+18

პრეზერვატივის ყველაზე პოპულარული ფერი, გემო და... უხერხული სისქე

fun time

23:00 შაბ. 25 სექტემბერი, 2021 წელი

საინტერეო ფაქტები
პრეზერვატივის შესახებ

14
დაკოპირებულია

პრეზერვატივი 1640 წელს შეუქმნიათ და ის სამხრეთ შვედეთში, ქალაქ ლუნდში აღმოაჩინეს. 

კუს ბაკანი და ცხოველის რქები - პირველი უცნაური პრეზევატივები


ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ რენესანსის პერიოდში პრეზერვატივებს ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში სიფილისისგან თავდასაცავად იყენებდნენ. ეს იყო სპეციალურ ქიმიურ ხსნარში დასველებული ქსოვილის შალითა, თუმცა უცნობია, როგორ ახერხებდნენ მამაკაცები ასეთ „აღჭურვილობაში“ სიამოვნების მიღებას.

ქსოვილის გარდა, პრეზერვატივებს ცხოველის ნაწლავებისა და ცხოველის შარდის ბუშტისგან ამზადებდნენ, ზოგიერთ ქვეყანაში კი პრეზერვატივის დამზადებას კუს ბაკანისა და ცხოველის რქისგანაც კი ახერხებდნენ.

პირველი რეზინის პრეზერვატივი 1855 წელს გამოჩნდა.

კონტრაცეფცია საროსკიპოებში მეორე მსოფლიო ომის დროს


მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონური საროსკიპოების მეძავები თავს პრეზერვატივებით იცავდნენ, თუმცა ფულის დაზოგვის მიზნით, რამდენჯერმე იყენებდნენ. საგანგებოდ ამ საქმისთვის საროსკიპოებს ჰყავდათ ქალი, რომლის მოვალეობა პრეზერვატივების გარეცხვა და გაშრობა გახლდათ.

საინტერესო ფაქტი - დღეისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატში, ნევადის გარდა, სექსუალური მომსახურების ყიდვა-გაყიდვა კანონით აკრძალულია. თუ პოლიცია ეჭვობს, რომ გოგონა პროსტიტუციაში ჩართულია, პრეზერვატივების რაოდენობა შეიძლება მტკიცებულება გახდეს.

პრეზერვატივები სსრკ-ში


საბჭოთა კავშირში პრეზერვატივების წარმოება, სტალინის ბრძანებით, ბაკოვსკის ქარხანაში, 1936 წელს დაიწყო. ცნობისთვის, ამავე ქარხანაში, პრეზერვატივებთან ერთად, მუშებისთვის აირწინაღებსა და კალოშებს აწარმობდნენ.

1981 წელს საბჭოთა კავშირში მოქმედი ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის (ГОСТ) მიხედვით, პრეზერვატივის სიგრძე სულ მცირე 178 მმ -ით და სიგანე 54 მმ-ით განისაზღვრა. 2014 წელს ГОСТ-მა სტანდარტები განაახლა - სიგრძე იგივე დარჩა, ხოლო სიგანეს 4 მმ მოაკლდა.

კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია - მეორე მსოფლიო ომის დროს, ჯარისკაცებს ორდღიან შვებულებაში გაშვებისას ორ ცალ პრეზერვატივს ატანდნენ.

პრეზერვატივის ყველაზე პოპულარული ფერი და გემო


სტატისტიკის თანახმად, ყველაზე პოპულარული გამჭვირვალე პრეზერვატივია და პროდუქციის მთლიანი მოცულობის 87% სწორედ ამ ფერისაა. რაც შეეხება არომატებს, სტენფორდის მეცნიერთა კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად კიტრის არომატი აღაგზნებს, ყველაზე არასექსუალური კი - ბანანის არომატია.

ვეგანური პრეზერვატივი


სამეცნიერო საზოგადოებაში ვეგანობას არც თუ იშვიათად, ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევენ, მაგრამ ვეგანთა უზარმაზარი არმია დიდი ფულის შოვნისთვის შესანიშნავი შანსი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ლატექსის პრეზერვატივი ვეგანებისთვის არახელსაყრელია, რადგან კაზეინის რძის ცილას შეიცავს. ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდნენ ვეგანებზე მზრუნველი კომპანიები, რომლებიც კაზეინის რძის ცილას კაკაოს ფხვნილით ან სხვა მცენარეული ანალოგებით ანაცვლებენ, თუმცა ასეთი პროდუქტი ჩვეულებრივზე 13 -ჯერ ძვირია.

ბილ გეიტსმა ინოვაციური პრეზერვატივების წარმოება დააფინანსა


ყველასთვის მოულოდნელი იყო, როდესაც ბილ გეიტსმა, რომელმაც თავისი მილიარდები პროგრამული უზრუნველყოფით იშოვა, 2013 წელს ინოვაციური პრეზერვატივის შესაქმნელად ორი 100 000-დოლარიანი გრანტი გამოყო.

სამი შვილის მამა და საქველმოქმედო ორგანიზაციის თანათავმჯდომარე პრეზერვატივების სისქით შეშფოთებულია და აპირებს, შექმნას პროდუქტი, რომელიც სექსუალურ სიამოვნებას მაქსიმალურად გაზრდის.

ერთი გრანტი უკვე მიიღო მანჩესტერის უნივერსიტეტმა, რომელიც გრაფენის პრეზერვატივის შექმნაზე მუშაობს. მეორე გრანტი პოლიურეთანის პრეზერვატივზე მომუშავე ორეგონის უნივერსიტეტს გადაეცა.

დღეისთვის ყველაზე თხელი, ლატექსის პრეზერვატივის სისქე 0. 03 მმ-ია, ხოლო ორეგონის პოლიურეთანის პრეზერვატივის სისქე მხოლოდ 0.015 მმ-ია.

🔰:

პრეზერვატივის ზომა: როგორ შევარჩიოთ იდეალური კონდომი

ცხვირის ზომა პენისის ზომის პროპორციულია?

პენისის მოტეხილობისთვის საშიში სამი პოზა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში