+18

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა გააკეთოთ

fun time

23:00 კვი. 1 აგვისტო, 2021 წელი

5 რამ, რაც სექსის შემდეგ
აუცილებლად უნდა გააკეთოთ

14
დაკოპირებულია

იმისთვის, რომ სექსუალური კავშირით მიღებული სიამოვნება დიდხანს გაგყვეთ და თან ჯანმრთელობასაც არ ავნოთ, ეს ხუთი რამ უნდა შეასრულოთ:

1. შედით შუალეტში

სექსის შემდეგ შარდის გამოყოფა ინფექციებისგან არ დაგიცავთ, მაგრამ იმ ბაქტერიების „გაცოცხლებას" აგაცილებთ თავიდან, რომლებიც ამოქმედების დროს ელოდებიან, რათა შარდსასქესო ორგანოში შეაღწიონ და შარდის ბუშტში გამრავლდნენ. რჩევა ეხება როგორც ქალებს, ისე კაცებს.

2. მიიღეთ შხაპი

სექსის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში სასურველია, მიიღოთ შხაპი, რათა გენიტალიები ლუბრიკანტებისგან გაისუფთაოთ და ბაქტერიების საშარდე მილში მოხვედრა თავიდან აიცილოთ.

თუკი შხაპის მიღების შესაძლებლობა არ გაქვთ (სექსი გაქვთ ტყეში, მანქანაში, თვითმფრინავში, სამსახურში), ისარგებლეთ სველი ხელსახოცით ან პირსახოცი დაასველეთ თბილი წყლით. სექსის შემდეგ ხელებისა და სხეულის ინტიმური ადგილების გასუფთავება აუცილებელია.

ასევე, აუცილებელია დაიცვათ სექსსათამაშოების ჰიგიენა (თუკი ამ გასართობით სარგებლობთ). გასაგებია, რომ სექსის შემდეგ ამ მოსაწყენ საქმეზე ფიქრი არავის სურს, მაგრამ აიძულეთ საკუთარი თავი და გარეცხეთ სექსსათამაშოები. შემდეგ კი დაივიწყეთ მათი არსებობის შესახებ შემდეგ სექსამდე.

3. დალიეთ ჭიქა წყალი

სექსისა და კარგი ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმი ხშირად შრება და გაუწყლოვანებულია. არ დაგეზაროთ ჭიქა წყლის დალევა, რათა ნავარჯიშები და გადახურებული სხეული დაატენიანოთ.

4. ისაუბრეთ

დამტკიცებული ფაქტია, რომ სექსის შემდეგ კაცები იძინებენ ან, უბრალოდ, მათ დასვენება სურთ. თუმცა, დამღლელი სექსმარათონის შემდეგაც კი აუცილებელია, გამონახოთ რამდენიმე წუთი საუბრისთვის ან ნებისმიერი სითბოს გამომხატველი ქმედებისთვის, რადგანაც ეს ემოციურ სიახლოვესა და ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს.

სექსის შემდეგ პარტნიორს ყველაზე მეტად კომპლიმენტი სიამოვნებს და არა სიმღერები ან ლექსების მიძღვნა. საკმარისია უთხრათ: „ეს უბრალოდ გასაოცარი იყო“ ან „შენ ზუსტად იცი, რა მსიამოვნებს“.

თუკი საუბარი არ გსურთ, ჩაეხუტეთ პარტნიორს ან მოეფერეთ თმებზე, მხრებზე, მოკლედ, გააკეთეთ ის, რაც მას სიამოვნებს. მთავარია, იყოთ გულწრფელი, იყოს თუნდაც უსიტყვო.

5. ჭამეთ

არ გამოირიცხება, ცეცხლოვანი სექსის შემდეგ მოგშივდეთ, მაგრამ ნუ გაიქცევით სამზარეულოში ეგრევე ორგაზმის შემდეგ.

საუბრისა და ჩახუტების შემდეგ შესთავაზეთ პარტნიორს წახემსება და მიირთვით რამე ცილოვანი ან ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტი. მაგალითად, ბანანი ან იოგურტი, რაც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

🔰🔰🔰:

როგორ უნდა მოიქცეს კაცი სექსის შემდეგ - 10 ოქროს წესი!

რას აკეთებენ წყვილები სექსის შემდეგ?

ეს 8 რამ არასდროს გააკეთოთ საწოლში!

რა აღაგზნებს ქალს ყველაზე სწრაფად?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში