6 შემთხვევა, როდესაც ქალი საწოლში იტყუება
23:00 კვი. 11 ივლისი, 2021 წელი
სხვათა შორის, კაცს უყვარს, როდესაც ამგვარ სიცრუეს იჯერებს...
„უი, უკვე...“
კაცს უყვარს, როდესაც ამგვარ სიცრუეს იჯერებს. რადგან, თუკი ქალი თქვენთან სექსის დროს მიაღწევს ორგაზმს, ე.ი. მაგარი ხართ. ხოლო თუკი ვერ მივა ამ სიამოვნების მწვერვალამდე, ე.ი. რაღაც პრობლემა გაქვთ: ფრიგიდულობა ან გაციება. აბა, სხვაგვარად რა პრობლემა უნდა იყოს ქალისთვის ორგაზმის მიღება, რომელიც სექსის დასაწყისშივე „უი, უკვე...“
„რა თქმა უნდა, ზომას არ აქვს მნიშვნელობა!“
სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. რაც უფრო დიდია პენისი, მით უფრო მეტ ნერვულ დაბოლოებას ეხება ის. რაც უფრო პატარა პენისი აქვს კაცს, მით უფრო დარწმუნებით უმტკიცებს ქალი, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს. საბედნიეროდ, პენისის გარდა, ადამიანს ხელებიც აქვს - სექსში სხეულის ეს ნაწილიც საკმაოდ გამოსადეგია.
„არასდროს მიოცნებია ერთდროულად ორ კაცთან სექსზე!“
ყველა ქალი თუ არა, უმეტესობა ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, როგორია, ერთზე მეტ მამაკაცთან სექსის პროცესი.
„ასე კარგად ჯერ არავისთან ვყოფილვარ“
დიდი ალბათობით, ეს არის ჯილდო მასთან სექსის მცდელობისთვის, მაგრამ, როდესაც თქვენი პარტნიორი ამ სიტყვებს ხშირად იმეორებს, ის მორიგი პაემნის დანიშვნაზე მიგანიშნებთ.
„მესამე ხარ ჩემს ცხოვრებაში“
შეკითხვაზე, რამდენი სექსუალური პარტნიორი გყავდა (სხვათა შორის, რატომ უნდა ჰკითხოთ ეს ქალს?!), ის დაასახელებს ერთიდან ხუთამდე ციფრს, მაგრამ რეალურად, ქალის სექსუალური პარტნიორების რაოდენობა მისმა საუკეთესო მეგობარმაც კი არ იცის.
„ადრე არასდროს გამიკეთებია ეს“
კიდევ ერთი სიცრუე, რათა შეგიქმნან სასიამოვნო შეგრძნება, რომ სწორედ თქვენ გხვდათ წილად „აკრძალული ლაბირინთებით“ მიგეყვანათ საყვარელი ქალი ორგაზმამდე. თუკი პარტნიორი გეუბნებათ, რომ თქვენამდე მისი სექსუალური ცხოვრება სევდიანი და მოსაწყენი იყო, სამწუხაროდ, ესეც ტყუილია.
P.S. ისე კი, მამაკაცებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა გოგო და ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია. ვინ იცის, იქნებ სწორედ თქვენი პარტნიორი გეუბნებათ სიმართლეს?
ასევე საინტერესოა 👇:
სიახლეები ამავე კატეგორიიდან