რა არ უნდა გააკეთოთ საწოლში ახალ პარტნიორთან
23:00 შაბ. 23 ოქტომბერი, 2021 წელი
ახალი ურთიერთობა, პეპლები მუცელში და რაღაც ლამაზის მოლოდინი ყოველთვის შესანიშნავია, მაგრამ, როცა საქმე პირველ ღამეს ეხება, მღელვარება მატულობს - რამე რომ შემეშალოს? მაინც, რა არ უნდა გავაკეთოთ ახალ პარტნიორთან საწოლში? - ამ თემაზე ფსიქოლოგებისა და სექსოლოგების საუკეთესო რჩევები შევკრიბეთ.
ნუ დაივიწყებთ დაცვას
ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც მუდმივად საუბრობენ ექიმები, სექსოლოგები და ბლოგერებიც კი. საქმე ისაა, რომ სქესობრივი გზით უამრავი ინფექცია გადაეცემა, მათ შორის, ძალიან საშიშიც.
გირჩევთ, პარტნიორის იმედად არ დარჩეთ და პრეზერვატივი აუცილებლად თან გქონდეთ. მით უმეტეს, რომ პრეზერვატივის სახეობები უამრავია და დიდი არჩევანი გაქვთ. ამაში მიუღებელი არაფერია. პირიქით, ეს საკუთარი და პარტნიორის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა!
ექსპერიმენტებში ნუ გადააჭარბებთ
ყველას გვაქვს ფარული სურვილები და უჩვეულო ფანტაზიები და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. სანამ პარტნიორს შეეჩვევით, ჯობია, ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ და არ დააფრთხოთ.
მხოლოდ ერთი ღამით არ შეაფასოთ
როგორც ერთ-ერთი ცნობილი შოუს წამყვანებმა თქვეს, პირველი სექსი საერთოდ არ ითვლება. ადამიანის გაცნობას, მასთან შეჩვევას და დაახლოებას გარკვეული დრო სჭირდება. ადამიანებს ზოგჯერ მეორე შანსი უნდა მისცეთ.
ნუ მოახდენთ ორგაზმის იმიტირებას
ზოგადად, ორგაზმის იმიტირება ცუდი იდეაა, განსაკუთრებით, პირველი სექსის დროს - გამოდის, რომ პარტნიორს თავიდანვე ატყუებთ, რაც ადრე თუ გვიან, ცუდად დამთავრდება.
მოერიდეთ ალკოჰოლს
ალკოჰოლი მოდუნებაში გვეხმარება და თავდაჯერებას გვმატებს. მეცნიერები იმასაც კი ამბობენ, რომ ხარისხიანი სასმელი ემოციურ აღმაფრენას იწვევს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ცენტრალური ნერვული სისტემის მოდუნებასაც ხელს უწყობს. ალკოჰოლის ქვეშ არა მხოლოდ ორგაზმის მიღწევა გაგიჭირდებათ, არამედ ყველაზე შეუფერებელ დროს დაგეძინებათ (ასეთი შემთხვევებიც ყოფილა). ამიტომ, გირჩევთ, რომ სექსის წინ ერთ ჭიქა ღვინოს დასჯერდეთ ან საერთოდ არ დალიოთ.
ნუ გააკეთებთ, თუ დარწმუნებული არ ხართ
პროცესი უკვე დაწყებულიც რომ იყოს, ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ თქვათ, რომ გადაიფიქრეთ და სიახლოვე აღარ გსურთ. ეს სრულიად ნორმალურია და არ უნდა იფიქროთ, რომ ამით ადამიანს შეურაცხყოფთ. თქვენი ჯანმრთელობა და ემოციური კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ, არ შეგეშინდეთ.
გახსოვდეთ, რომ, პირველი პუნქტის გარდა, რომელიც აუცილებელ წესს წარმოადგენს, დანარჩენი მხოლოდ რჩევებია და შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გსურთ. მთავარია, პროცესით სიამოვნება მიიღოთ.
🔰:
5 მითი სექსის შესახებ, რომელიც ხელს გიშლით სიამოვნების მიღებაში
13 ფაქტი ქალის ორგაზმზე, რომელიც გაგაოგნებთ
როგორ იმიტირებს მამაკაცი ორგაზმს?
როგორ გავაუმჯობესოთ მასტურბაციის ხარისხი? - სექსოლოგის 4 რჩევა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან