+18

ცხვირის ზომა პენისის ზომის პროპორციულია?

fun time

23:00 ოთხ. 30 ივნისი, 2021 წელი

10 მითი მამაკაცის
პოტენციის შესახებ

14
დაკოპირებულია

მამაკაცის პოტენციაზე უამრავი მითი არსებობს. ვნახოთ მამაკაცურ ძალასთან დაკავშირებული ყველაზე მცდარი წარმოდგენები და მათი შეფასებები მედიცინის თვალსაზრისით. 

 

1. პროსტატიტი აზიანებს პოტენციას

პროსტატის სამკურნალო მედიკამენტების სატელევიზიო რეკლამებში ხშირად ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ პროსტატიტი სექსუალურ ფუნქციას აზიანებს. სინამდვილეში, ეს მხოლოდ სამედიცინო პროდუქტის შეძენისთვის გამიზნული მარკეტინგული ხრიკია. პროსტატიტი პროსტატის ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა და ერექციას არ უკავშირდება.

2. ალკოჰოლი ერექციულ ფუნქციას აფერხებს

ეს მითი სიმართლესთან ახლოსაა მხოლოდ მაშინ, თუ მამაკაცი ალკოჰოლზე ძლიერ დამოკიდებულია. ამ შემთხვევაში ზიანდება სისხლძარღვოვანი ენდოთელიუმი, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, პოტენციაზეც მოქმედებს. ჯანმრთელი პოტენციისთვის სასურველია მამაკაცმა ალკოჰოლის მოხმარების ყოველდღიურ ნორმას არ გადააჭარბოს - არა უმეტეს 150 მლ ღვინო ან 40 მლ ძლიერი ალკოჰოლი.

3. არაჟნიანი ნიახური ვიაგრასავით მოქმედებს

არც ნიახური და არც არაჟანი არ შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც რაიმე ფორმით მოქმედებს სისხლძარღვებზე ან ადამიანის ჰორმონალურ ფონზე. ნიახურში ფიტოტესტოსტეონის შემცველობასთან დაკავშირებულ მოსაზრებას კი მეცნიერული მტკიცებულება არ გააჩნია.

4. გოგრის თესლი შესანიშნავი აფროდიზიაკია (ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ან აძლიერებენ სქესობრივ ლტოლვას ან მოქმედებას)

გოგრის თესლის რეგულარული მოხმარება თუთიის მაღალი შემცველობის დამსახურებით სპერმის ხარისხს აუმჯობესებს. თუმცა, თუთიის ან გოგრის თესლის სხვა კომპონენტების გავლენა მამაკაცის პოტენციასა და აღგზნებაზე მეცნიერულად დამტკიცებული არაა.

5. ხშირი სექსი ლიბიდოს ამაღლებს

იშვიათი სქესობრივი კავშირი ჰორმონალური ფონისთვის არახელსაყრელია, თუმცა ხშირმა სქესმა შეიძლება მამაკაცის გადაღლა გამოიწვიოს და პოტენციას ზიანი მიაყენოს. სქესობრივი კავშირის სიხშირე გარკვეულწილად ტესტოსტერონის შემცველობაზე აისახება, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას და სასიკეთოდ მოქმედებს როგორც ერექციულ ფუნქციაზე, ასევე ლიბიდოზე.

6. ეაკულაციების რაოდენობა შეზღუდულია

მამაკაცის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე უსაფუძვლო მითი ეაკულაციების რაოდენობის შეზღუდვას უკავშირდება. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა რიცხვს ასახელებენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს 5,500 მოქმედებაა. ეს სრულიად უსაფუძვლო და არასწორი შეხედულებაა, რადგან სპერმის გამომუშავება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს და მას ერექციასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

7. ცხვირის ზომა პენისის ზომის პროპორციულია

ეს ერთ ერთი ყველაზე აბსურდული მითი გახლავთ. მამაკაცის სასქესო ორგანოების ზომაზე გავლენას ახდენს სქესობრივი ჰორმონების მიმართ რეცეპტორების მგრძნობელობა და მათი შინაარსი. ამას კი ცხვირის ზომასა და ფორმასთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში ტესტოსტერონის მაღალი შემცველობის ნიშანი დაბალი ტანი და მოკლე თითებია. ამის მიზეზი ბავშვობაში ტესტოსტერონის დონის მომატების გამო ზრდის ზონების სწრაფი დახურვაა.

8. ლუდი ჰორმონებზე გავლენას ახდენს

ეს განცხადება, გარკვეულწილად, სიმართლეს შეესაბამება. ლუდი ესტროგენის წყაროს წარმოადგენს, რომლის ჭარბი მიღება ტესტოსტერონის შემცველობას ამცირებს. აღსანიშნავია, რომ ლუდის ზომიერი მოხმარების შემთხვევაში (დღეში 0,5 ლიტრზე ნაკლები), ერექციული ფუნქცია უარყოფით გავლენას არ განიცდის.

9. შეწყვეტილი სქესობრივი კავშირი პოტენციას აზიანებს

სქესობრივი კავშირი ხშირი შეწყვეტა შეიძლება პროსტატიტის მიზეზი გახდეს, თუმცა მას განვითარების განსხვავებული მექანიზმი აქვს, ვიდრე ერექციულ დისფუნქციას. სქესობრივი კავშირის შეწყვეტა პენისში სისხლის სტაგნაციას იწვევს, რაც პროსტატის ანთებას უკავშირდება.

10. ცხიმიანი საკვები სქესობრივ ლტოლვას და პოტენციას აქვეითებს

ცხიმი ქოლესტერინის წყაროა, რომლის სიჭარბე ათეროსკლეროზს იწვევს, ეს კი უარყოფითად მოქმედებს ერექციაზე. თუმცა, მეორე მხრივ, პოტენციაზე ცხოველური ცხიმის სრულად გამორიცხვაც უარყოფითად მოქმედებს. ხორცის შეზღუდვა იმ შემთხვევებში ღირს, როდესაც მამაკაცს პანკრეასის პრობლემები, მაგალითად, პანკრეატიტი აწუხებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში