რა აღაგზნებს ქალს ყველაზე სწრაფად? - მეცნიერების ახალი დასკვნა
23:00 ოთხ. 12 მაისი, 2021 წელი
ამერიკელ მეცნიერთა კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Marital and Family Therapy (ცოლქმრული და ოჯახური თერაპია), ერთგვარი გზამკვლევია ქალის ორგაზმისკენ...
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ქალის ორგაზმის არსებობა დაადგინეს, შეიძლება ითქვას, მოსვენება დაკარგეს, რადგან ეს მოვლენა იმდენად მრავალმხრივი და წარმოუდგენელია, რომ შესაძლოა, ნებისმიერ ჯანმრთელ მამაკაცში რეფლექსია გამოიწვიოს.
როგორ ფიქრობთ, კარგ ორგაზმს განიცდის თქვენი პარტნიორი? და ორგაზმის ყველა სახეობა იცის? ან რა საჭიროა ორგაზმის ხანგრძლივობა?
კვლევა, რომელიც ამერიკულ ჟურნალში „Marital and Family Therapy“ გამოქვეყნდა, ქალის ორგაზმის კლასიფიკაციისა და ორგანიზების შესაძლებლობას იძლევა.
ექსპერიმენტში 18-დან 94 წლის ასაკის 1055 ჰეტეროსექსუალი ქალი მონაწილეობდა. მათ სექსუალურ ქმედებასა და აღგზნებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს თამამად უპასუხეს.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ წარმოდგენა ვაგინალურ სექსზე ორგაზმის მისაღებად ძალიან გადაჭარბებულია. გამოკითხულთა მხოლოდ 18,4%-მა უპასუხა, რომ მათ არ სჭირდებათ დამატებითი სტიმულაცია.
ქალების 36% ორგაზმს კლიტორის სტიმულაციის შედეგად განიცდის.
და კიდევ, 42%-მა განაცხადა, რომ კლიტორის დამატებითი სტიმულაცია აძლიერებს სიამოვნების შეგრძნებას სექსის დროს, მაგრამ ცალკე, სექსის გარეშე სტიმულაციით, სამწუხაროდ, ორგაზმის „მანქანა" არ მუშაობს.
ამასთანავე, ქალების თითქმის 90%-მა უპასუხა, რომ ორგაზმის სხვადასხვა სახეობის დროს სხვადასხვა შეგრძნებას განიცდიან და ის, რომ „ო-ო-ო, რა მაგარია!“ სულაც არ ნიშნავს, რომ ამ დროს პროცესში აუცილებლად იქნება „აჰ-აჰ-აააჰჰ!“.
გამოკითხულთა მხოლოდ 10,8% მხოლოდ ერთი სახეობის ორგაზმს განიცდის და მხოლოდ ერთი და იმავე შეგრძნებით.
ასევე, მეცნიერებმა 1067 ქალს და 987 კაცს აჩვენეს სხვადასხვა სექსუალური ქმედების გრძელი სია და მონაწილეებს სთხოვეს, შეეფასებინათ, ამ ჩამონათვალიდან რომელი იყო მათთვის ყველაზე მიმზიდველი.
აი, როგორ გამოიყურება ლიდერების ხუთეული:
პირველი ადგილი - სექსი (69,9%) - აქ ციფრების წყობა აშკარად დამაფიქრებელია.
მეორე ადგილი - ჩახუტება (62,5%)
მესამე ადგილი - კოცნა სექსის დროს (49,2%)
მეოთხე ადგილი - აღმგზნები საუბარი სექსის დროს (46,7%)
მეხუთე ადგილი - მასაჟი (45,5%)
და კიდევ, ყურადღება! გამოკითხვაში მონაწილე ქალების უმეტესობამ აღიარა, რომ სრულყოფილი პრელუდია ორგაზმის მიღების შანსებს ძალიან ზრდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან