როგორ უნდა მოიქცეს კაცი სექსის შემდეგ - 10 ოქროს წესი!
23:00 კვი. 4 აპრილი, 2021 წელი
სექსი უნდა ჰგავდეს კარგ კინოს, სადაც ყველა კადრი წვრილმან დეტალებამდეა გათვლილი და ფინალიც დასამახსოვრებელია!
წარმოგიდგენთ ოქროს წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ, სექსის შემდეგ პარტნიორზე არა მხოლოდ მაჩოს, არამედ ჯენტლმენის შთაბეჭდილება დატოვოთ:
1. იმ შემთხვევაშიც, თუკი მზად ხართ მეორე რაუნდისთვის, მინიმუმ, ათწუთიანი პაუზა მაინც უნდა გააკეთოთ.
2. ქალის აღგზნების პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე კაცის. ასევე, ქალებს უჭირს აღგზნებასთან „განშორება". ორგაზმის შემდეგ საშვილოსნოს ყელი ღია რჩება და დაახლოებით, 20-25 წუთის შემდეგ იხურება. ამ დროს ქალს მოფერება სჭირდება, ამიტომ - ნუ გაჩერდებით.
3. თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი ქალბატონი მგზნებარე სექსის შემდეგ სახლში უნდა გაუშვათ, მიართვით მას ყავა, ესაუბრეთ და თან გამოიძახეთ ტაქსი. შეეცადეთ, დაახლოებით, 40 წუთი მაინც იყოთ ყურადღებით მის მიმართ და, რაც არ უნდა გეზარებოდეთ სახლიდან გასვლა, აუციებლად მიაცილეთ ტაქსიმდე.
4. თუკი ორგაზმი ვერ განიცადეთ, არ ღირს ამ დამამცირებელ ფაქტზე ყურადღების გამახვილება. თუკი პრეზერვატივით სარგებლობთ, ეს შესანიშნავი საშუალებაა ორგაზმის იმიტირებისთვის, უბრალოდ, შემდეგ, ისე უნდა გადააგდოთ ცარიელი პრეზერვატივი, რომ პარტნიორმა ვერ შეამჩნიოს.
5. მხოლოდ იმ შემთხვევაში უთხარით, რომ დაურეკავთ, თუკი მართლა აპირებთ მასთან დარეკვას.
6. ნუ გაიქცევით აბაზანაში სექსის შემდეგ პირველივე წამებში: მას შეექმნება წარმოდგენა, რომ თქვენთვის სექსი ბინძური საქმეა და მეტი არაფერი.
7. ...და არასდროს მიუთითოთ ქალს აბაზანაში შესვლისკენ, თუკი მას სექსის შემდეგ საწოლში კოტრიალი სიამოვნებს. დროებით ისარგებლოს სველი ხელსახოცით, რა მოხდა?!
8. არ ჩართოთ არც ტელეფონი, არც ავტომოპასუხე სექსის შემდეგ კიდევ 20 წუთი. ეს თქვენი პირადი დროა.
9. თუკი მასთან სახლში ხართ და ის არ გაგდებთ, მაგრამ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ მისგან წასვლა, უთხარით, რომ სამწუხაროდ, დილას ადრე უნდა ადგეთ და თქვენს სახლთან ახლოს საქმიანი შეხვედრა გაქვთ დანიშნული. ნუ წახვალთ მისგან განმარტებების გარეშე.
10. თუკი ერთად გაატარეთ ღამე და დილიდან თქვენს გოგოს ისეთი სახე აქვს, თითქოს სამუდამოდ აპირებს თქვენთან დარჩენას, საუკეთესო გამოსავალია, საუზმეზე დაპატიჟოთ სადმე ლამაზ კაფეში, ქალაქის ცენტრში და საუზმის შემდეგ სუფთა სინდისით დაემშვიდობოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან