+18

როგორ გავაუმჯობესოთ მასტურბაციის ხარისხი? - სექსოლოგის 4 რჩევა

fun time

23:00 ორშ. 28 დეკემბერი, 2020 წელი

სექსოლოგის რჩევები

14
დაკოპირებულია

მიიღე სიამოვნების მაქსიმუმი!

ალბათ, არ ღირს ბევრი დროის დაკარგვა იმის ახსნაში, თუ რა არის მასტურბაცია, მაგრამ თუკი მაინც გჭირდებათ მეცნიერული მტკიცებულება, რომ მასტურბაცია ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამისთვის სექსოლოგის პროფესიონალურ აზრს მოგახსენებთ:

სექსოლოგი ემი უისფილდი: „მასტურბაციის დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰორმონები დოფამინი და ოქსიტოცინი. დოფამინი ნეირომედიატორია, რომელიც წამიერად გვაიძულებს, თავი უკეთ ვიგრძნოთ. ოქსიტოცინსაც „სიყვარულის ჰორმონს“ უწოდებენ, რომელიც სიცოცხლით გვავსებს და სიმშვიდის განცდას გვანიჭებს“.

სხვათა შორის, სექსოლოგს ის ფაქტი გამორჩა, რომ დოფამინი და ოქსიტოცინი ორგანიზმიდან კორტიზოლის გამოყოფას ბლოკავს - ეს არის სტრესის ჰორმონი. მოკლედ, ნამდვილად არსებობს ბევრი მყარი არგუმენტი იმის სათქმელად, რომ მასტურბაცია სასარგებლოა.

მაქსიმუმს იღებთ მასტურბაციით? მისი ყველა შესაძლებლობით სარგებლობთ?
იმისთვის, რომ ამ ორ შეკითხვას დამაჯერებლად უპასუხოთ, გაითვალისწინეთ ეს ოთხი რჩევა და გაიუმჯობესეთ მასტურბაციის ხარისხი.

არ იჩქაროთ

მასტურბაციის დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომა სიჩქარეა - ორგაზმისკენ გაქცევა. თუმცა, სინამდვილეში, ისევე როგორც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მასტურბაციის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესი.

სექსოქოლოგი უისფილდი გვარიგებს: „გააცნობიერე, რომ მთავარი არ არის ორგაზმი ან რამდენად სწრაფად მიაღწევთ ორგაზმს. მასტურბაცია - ეს არის სიამოვნება, შესაბამისად, სიამოვნება ნელ-ნელა უნდა გააძლიეროთ და შემდეგ მთელს სხეულში გააფრქვიოთ“. (როგორი პოეტური სექსოლოგია?!)

რა თქმა უნდა, ეს რჩევა კარგავს აქტუალობას, თუკი 18 წლის ხართ, ნელა მასტურბირებისთვის ნებისყოფა არ გყოფნით ან დიდ ოჯახთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ჩუმად და სწრაფად უნდა აკეთოთ, მაგრამ თუკი თავს აუჩქარებელი მასტურბირების უფლებას მისცემთ და საკუთარ გრძნობებს აჰყვებით, ამ დაუფასებელი სიამოვნების მიღებაზე უარის თქმა არ ღირს.

მოდუნდით

დიახ, შესაძლოა ამ რჩევამ წინა რჩევა გაგახსენოთ, თუმცა, აქ ცოტა სხვა რამ იგულისხმება. ბევრი მიჩვეულია მასტურბირებას სტრესის მოსახსნელად. რაც, ზოგადად, საკმაოდ ეფექტურია - სტატიის დასაწყისში დოფამინისა და ოქსიტოცინის ეფექტზეც ვისაუბრეთ, რომლებიც სტრესის ჰორმონ კორტიზოლს ბლოკავენ. ეს არ ნიშნავს, რომ მასტურბაცია მხოლოდ მაშინ უნდა გაგვახსენდეს, როდესაც ცუდ განწყობაზე ვართ. შეეცადეთ, სიამოვნების ეს ხერხი მაშინაც გაიხსენოთ, როდესაც კარგ ხასიათზე ხართ, არ ფიქრობთ სამსახურზე და არ გიჩნდებათ სურვილი, კოლეგებს ზუსტად ის უთხრათ, რასაც მათზე ფიქრობთ. შეეცადეთ, მასტურბაციის პროცესს ამაღლებული განწყობით შეხვდეთ და მიხვდებით, რომ ამგვარი ორგაზმი გაცილებით სასიამოვნოა.

სცადეთ რაღაც ახალი

მასტურბაციული ჩვევები გამომუშავდება და ვითარდება მოზარდობის პერიოდში და თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში უცვლელი რჩება. ეს ირონიული მოსასმენია, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირად მიმართავთ ექპსერიმენტებს სექსში. ამ დროს ხომ მასტურბაცია მეორე პლანზე გადადის. რა საჭიროა ექსპერიმენტები, თუკი ყველაფერი გაკმაყოფილებთ?

პასუხიც აქვეა: სწორედ იმიტომ არის საჭირო ექსპერიმენტები, რომ სექსუალურად მომწიფების პერიოდში ბევრი რამ იცვლება. არა მასტურბაციის ტექნოლოგიებში, არამედ ადამიანის სხეულში. სწორედ ამიტომაც არის სასუვრელი მასტურბირება - ამგვარად საკუთარ შეგრძნებებზე ბევრ რამეს ვიგებთ.

„დაიწყეთ მარტივით - შეეხეთ საკუთარ სხეულს. თუკი მთელი ცხოვრება მარჯვენა ხელით მასტურბირებთ, სცადეთ მარცხენითაც. თუკი პენისს ან კლიტორს მყარად უჭერთ, სცადეთ, მათ მსუბუქი მოძრაობით შეეხოთ“ - გვირჩევს ექიმი უისფილდი და ალბათ, აქაც გამორჩა, რომ ამგვარად შესაძლოა სექს-სათამაშოებამდეც მივიდეთ, თუმცა, ამაშიც ცუდი არაფერია.

ჩართეთ ხმა

გასაგებია, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ვერ „იხმაურებთ“, მაგრამ თუკი მასტურბაციის დროს სიჩუმე უბრალოდ მორცხვობას უკავშირდება, სასწრაფოდ იფიქრეთ მის გამოსწორებაზე. ხმა - გრძნობებზე ზემოქმედების კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა. აბა, რა არის მასტურბაცია, თუ არა გრძნობებზე ზემოქმედება?

სცადეთ ექსპერიმენტები მასტურბირების დროს და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ბევრი მასტურბირებას სექსის დროსაც მიმართავს. ბოლოს და ბოლოს - ესეც სექსია, თანაც სამყაროში ყველაზე ერთგულ არსებასთან - საკუთარ თავთან!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში