+18

რომელი პოზაა უკეთესი ჩასახვისთვის, რამდენი კალორიაა სპერმაში, რა დროა საჭირო ქალის ორგაზმისთვის?.. - პასუხები ყველაზე საინტერესო კითხვებზე

fun time

23:00 კვი. 24 ოქტომბერი, 2021 წელი

სქესობრივი აქტი -
კითხვა-პასუხი

14
დაკოპირებულია

იმისთვის, რომ ურთიერთობა იყოს მყარი და სექსი ყოველ ჯერზე ორივესთვის სასიამოვნო, პირველ რიგში, აუცილებელია, გამოცდილება, მაგრამ თეორიის ცოდნაც არავისთვისაა ზედმეტი.

გთავაზობთ სექსის ირგვლივ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და მათზე პასუხებს 👫

- ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გრძელდება სექესობრივი აქტი?

- 3-დან 13 წუთამდე. თუკი მეცნიერებს დავუჯერებთ.

- ამბობენ, რომ ქალებს ორი განსხვავებული ორგაზმი აქვთ. როგორ გავარჩიოთ?

- კლიტორულ ორგაზმს ქალი განიცდის კლიტორის სტიმულირებით. ვაგინალურს - უშუალოდ პენისის საშოში შეღწევის დროს. ქალების უმეტესობისთვის პირველი ვარიანტი უფრო მარტივად მისაღწევია, ამიტომ, კაცებო, ამაზე ნერვიულობა არ ღირს.

- რა დროში აღწევს ქალი ორგაზმს?

- ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია განწყობაზე, გადაღლილობაზე, სურვილის სიძლიერეზე, დღე-ღამის პერიოდზე და ა.შ.; საშუალოდ კი ქალს ორგაზმის მისაღწევად 15-20 წუთი სჭირდება.

- მართალია, რომ რაც უფრო დიდია კლიტორი, მით უფრო მარტივია ორგაზმის მიღწევა?

- არა. ყველა კლიტორს ერთი და იგივე რაოდენობის ნერვული დაბოლოება აქვს (8000-მდე). ამიტომ, ზომის მიუხედავად, ყველა ერთნაირად მგრძნობიარეა.

- შესაძლებელია ორგაზმის მიღება მხოლოდ ანალური სექსით?

- თუკი არაფერს დაახმართ, საეჭვოა. სექსუალური აქტის დროს კლიტორის ხელით სტიმულირება სცადეთ.

- შეიძლება დაორსულდე პირველი სექსის დროს?

- რა თქმა უნდა, თუმცა, არასასურველია, არა? საქმე ის არის, რომ საქალწულე აპკი კონტრაცეპტივი არ არის, ის არ იცავს იმ შემთხვევაშიც, თუკი სექსუალური აქტის დროს არ იხევა. სანდო მხოლოდ პრეზერვატივია.

- შეიძლება სექსი მენსტრუაციის დროს?

- შეიძლება, თუმცა, სიფრთხილით. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: მენსტრუაციის დროს ქალის ორგანიზმი როგორც არასდროს ისეა ღია ნებისმიერი ინფექციისთვისა და მიკრობებისთვის.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სექსუალური აღგზნება ჯანმრთელ კაცში?

- ჩვეულებრივ, მაქსიმუმ 1 საათი. სამ, ოთხ და ხუთსაათიანი ერექცია (მამაკაცის აღგზნება) სულაც არ არის სიამაყის მიზეზი. ეს სიმპტომია!

- და ვიაგრას ზემოქმედების დროს?

- 33 წუთი. აქაც მეცნიერებს თუ დავუჯერებთ.

- მართალია, რომ პენისის მოტეხილობა არსებობს?

- ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ, დიახ. მაგალითად, თუკი კაცი გაუფრთხილებლად ეტაკება პენისით რამეს, მაგალითად კარს (ნუ გეცინებათ, ასეთი რამ არსებობს), პენისი აუცილებლად მოტყდება. ასე რომ, მისი სიმყარე სჯობს უფრო დამზოგველი მეთოდებით შეამოწმოთ.

- და როგორ მივხვდე, რომ „მოწყობილობა“ გატყდა?

- საცოდავად დაიკრუნჩხება და მომენტალურად გალურჯდება.

- რამდენია ყველაზე პატარა პენისის სიგრძე?

- 1,5 სანტიმეტრი... წარმოუდგენელია, არა?

- ყველა ქალს აქვს G წერტილი?

- სავარაუდოდ კი. უმეტესობა ჩვენგანს G წერტილი საშოდან 3-5 სანტიმეტრში აქვს.

- და კაცებსაც აქვთ G წერტილი?

- G წერტილი კაცებს არ აქვთ, მაგრამ აქვთ „ანალოგი“ - პროსტატა. სცადეთ და შეეხეთ თითებით - ანუსსა და სათესლე ჯირკვლებს შორის მდებარეობს.

- დღეში საშუალოდ რამდენი ერექციის „გენერირება“ შეუძლია კაცს?

- თერთმეტი... ოჰო! 😮

- აღგზნების დროს ხშირად ვაცემინებ. რატომ? სექსზე ალერგია მაქვს?

- სქემატურად ამის ახსნა ამგვარდ შეიძლება: სექსუალური აქტის დროს ცხვირის კანს, ისევე, როგორც საშვილოსნოს კანს, აწვება სისხლი. სწორედ ეს იწვევს სექსის დროს ცხვირცემინებას.

- არსებობს აფროდიზიაკები, რომლებიც ნამდვილად მუშაობს?

- აღმოჩნდა, რომ ფინჯანი ყავა ასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც სწორედ აღგზნებაზეა პასუხისმგებელი.

- რომელი პოზა ჯობია ნაყოფის ჩასახვისთვის?

- წევხართ ზურგზე, ფეხები გაშლილი გაქვთ მხრების სიგანეზე, თქვენი მხრების არა, პარტნიორის.

- და რომელია სექსისთვის ყველაზე წარმატებული პოზა?

- ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს; მხოლოდ პრაქტიკით შეგიძლიათ მიხვდეთ, რომელი პოზა გსიამოვნებთ ყველაზე მეტად. უფრო სწორად, რომელი პოზები - სავარაუდოდ, რამდენიმე პოზას მიაგნებთ 😉

- როდის აქვს პენისის ზომას მნიშვნელობა?

- პენისის შთამბეჭდავი ზომები მიანიშნებს იმაზე, რომ კაცი გამოიმუშავებს ბევრ ტესტოსტერონსა და სპერმას. მარტივად რომ გითხრათ, თქვენი მამაკაცი ცხელი და ნაყოფიერია.

- თუკი კაცი პენისის გარშემო ბეწვებს გაიპარსავს, სექსი უფრო მომაჯადოვებელი იქნება?

- შესაძლოა, არც გესიამოვნოთ. როდესაც გაპარსული პენისის გარშემო ბეწვი კვლავ ამოდის, იჩხვლიტება.

- სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გავიქცე ტუალეტში, იმ შემთხვევაშიც, თუკი არ მინდა?

- სასურველია. ამგვარად მავნე ბაქტერიებს მოიშორებთ, რომლებიც საშარდე გზების საშუალებით აღწევენ ორგანიზმში.

- რამდენ კალორიას შეიცავს მამაკაცის სპერმა?

- ერთი ჩაის კოვზ სპერმაში 36 კალორიაა. სრულიად დიეტური „პროდუქტია!“

- რამდენი კალორია იწვება სექსის დროს?

- საათში, დაახლოებით, 300.

- ანუ, შემიძლია სიამოვნებით გავხდე სექსის დროს?

- ტექნიკურად კი. შეგიძლიათ, წელიწადში 2 კილო დაიკლოთ, თუკი შემდეგ რეცეპტს გაითვალისწინებთ: „ნახევარსაათიანი სექსი კვირაში ერთხელ“.

- მართალია, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები წონაში მატებას უწყობს ხელს?

- უშუალოდ აბები არ იწვევს წონის მატებას, მაგრამ ზრდის მადას, რაც უნდა აკონტროლოთ. ზოგადად, ნებისმიერ ჰორმონალურ პრეპარატს აქვს გვერდითი ეფექტები: განწყობის ცვლილება, მგრძნობელობის მატება, თავის ტკივილი. თუკი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ექიმის რეკომენდაციით იღებთ და რამე გაწუხებთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ჰორმონალური პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე კატეგორიულად მიუღებელია.

- რა სიჩქარით მიემართებიან სპერმატოზოიდები სანუკვარი მიზნისკენ?

- სიარულის ტემპით: სულ რაღაც 20-25 სანტიმეტრი საათში.

სულ ეს არის...

ამ პასუხების შემდეგ შესაძლოა, პარტნიორს და საკუთარ სხეულს უკეთ გაუგოთ.

ესეც საინტერესოა:

📣 რა არ უნდა გააკეთოთ საწოლში ახალ პარტნიორთან?

📣 7 მიზეზი, რატომ ვერ განიცდის ქალი ორგაზმს

📣 ორგაზმი, მასტურბაცია და თავის ტკივილი: როგორ იტყუებიან ყველაზე ხშირად პარტნიორები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში