+18

საინტერესო ინფორმაცია სპერმის შესახებ

fun time

22:39 პარ. 18 ივნისი, 2021 წელი

სპერმა ორგანიზმში

14
დაკოპირებულია

როდესაც საუბარი სპერმატოზოიდს ეხება, ირკვევა, რომ ადამიანების უმეტესობამ ბევრი არაფერი იცის ან თუ იცის, მხოლოდ მითები. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო და სახალისო ფაქტს სპერმატოზოიდებზე. ისე, ამ ინფორმაციის სრული სერიოზულობით აღქმა არ ღირს.

 

სპერმის რაოდენობა

კაცები ყოველდღიურად, დაახლოებით, 70-დან 150 მილიონამდე სპერმატოზოიდს გამოიმუშავებენ - წამში 1500 ახალი სპერმატოზოიდი ჩნდება. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად სპერმის რაოდენობა მცირდება, მაგრამ განაყოფიერებისთვის ერთიც კი საკმარისია.

პატარა და თან უზარმაზარი

კაცის სპერმატოზოიდი ერთ-ერთი ყველაზე პატარაა სამყაროში. მისი საშუალო სიგრძე 0,05 მილიმეტრია, მაგრამ თუკი ერთი ეაკულაციის სპერმატოზოიდებს ერთმანეთზე გადავაბამთ, მაშინ მათი სიგრძე 9,5 კილომეტრს მიაღწევს.

ჩაის კოვზი

სექსუალური აქტის შემდეგ კაცი, დაახლოებით, ერთ ჩაის კოვზ სპერმას გამოყოფს. ეს არის 4 მილილიტრი.

სპერმის სისწრაფე

ჯანსაღი სპერმატოზოიდების მაქსიმალური სიჩქარე 4 მმ/წმ-ია. ხოლო თავად სპერმის სისწრაფე ეაკულაციის დროს 50 კმ/საათია.

ბუნებრივი შერჩევა

ყველა გამოსაყოფი სპერმატოზოიდიდან, დაახლოებით, 80% დეფექტურია. ზოგს ორი კუდი აქვს ან სპირალური კუდი, ზოგს - დიდი თავი. სწორედ ეს იწვევს მათ არათანაბარ მოძრაობას.

სხვაობა გოგოსა და ბიჭს შორის

Y-ქრომოსომა X-ქრომოსომაზე მსუბუქია. ამიტომ, „ბიჭი“ სპერმატოზოიდი გაცილებით სწრაფია, მაგრამ „გოგო“ სპერმატოზოიდი ცოცხლობს უფრო ხანგრძლივად და უფრო ძლიერია.

ყველაფერი რაც თეთრია, სპერმატოზოიდი არ არის

ამ ნივთიერების მთლიანი მოცულობიდან სპერმატოზოიდები მხოლოდ 7-10%-ს შეადგენს. სხვა დანარჩენი ჰორმონები, მკვებავი და დამცავი ნივთიერებებია.

ბუნებრივი კოსმეტიკა ყოველთვის საუკეთესოა

სპერმას შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. ის შეიცავს 30 სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის, ვიტამინ C და B12-ს, ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებსა და მინერალებს - მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, სპილენძი, თუთია, გოგირდი. სპერმისგან მომზადებული სახის კრემი, რომელიც ნორვეგიული კომპანიის პროდუქტია, 250 დოლარი ღირს.

სპერმის გემო

არსებობს მოსაზრება, რომ სპერმის გემო დამოკიდებულია კვებაზე. მაგალითად, ხილი სპერმას მოტკბო გემოს აძლევს, ხოლო კოფეინი და ნიკოტინი პირიქით - მომწაროს.

სპერმის ტემპერატურა

კაცის სათესლე ჯირკვლები ტყუილად არ არის გამოტანილი სხეულის გარეთ. ისინი, მათში გამავალი ვენების დამსახურებით, დაახლოებით, 31-35 გრადუს ტემპერატურას ინარჩუნებენ, რაც ოპტიმალურია ახალი სპერმატოზოიდების წარმოსაქმნელად. ამიტომ, თუკი კაცს გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა უყვარს ან „ბოქსიორის“ ტრუსებს ატარებს, მის ორგანიზმში სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირდება.

პირველი აღმოჩენა

სპერმატოზოიდი პირველად დიდმა ჰოლანდიელმა მეცნიერმა, მიკროსკოპული მეცნიერების ფუძემდებელმა ანტონ ვან ლევენჰუკმა შეისწავლა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში