პენისის მოტეხილობისთვის საშიში სამი პოზა
23:00 ხუთ. 25 მარტი, 2021 წელი
წარმოიდგინეთ: სექსით ხართ დაკავებული, ერთმანეთს უცქერთ და უცებ საშინელი ხმა მოგესმათ! სინამდვილეში, პენისის მოტეხვა, ასე, პირდაპირი გაგებით, შეუძლებელია, მაგრამ სექსის დროს პენისის დაზიანების რისკი რეალურად არსებობს და ეს დამოკიდებულია სექსუალურ პოზაზე.
კვლევაში 44 კაცი მონაწილეობდა, რომლებიც ინტიმური ორგანოს ტრავმებით სხვადასხვა კლინიკაში იყვნენ მოთავსებულები. 28 მათგანს პენისი ვაგინალური სექსის შედეგად დაუზიანდა!
მაშ ასე, რომელი პოზებია მეტ-ნაკლებად საშიში?
მხედარი
იგივე, ქალი ზემოდან - ყველაზე ტრავმასაშიში ვარიანტია, რომელიც ხშირად ხდება სასქესო ორგანოს მოტეხილობის მიზეზი. ქალი თავად აკონტროლებს მოძრაობას. მართალია, ამ დროს პარტნიორიც უდიდეს სიამოვნებას იღებს, მაგრამ მოძრაობას ვერ აკონტროლებს. ამიტომ შესაძლოა, დროულად ვერ მოასწროს გაჩერება უეცარი ტკივილის დროს.
„დოგი-სთაილი“
ამ პოზაში კონტროლი კაცზეა დამოკიდებული, მაგრამ ამავე დროს, მას ამ მოძრაობისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება, რამაც შესაძლოა, გაუთვალისწინებელ, არასწორ მოძრაობამდე მიიყვანოს. „დოგი-სთაილზე" პენისის დაზიანების რისკი 29%-ია.
მისიონერული პოზა
კლასიკური პოზა, რომელიც, ასევე, სარისკოა პენისისთვის. ამ შემთხვევაშიც კაცი აკონტროლებს მოძრაობებს, მაგრამ ვინაიდან ის გატაცებულია სექსით, შესაძლოა, არასწორად გათვალოს შეღწევადობის კუთხე. ინტიმის ყველაზე გავრცელებული პოზა პენისის დაზიანების მიზეზი არცთუ ისე იშვიათად (21%) ხდება.
გარდა ამ პოზებისა, არსებობს რისკი, რომ დაზიანდეს პენისი მასტურბაციისას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან