+18

მაზოხიზმის ანატომია - რატომ სიამოვნებს ზოგ ადამიანს ტკივილი

fun time

23:00 სამ. 23 აგვისტო, 2022 წელი

მაზოხიზმის ანატომია

14
დაკოპირებულია

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტკივილისგან სიამოვნებას იღებენ და ტკბებიან. ზოგს ტკივილი სექსის პრელუდიის ან პროცესის დროს მოსწონს. ასეთი ადამიანების რაოდენობა დიდი არაა, თუმცა სტატისტიკა მზარდია.

2014 წელს 29 ქვეყნის 391 მოქალაქე გამოკითხეს. კითხვები ძირითადად, ტაბუდადებულ თემებს ეხებოდა. გამოკითხულთა ნახევარმა აღიარა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუღია მაზოხიზმის აქტში მონაწილეობა, ნახევარმა კი თქვა, რომ სადისტის როლი ერთხელ მაინც მოურგია.

კვლევის თანახმად, მაზოხისტებს შორის მამაკაცზე მეტი ქალია - 69% - 51%. სადისტებს შორის კი პირიქით, ძლიერი სქესის წარმომადგენლები ლიდერობენ - 45% 53%.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ქალებში მაზოხიზმზე დამოკიდებულების მიზეზი არა ტკივილის სიყვარული, არამედ გენდერული სოციალიზაციაა. იგივე შეიძლება ითქვას სადისტური მიდრეკილებების მქონე მამაკაცებზე.

ტკივილი და სიამოვნება ერთმანეთთან ბიოლოგიის დონეზე დაკავშირებულია.

2011 წელს მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით მასტრუბაციის პროცესში მყოფი ქალის ტვინი შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, ორგაზმის დროს ტვინის 30 ზონა აქტიურდება, მათ შორის ზოგი ტკივილის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი.

კიდევ ერთი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ონკოპაციენტებმა, რომლებსაც ქრონიკული ტკივილის შესამსუბუქებლად ზურგის ტვინის ზოგი უბანი დაუბლოკეს, ორგაზმის განცდის უნარი დაკარგეს. იმავე პაციენტებს ნერვული სისტემის ფუნქციების აღდგენისა და ტკივილის დაბრუნების შემდეგ სიამოვნების განცდის უნარიც აღუდგათ. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ტკივილი და სიამოვნება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიოლოგიურ დონეზეც.

ადამიანი ტკივილისგან სიამოვნებას მაშინ განიცდის, როდესაც ტვინი მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ აღიქვამს. ამ თეორიის მომხრეთა აზრით, ადამიანი ძალიან სწრაფად სწავლობს „უსაფრთხო“ ტკივილის „საშიშისგან“ გარჩევას.

თუ 10 წლის წინ ბდსმ (BDSM) ადამიანები გარყვნილ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ავადმყოფებად მიაჩნდათ, დღეს მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი თავდაჯერებულები არიან და სხვებთან შედარებით ნევროზები ნაკლებად აწუხებთ.

ასე რომ, მთელ მსოფლიოში მაზოხიზმზე, როგორც დაავადებაზე აღარ საუბრობენ. ასეთი პრაქტიკა პათოლოგიურად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როცა სექსუალური თამაშები საფრთხე გადაიქცევა.

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ BDSM სამ ძირითად მოთხოვნას ემყარება: ნებაყოფლობითობა, გონივრულობა და უსაფრთხოება.

ასევე საინტერესოა:

რა იწვევს სექსის დროს სიკვდილს?

პენისის მოტეხილობისთვის საშიში სამი პოზა

როგორ გავაუმჯობესოთ მასტურბაციის ხარისხი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში