როგორ და რატომ იგონებს მამაკაცი ორგაზმს?
23:10 ოთხ. 14 ივლისი, 2021 წელი
კანადელმა სექსოლოგებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მამაკაცების 40-დან 50% დროდადრო ორგაზმის იმიტაციას ახდენს! როგორ და რატომ აკეთებენ ამას, რას გრძნობენ ამ დროს და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ იეჭვებს, რომ მამაკაცი ორგაზმს იმიტირებს?
მოდით, ყველა კითხვას თანმიმდევრობით ვუპასუხოთ.
დავიწყებთ იმით, რომ მამაკაცი და ქალი ორგაზმს ერთი და იმავე მიზეზებით იმიტირებენ
➡️ ერთი მხრივ, ცდილობენ ემოციურები და სრულფასოვნები გამოჩნდნენ;
➡️ მეორე მხრივ, არ სურთ პარტნიორის თვითშეფასება შელახონ, რომელმაც შეიძლება, თავი არასაკმარისად მიმზიდველად და სექსუალურად ჩათვალოს.
ანუ, მამაკაცებში ორგაზმის იმიტაციის მიზეზები ისეთივე სულელურია, როგორც ქალებში.
ორგაზმის ხშირი იმიტაცია დამღუპველია, მაგრამ მისი იშვიათად გამოყენება, როგორც უწყინარი ხუმრობა ან პარტნიორის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დასაშვებია, როგორც ნაკლებად ბოროტება. ვიმეორებთ, ამის გაკეთება ხშირად დაუშვებელია!
და მაინც, რატომ ცდილობს მამაკაცი ორგაზმის იმიტაციას? იქნებ იმიტომ, რომ რაღაც მიზეზების გამო, ნამდვილი ორგაზმის განცდა არ შეუძლია?
თუ ასეა, ორგაზმის იმიტირებისთვის მამაკაცს შეიძლება, ორი მიზეზი ჰქონდეს:
➡️ პირველი მიზეზი - მამაკაცი იძულებულია ორგაზმი მოიგონოს უბრალოდ იმიტომ, რომ დაიღალა და ძალაგამოცლილია! მოდუნება და სტრესისგან გათავისუფლება სექსის დახმარებით სურდა, მაგრამ მიხვდა, რომ ამის ძალაც არ აქვს.... მაგრამ ნამდვილი მამაკაცისთვის ამის აღიარება სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ ის ორგაზმს იგონებს და „ვალმოხდილი“ იძინებს.
როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ქალი?
მაშინაც კი, თუ ყველაფერს მიხვდით, ეცადეთ, ტაქტი გამოიჩინოთ და ისე იმოქმედოთ, თითქოს ყველაფერი შესანიშნავი იყო. მამაკაცის წარუმატებლობა არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საკუთარ თავზე. თქვენ, როგორც ყოველთვის, მიმზიდველი, სექსუალური და სასურველი ხართ. ის კი, უბრალოდ, დაიღალა. დაე, დაისვენოს. როცა გაიღვიძებს, ხორციანი კერძი მიართვით და თუ გულის გადაშლა მოისურვა, ყურადღებით მოუსმინეთ. ასე ყველაფერი კარგად იქნება!
➡️ მეორე მიზეზი - ხანმოკლე პრელუდიაა. დიახ, დიახ. 30 წლის შემდეგ მამაკაცებს პრელუდია ისევე ესაჭიროებათ, როგორც ქალებს. ამიტომ, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ მამაკაცი ორგაზმს იმიტირებს, ეცადეთ, პრელუდიის დრო გაზარდოთ.
დაბოლოს, თუ ფიზიკურად ჯანმრთელი მამაკაცი, თავდაჯერებული ერექციის ფონზე, ორგაზმს ვერ აღწევს და საკმაოდ ხშირად იმიტირებს, ეცადეთ, ექიმთან მისვლაზე დაითანხმოთ. ამ შემთხვევაში, თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი კარგადაა, კატეგორიულად აკრძალულია.
დიახ, სექსუალური სფერო მამაკაცების აქილევსის ქუსლია და მამაკაცს მწვავე ბუასილი ურჩევნია, ვიდრე მცირე პრობლემა სექსუალურ სფეროში. აი, ამიტომაა საჭირო ექიმთან მისვლა რაც შეიძლება მალე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან