7 მიზეზი, რატომ ვერ განიცდის ქალი ორგაზმს
23:00 შაბ. 16 ოქტომბერი, 2021 წელი
არა, ფრიგიდული არ ხართ და საერთოდაც, ეს მითია! რატომ ვერ აღწევთ კულმინაციას სექსში? შემიძლია, მინიმუმ, 7 მიზეზი ჩამოგითვალოთ:
მიზეზი №1: ყველაფერი გაღიზიანებთ
სტრესი - თქვენი ძვირფასი ორგაზმის პირდაპირი და საშიში მტერია. იკამათეთ პარტნიორთან და წყენა გახრჩობთ? - სანამ პრობლემას არ გადაწყვეტთ, სიამოვნებას ვერ მიიღებთ.
მიზეზი №2: სექსის დროს ფიქრობთ ყველაფერზე, სექსის გარდა
გაიხსენეთ, რამდენი ველური ფიქრი მოგდით თავში, სანამ კაცი ცდილობს, გასიამოვნოთ? „რატომ იგვიანებს ხელფასი?“, „ახლა ბავშვი შემოვარდება ოთახში დაუკაკუნებლად“, „ჯანდაბა, რა გარეცხავს ჭურჭელს ამაღამ“, „ისევ ეპილაციის გარეშე დავრჩი. იფიქრებს, რომ თავს არ ვუვლი“, „ბოლოს და ბოლოს, როდის დავიკლებ წონაში?“. სანამ საწოლში სასიამოვნო შეგრძნებებით არ დაწვებით, ორგაზმი სიახლოვეს არ გაგეკარებათ. იყავით აქ და ახლა! დააფიქსირეთ ყველა ემოცია, რასაც მოცემულ მომენტში გრძნობთ. მაგალითად, „ის უკანალზე მეხება, რა სასიამოვნოა“. „როგორ ნაზად მიკოცნის ტუჩებს - სხეულში სითბოსა და სიცივეს ერთდროულად ვგრნობ“. გამომძიებელივით გაჰყევით სხეულზე ოდნავ ცვლილებებსაც კი და ნუ შეუშვებთ საშინელ ფიქრებს საძინებელში.
მიზეზი №3: წინდების ჩაცმა დაგავიწყდათ!
ვხუმრობ. თუმცა, ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, საკმარისია, საწოლში წინდები ჩაიცვათ და ყველაფერი მოგვარდება. სანამ თქვენ ხითხითებთ, აგიხსნით, რას გულისხმობენ ჩვენი ძვირფასი მეცნიერები.
ნებისმიერი დისკომფორტი ამუხრუჭებს სექსუალურ აღგზნებას. დისკომფორტი შეიძლება იყოს ძლიერი ხმაური ქუჩაში, შიში, რომ კარზე დაგიკაკუნებენ. ამ დისკომფორტს კი ლუბრიკანტის არარსებობა იწვევს. ყურადღება გადადის გაღიზიანებაზე და - გამარჯობა! სიამოვნება გვშორდება.
გაერკიეთ, რა იწვევს თქვენი ყურადღების გაფანტვას სექსის დროს და აღმოფხვერით პრობლემა. ჩაკეტეთ კარები, შეიძინეთ და ისარგებლეთ ლუბრიკანტით ან ჩაიცვით წინდები, თუკი მცივანა ხართ. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ თუკი ვერასდროს განიცდით ორგაზმს, სასწაული ვერც წინდებით მოხდება და ვერც წინდების გარეშე.
მიზეზი №4: დაგავიწყდათ პრელუდია
სექსი - არ არის მხოლოდ საშოში პენისის შეღწევა. პენისიც არ არის ჯადოსნური ჯოხი ორგაზმისთვის. ორალური თამაშები, მკერდის მასაჟი, თითებით სხეულის მოფერება - მნიშვნელოვანია აღგზნებისთვის. სცადეთ ექსპერიმენტები. შეუთანხმდით პარტნიორს ხანგრძლივ მოფერებაზე. უმჯობესია, პრელუდიით აღგაგზნოთ, ვიდრე ის, რომ სექსი მხოლოდ ვაგინალური პენეტრაცია აღმოჩნდეს თქვენთვის.
მიზეზი №5: დარწმუნებული ხართ, რომ კვლავ ვერ მიიღებთ ორგაზმს - საკუთარ თავს აპროგრამებთ
გამოსავალი მარტივია - უბრალოდ მოდუნდით. ორგაზმის მიღება მხოლოდ მაშინ მოხდება, როგორც კი თქვენი ტვინი მიიღებს სიგნალს სექსუალურ სურვილზე. ქალის ორგაზმი თავიდან მოდის, ამტკიცებენ ნეირობიოლოგები და გვირჩევენ ტვინის მოდუნებას სექსის დროს.
მიზეზი №6: კონკრეტულ მომენტში არ გსურთ სექსი
მაშინ, რატომ თანხმდებით სექსზე? გეშინიათ, პარტნიორს არ აწყენინოთ თუ ცოლქმრულ ვალს იხდით, უბრალოდ, რომ ოჯახი არ დაინგრეს? დაიმახსოვრეთ: ვერასდროს მიიღებთ ორგაზმს, თუკი არ აღიგზნებით და „არ მინდას“ მიუხედავად დასთანხმდებით სექსუალურ აქტს. იმისთვის რომ ისიამოვნოთ, ნამდვილად უნდა მოგინდეთ თქვენი მამაკაცი.
მიზეზი №7: საკუთარ ორგაზმზე პასუხისმგებლობას პარტნიორს აკისრებთ
ქალებში არსებობს შეხედულებები, რომ ნამდვილი მამაკაცი ის არის, ვინც ვალდებულია, ეიფორია გაჩუქოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ზარმაცია და არაფერს ცდილობს. დაიმახსოვრეთ - ეს ზეწოლაა. იმისთვის, რომ დაუვიწყარი და წარმოუდგენელი ორგაზმი განიცადოთ, კაცი საჭირო სულაც არ არის! ამისთვის ყველაფერი გაქვთ. ფრიგიდულობა - ეს მითია, ქალების 99%-ს შეუძლია ორგაზმის იმიტირება. როგორ განვიცადოთ ორგაზმი? როგორ და - გააღვიძეთ თქვენი სხეული, შეისწავლეთ ეროგენული ზონები - მოდუნდით და შეიყვარეთ საკუთარი თავი.
🔰:
როგორ გავაუმჯობესოთ მასტურბაციის ხარისხი? - სექსოლოგის 4 რჩევა
6 შემთხვევა, როდესაც ქალი საწოლში იტყუება
რა აღაგზნებს ქალს ყველაზე სწრაფად
სიახლეები ამავე კატეგორიიდან