგაზმი - 5 მარტივი წესი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში