+18

ეს 8 რამ არასდროს გააკეთოთ საწოლში!

fun time

23:11 კვი. 17 იანვარი, 2021 წელი

რა არ შეიძლება საწოლში

14
დაკოპირებულია

გაუცნობიერებლად შეიძლება, ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც პარტნიორის ლიბიდოს მოკლავს და თქვენს ინტიმურ ცხოვრებას ტანჯვად აქცევს. ამიტომ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რა მოსწონს თქვენს პარტნიორს. ნუ იფიქრებთ, რომ ნებისმიერი ხერხი, რომელიც წინა ურთიერთობებიდან გახსოვთ, ახალ ურთიერთობაშიც გამოდგება... და მზად იყავით ექსპერიმენტებისთვის.

1. ნუ აქცევ საწოლს ნეგატიურ სივრცედ

მოერიდეთ საწოლში რთულ ან უსიამოვნო საუბრებს. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც მხოლოდ კარგი და სასიამოვნო რაღაცები ხდება. თუ საწოლს უსიამოვნო თემებზე საუბრისთვის გამოიყენებთ, ის ავტომატურად გადაიქცევა ნეგატიურ სივრცედ, რაც საეჭვოა, თქვენს პარტნიორს სურდეს.

2. ნუ მოგერიდება, გაუზიაროთ საკუთარი ფანტაზიები

როდესაც საქმე ორივე პარტნიორის ინტიმურ სიამოვნებას ეხება, სირცხვილისა და შიშის ადგილი არ არის. თუ ერთმანეთთან ახლოს ხართ და სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, თამამად გაუზიარეთ თქვენი ფანტაზიები.

3. ნუ იტყუები!

საწოლში პარტნიორთან და საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყოთ. თუ სიამოვნებას არ განიცდით, თავი არ უნდა მოაჩვენოთ. ამ ტიპის ტყუილებისგან სარგებელს ვერავინ მიიღებს.

4. თუ არ გინდა, ვალდებული არ ხარ

პოპულარული მითია, რომ პარტნიორებს საწოლში ერთმანეთის მიმართ მოვალეობები აქვთ და უნდა შეასრულონ. ნუ დაიჯერებთ ამ ბოდვას და ფსიქიკა არ დაიზიანოთ. ეს მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოთ, როცა გსურთ და თქვენი ურთიერთობა უფრო სუფთა და ნამდვილს გახდება.

5. სასიყვარულო თამაშები, რომლებიც უფრო დაგაახლოვებთ

აქცენტი მხოლოდ სიამოვნების მიღწევაზე არ გააკეთოთ. სასიყვარულო თამაშებში შეიძლება კიდევ უამრავი სასიამოვნო შთაბეჭდილება აღმოაჩინოთ. ნუ გამოტოვებთ მათ მხოლოდ ფინიშზე ფიქრით, თორემ ბევრს დაკარგავთ.

6. ნუ მოიტანთ სამსახურიდან საწოლში სტრესს

საწოლი არის სტრესის მოსაშორებელი ადგილი და არა პირიქით. ეცადეთ, სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები სამსახურში დატოვოთ და სახლში, მით უმეტეს, საძინებელში არ შეიტანოთ.

7. ნუ აკრიტიკებთ

კრიტიკის გარდა, ძილის წინ პარტნიორის ქცევის გამოსწორების სხვა, უფრო დელიკატური გზებიც არსებობს. მისი თვითშეფასება რომ არ შელახოთ და მომავალში უარესი შედეგები არ მიიღოთ, ეცადეთ, რაც შეიძლება დელიკატური იყოთ.

8. საწოლში არასოდეს ახსენოთ ყოფილი!

საწოლი ყველაზე შეუფერებელი ადგილია წინა პარტნიორების გასახსენებლად. შეიძლება დრო შესაფერისია, მაგრამ ადგილი ნამდვილად არა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში