პრელუდია და კაცები
23:00 ოთხ. 28 აპრილი, 2021 წელი
პრელუდიის ხანგრძლივობასა და ხარისხზეა დამოკიდებული სექსისგან მიღებული სიამოვნება. კაცების უმეტესობა ფიქრობს, რომ პრელუდია ერექციას ამცირებს, თუმცა ეს ასე არ არის...
რაც უფრო ასაკშია კაცი, მით უფრო მეტად საჭიროებს პრელუდიას:
სექსოლოგების თქმით, ძირითადად, სექსი და პრელუდია 8-13 წუთი გრძელდება. ექიმები მიიჩნევენ, რომ ორგაზმის მისაღებად საჭიროა 3 წუთი, ხოლო პრელუდიას 5-ჯერ მეტი დრო სჭირდება, ამიტომ აუცილებელია, 15 წუთი დაეთმოს სექსუალურ აქტამდე საჭირო სტიმულაციას.
კაცების უმეტესობა ფიქრობს, რომ პრელუდია ერექციას ამცირებს:
თუმცა, ეს ასე არ არის. პრელუდია განაწყობს პარტნიორს სექსუალური აქტისკენ. ასევე, პრელუდია სასარგებლოა კაცის ჯანმრთელობისთვის, რადგან ამ დროს გამოყოფილი სითხე პროსტატისა და სხვა ინტიმური პრობლემების წარმოქმნის რისკს ამცირებს. პრელუდია ავსებს სხეულს ვნებით, აუმჯობესებს ორგაზმის ხარისხს და ზოგჯერ რაოდენობასაც.
მცდარია მოსაზრება, რომ აუცილებლად კაცი უნდა იყოს პრელუდიის ინიციატორი:
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება სექსუალური სიამოვნების ინიციატორი, მთავარია, ეს სიამოვნება ორმხრივი იყოს. პრელუდიის ხანგრძლივობა და სტიმულაციის სახეობა ყველა წყვილისთვის ინდივიდუალურია. ასე რომ, ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები და ახალი შეგრძნებები. ალბათ, ბევრი ქალისგან გსმენიათ, რომ კაცი მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ფიქრობს. ესეც მცდარი აზრია. სინამდვილეში პარტნიორის ორგაზმი კაცისთვის საკუთარ სიამოვნებაზე უფრო მნიშვნელოვანია. კაცები საკუთარ სექსუალურ უნარებს აფასებენ რაოდენობით, ხანგრძლივობითა და ორგაზმის ინტენსივობით.
პრელუდიის გარეშე რთულია, გქონდეთ დაუვიწყარი სექსუალური აქტი:
არ აქვს მნიშვნელობა, კაცი იქნება ეს თუ ქალი, რადგან ერთ-ერთის სიამოვნების გარეშე მეორეს სიამოვნება შეუძლებელია. ინტიმური თამაშების მრავალფეროვნება და მოფერება - ეს არის ხარისხიანი სექსის მთავარი ნაწილი.
ასე რომ, გამოიჩინეთ ფანტაზია. დაე, მეზობლებმა მოსწიონ სიგარეტი თქვენი ვნებიანი ღამის შემდეგ 😉
სიახლეები ამავე კატეგორიიდან